https://sputnik-georgia.com/20230904/------281912324.html
აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი გაიმართება
აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი გაიმართება
Sputnik საქართველო
ფრინველებზე დაკვირვება - მსოფლიოში ეკოტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა. ამ სფეროში აჭარას დიდი გამოცდილება აქვს. 04.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-04T12:17+0400
2023-09-04T12:17+0400
2023-09-04T16:59+0400
საქართველო
აჭარა
საქართველოს რეგიონები
საზოგადოება
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24639/17/246391706_0:0:1277:719_1920x0_80_0_0_a1365a9f532696de0c62f668563385d2.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ეკოტურიზმის მიმართულებაა, ბათუმში 19-22 სექტემბრის პერიოდში გაიმართება.შავი ზღვის სანაპირო და, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი შავი ზღვის სამიგრაციო დერეფანია. ამ დერეფანში ყოველწლიურად მილიონზე მეტი გადამფრენი ფრინველი გადის. ამ მაჩვენებლით აჭარას მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი პოზიცია უკავია.ტრადიციულად, ფესტივალის მონაწილეები რეგიონში მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან, რომლებიც ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთად ატარებენ ლექციებსა და პრეზენტაციებს. ფესტივალის ფარგლებში ყოველდღიურად, დღის პირველ ნახევარში მოეწყობა გასართობი და შემეცნებითი ექსკურსიები.გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების პერიოდი 15 აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე გრძელდება. დაკვირვებისთვის მნიშვნელოვანი ადგილებია სახალვაშო, ჩაისუბანი, ჭოროხი, ბათუმის ზღვისპირა პარკი და პორტი.ფესტივალის მიზანი რეგიონში ტურიზმის განვითარება და ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობაა. მისი ორგანიზატორი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტია.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24639/17/246391706_71:0:1122:788_1920x0_80_0_0_17aa98190db1e5e66f6990f98909194e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აჭარა , საქართველოს რეგიონები, საზოგადოება, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ახალი ამბები
საქართველო, აჭარა , საქართველოს რეგიონები, საზოგადოება, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ახალი ამბები
აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი გაიმართება
12:17 04.09.2023 (განახლებულია: 16:59 04.09.2023) ფრინველებზე დაკვირვება - მსოფლიოში ეკოტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა. ამ სფეროში აჭარას დიდი გამოცდილება აქვს.
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ეკოტურიზმის მიმართულებაა, ბათუმში 19-22 სექტემბრის პერიოდში გაიმართება.
შავი ზღვის სანაპირო და, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი შავი ზღვის სამიგრაციო დერეფანია. ამ დერეფანში ყოველწლიურად მილიონზე მეტი გადამფრენი ფრინველი გადის. ამ მაჩვენებლით აჭარას მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი პოზიცია უკავია.
ტრადიციულად, ფესტივალის მონაწილეები რეგიონში მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან, რომლებიც ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთად ატარებენ ლექციებსა და პრეზენტაციებს. ფესტივალის ფარგლებში ყოველდღიურად, დღის პირველ ნახევარში მოეწყობა გასართობი და შემეცნებითი ექსკურსიები.
გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების პერიოდი 15 აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე გრძელდება. დაკვირვებისთვის მნიშვნელოვანი ადგილებია სახალვაშო, ჩაისუბანი, ჭოროხი, ბათუმის ზღვისპირა პარკი და პორტი.
ფესტივალის მიზანი რეგიონში ტურიზმის განვითარება და ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობაა. მისი ორგანიზატორი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტია.