https://sputnik-georgia.com/20230904/------281915637.html
საქართველოს გზებზე ავტომობილების გამონაბოლქვის შემოწმება დაიწყო
საქართველოს გზებზე ავტომობილების გამონაბოლქვის შემოწმება დაიწყო
Sputnik საქართველო
2023 წლის 1 იანვრიდან ტექნიკურ რეგლამენტში შევიდა ცვლილებები, რომლებიც გეგმურ ტექნიკურ დათვალიერებას ეხება. 04.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-04T09:51+0400
2023-09-04T09:51+0400
2023-09-04T16:17+0400
საქართველო
თბილისი დღეს
ბათუმი
ქუთაისი
რუსთავი
ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1c/250192922_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_2ed2ad0c8dea06ab37d2910be038791b.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს გზებზე ავტომობილების გამონაბოლქვზე კონტროლი 4 სექტემბრიდან ქვეყნის ოთხ ქალაქში დაიწყება, იუწყება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.კონტროლი ოთხ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში განხორციელდება. სატრანსპორტო საშუალებებს გზაზე შერჩევით გააჩერებენ. კონკრეტული ავტომობილის გამონაბოლქვის შემოწმება სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით განხორციელდება.„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, ფიზიკური პირის შემთხვევაში საჯარიმო სანქცია განისაზღვრება 100 ლარით, ხოლო 30 დღის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გასამმაგდება და 300 ლარი გახდება. თუ 15 დღის განმავლობაში დარღვევა კვლავ გამოვლინდება, ჯარიმის ოდენობა 600 ლარი იქნება.საქართველოში იზრდება ჯარიმა ტექდათვალიერების არქონის გამო>>>იურიდიული პირი დაჯარიმდება 500 ლარით პირველ შემთხვევაში, ხოლო თუ დარღვევა გამეორდება – 1,5 ათასი ლარით. ბოლო ეტაპი იქნება 3.000 ლარი.თუ პირი ჯარიმას 10 დღის განმავლობაში გადაიხდის, მისი ოდენობა 20%-ით შემცირდება.გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც მოხდება კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება და შემოწმება, თუ დაფიქსირდა მავნე ნივთიერებების გადაჭარბება და მესაკუთრე არ ეთანხმება შედეგებს, მას აქვს უფლება, მოითხოვოს ავტომობილის უახლოეს ტექინსპექტირების ცენტრში გადაყვანა, სადაც ავტომობილს ტექინსპექტირება ახლიდან ჩაუტარდება.თუ შედეგები დადასტურება, გამოწერილი საჯარიმო ქვითარი დარჩება ძალაში. თუ ტექინსპექტირების ცენტში დარღვევა არ დაფიქსირდება, საჯარიმო სანქცია გაუქმდება.საქართველოში 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ცვლილებები ტექნიკურ რეგლამენტში გეგმური ტექდათვალიერებისთვის. დაწესდა უფრო მკაცრი ნორმები მავნე გამონაბოლქვთან დაკავშირებით. კერძოდ, ბენზინზე მომუშავე ავტომობილებისთვის გამონაბოლქვის (CO) ნორმა 0,6%-დან 0,55%-მდე შემცირდა.ამასთან, 2023 წლის 1 თებერვლიდან ფასიანი გახდა განმეორებითი ტექნიკური დათვალიერება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ზომების გამკაცრების მიზეზი პირველი დათვალიერებისას ავტომობილების ნორმებთან ხშირი შეუსაბამობა გახდა.2018 წლის 1 ივლისიდან ტექნიკური ინსპექტირება აუცილებელი გახდა მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც რეგისტრირებული არიან იურიდიულ პირებზე, ასევე სახელმწიფოს კუთვნილი ავტომობილებისთვის; 2018 წლის 1 ოქტომბრიდან კი სიახლე შეეხო მსუბუქ სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა ძრავის მოცულობა აღემატება 3.0-ს, ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან – დანარჩენ მსუბუქ ავტომობილებს.სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელსაც არ გაუვლია ტექნიკური დათვალიერება, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ადმინისტრაციული დარღვევაა. 2022 წელს 801.255 მსგავსი დარღვევა დაფიქსირდა.
საქართველო
ბათუმი
ქუთაისი
რუსთავი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1c/250192922_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_316265f7d0db30b5d7de9003308af108.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, ბათუმი , ქუთაისი , რუსთავი, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, ბათუმი , ქუთაისი , რუსთავი, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს გზებზე ავტომობილების გამონაბოლქვის შემოწმება დაიწყო
09:51 04.09.2023 (განახლებულია: 16:17 04.09.2023) 2023 წლის 1 იანვრიდან ტექნიკურ რეგლამენტში შევიდა ცვლილებები, რომლებიც გეგმურ ტექნიკურ დათვალიერებას ეხება.
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს გზებზე ავტომობილების გამონაბოლქვზე კონტროლი 4 სექტემბრიდან ქვეყნის ოთხ ქალაქში დაიწყება, იუწყება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
კონტროლი ოთხ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში განხორციელდება. სატრანსპორტო საშუალებებს გზაზე შერჩევით გააჩერებენ. კონკრეტული ავტომობილის გამონაბოლქვის შემოწმება სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით განხორციელდება.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, ფიზიკური პირის შემთხვევაში საჯარიმო სანქცია განისაზღვრება 100 ლარით, ხოლო 30 დღის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გასამმაგდება და 300 ლარი გახდება. თუ 15 დღის განმავლობაში დარღვევა კვლავ გამოვლინდება, ჯარიმის ოდენობა 600 ლარი იქნება.
იურიდიული პირი დაჯარიმდება 500 ლარით პირველ შემთხვევაში, ხოლო თუ დარღვევა გამეორდება – 1,5 ათასი ლარით. ბოლო ეტაპი იქნება 3.000 ლარი.
თუ პირი ჯარიმას 10 დღის განმავლობაში გადაიხდის, მისი ოდენობა 20%-ით შემცირდება.
გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც მოხდება კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება და შემოწმება, თუ დაფიქსირდა მავნე ნივთიერებების გადაჭარბება და მესაკუთრე არ ეთანხმება შედეგებს, მას აქვს უფლება, მოითხოვოს ავტომობილის უახლოეს ტექინსპექტირების ცენტრში გადაყვანა, სადაც ავტომობილს ტექინსპექტირება ახლიდან ჩაუტარდება.
თუ შედეგები დადასტურება, გამოწერილი საჯარიმო ქვითარი დარჩება ძალაში. თუ ტექინსპექტირების ცენტში დარღვევა არ დაფიქსირდება, საჯარიმო სანქცია გაუქმდება.
საქართველოში 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ცვლილებები ტექნიკურ რეგლამენტში გეგმური ტექდათვალიერებისთვის. დაწესდა უფრო მკაცრი ნორმები მავნე გამონაბოლქვთან დაკავშირებით. კერძოდ, ბენზინზე მომუშავე ავტომობილებისთვის გამონაბოლქვის (CO) ნორმა 0,6%-დან 0,55%-მდე შემცირდა.
ამასთან, 2023 წლის 1 თებერვლიდან ფასიანი გახდა განმეორებითი ტექნიკური დათვალიერება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ზომების გამკაცრების მიზეზი პირველი დათვალიერებისას ავტომობილების ნორმებთან ხშირი შეუსაბამობა გახდა.
2018 წლის 1 ივლისიდან ტექნიკური ინსპექტირება აუცილებელი გახდა მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც რეგისტრირებული არიან იურიდიულ პირებზე, ასევე სახელმწიფოს კუთვნილი ავტომობილებისთვის; 2018 წლის 1 ოქტომბრიდან კი სიახლე შეეხო მსუბუქ სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა ძრავის მოცულობა აღემატება 3.0-ს, ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან – დანარჩენ მსუბუქ ავტომობილებს.
სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელსაც არ გაუვლია ტექნიკური დათვალიერება, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ადმინისტრაციული დარღვევაა. 2022 წელს 801.255 მსგავსი დარღვევა დაფიქსირდა.