https://sputnik-georgia.com/20230427/saertasoriso-savaluto-fondis-misiam-saqartvelosi-viziti-daiwyo-277133027.html
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში ვიზიტი დაიწყო
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში ვიზიტი დაიწყო
Sputnik საქართველო
მისიამ ფინანსთა სამინისტროში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობა განიხილა 27.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-27T23:46+0400
2023-04-27T23:46+0400
2023-04-27T23:46+0400
საერთაშორისო სავალუტო ფონდი
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/0f/249719658_0:0:3633:2043_1920x0_80_0_0_1f70294099aae7575db371759c84df72.jpg
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან ჯეიმს ჯონთან შეხვედრაზე იმსჯელა, იუწყება ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური.მისიის ხელმძღვანელმა და წევრებმა ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრთან პირველი შეხვედრა გამართეს.მხარეებმა საქართველოსა და სსფ-ს შორის თანამშრომლობის საკითხები და სსფ-ის პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობა განიხილეს. გარდა ამისა, განიხილებოდა წლის დასაწყისიდან ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება და პროგნოზები.2020 წელს ეკონომიკის 6,8%–ით ვარდნის შემდეგ, 2021 წლის აპრილიდან აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიდის, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5% შეადგინა, 2022 წლის წინასწარი მაჩვენებელი 10,1%-ია.მშპ–ის რეალურმა ზრდამ 2023 წლის თებერვალში, 2022 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 5,8% შეადგინა. რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი ორ თვეში 7,1%–ს შეადგენს.სსფ საქართველოს ეკონომიკის ზრდას 2023 წელს 4%-ის დონეზე ვარაუდობს.საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ გასულ წელს დაამტკიცა ახალი Stand-By Arrangement-ის 280 მლნ დოლარიანი შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან (100%-იანი კვოტები და 210,4 მლნ SDR). ფონდმა საქართველოს უკვე 70 მლნ დოლარი გამოუყო.სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკას შედეგი მოაქვს - ხელისუფლება სავალუტო ფონდის პროგნოზზე >>საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ხელისუფლების პროგრამა მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შემდგომ განმტკიცებას, საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივების გაზრდას რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე.საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერისკენ მიმართული პირველი სამწლიანი პროგრამა, რომელიც სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა, 2021 წელს დასრულდა. პროგრამის ფარგლებში გადარიცხვებმა 687 მლნ დოლარი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/0f/249719658_331:0:3060:2047_1920x0_80_0_0_a16ddd05f8d4dd4063c348c991e7f755.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში ვიზიტი დაიწყო
მისიამ ფინანსთა სამინისტროში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობა განიხილა
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან ჯეიმს ჯონთან შეხვედრაზე იმსჯელა, იუწყება ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური.
მისიის ხელმძღვანელმა და წევრებმა ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრთან პირველი შეხვედრა გამართეს.
მხარეებმა საქართველოსა და სსფ-ს შორის თანამშრომლობის საკითხები და სსფ-ის პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობა განიხილეს. გარდა ამისა, განიხილებოდა წლის დასაწყისიდან ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება და პროგნოზები.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%–ით ვარდნის შემდეგ, 2021 წლის აპრილიდან აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიდის, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5% შეადგინა, 2022 წლის წინასწარი მაჩვენებელი 10,1%-ია.
მშპ–ის რეალურმა ზრდამ 2023 წლის თებერვალში, 2022 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 5,8% შეადგინა. რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი ორ თვეში 7,1%–ს შეადგენს.
სსფ საქართველოს ეკონომიკის ზრდას 2023 წელს 4%-ის დონეზე ვარაუდობს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ გასულ წელს დაამტკიცა ახალი Stand-By Arrangement-ის 280 მლნ დოლარიანი შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან (100%-იანი კვოტები და 210,4 მლნ SDR). ფონდმა საქართველოს უკვე 70 მლნ დოლარი გამოუყო.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ხელისუფლების პროგრამა მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შემდგომ განმტკიცებას, საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივების გაზრდას რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე.
საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერისკენ მიმართული პირველი სამწლიანი პროგრამა, რომელიც სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა, 2021 წელს დასრულდა. პროგრამის ფარგლებში გადარიცხვებმა 687 მლნ დოლარი შეადგინა.