საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი ეროვნული ბანკის რეფორმებს გაეცნო

© National Bank of Georgiaჯიჰად აზური და ნათია თურნავა
ჯიჰად აზური და ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2023
გამოწერა
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მაკროეკონომიკური ტენდენციები, ეროვნული ბანკის რეფორმები, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ეკონომიკური პროგრამის ქვეყანაში განხორციელების საკითხები განიხილეს საქართველოს ეროვნული ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობამ სომხეთში გამართულ შეხვედრაზე.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ და ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსთან ჯიჰად აზურთან შეხვედრა მისი სომხეთში ვიზიტის ფარგლებში გამართეს.
შეხვედრაზე საუბარი რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობასა და არსებულ გამოწვევებს შეეხო.
აღინიშნა, რომ სსფ-ის მიერ მხარდაჭერილი ეკონომიკური პროგრამა საქართველოში მაკროეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცებას უწყობს ხელს. ყურადღება გამახვილდა ეროვნული ბანკის როლზე საქართველოს საფინანსო სექტორის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში ვიზიტი დაიწყო>>>
ვიზიტის ფარგლებში თურნავამ და მესტვირიშვილმა მონაწილეობა მიიღეს სომხეთის ეროვნული ვალუტის – დრამის 30 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. მაღალი რანგის სიმპოზიუმი სომხეთის ცენტრალური ბანკისა და "ბრეტონ ვუდსის კომიტეტის" ორგანიზებით დილიჟანში გაიმართა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა სომხეთისა და უზბეკეთის ცენტრალური ბანკების მმართველებთანაც.
ახალი პროგრამა
საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერისკენ მიმართული პირველი სამწლიანი პროგრამა, რომელიც სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა, 2021 წელს დასრულდა. პროგრამის ფარგლებში გადარიცხვებმა 687 მლნ დოლარი შეადგინა.
2022 წელს საქართველო და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ქვეყნის ახალ სამწლიან პროგრამაზე შეთანხმდნენ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაამტკიცა ახალი Stand-By Arrangement-ის 280 მლნ დოლარიანი შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან (100%-იანი კვოტები და 210,4 მლნ SDR).
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ხელისუფლების პროგრამა მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შემდგომ განმტკიცებას, საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივების გაზრდას რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე.
ყველა ახალი ამბავი
0