https://sputnik-georgia.com/20230904/--------281925950.html
საქართველოსა და ისრაელის პარლამენტების თავმჯდომარეებმა თბილისში შეხვედრა გამართეს
საქართველოსა და ისრაელის პარლამენტების თავმჯდომარეებმა თბილისში შეხვედრა გამართეს
Sputnik საქართველო
საქართველომ და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დაამყარეს. 04.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-04T14:44+0400
2023-09-04T14:44+0400
2023-09-04T19:21+0400
საქართველო
ისრაელი
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/04/281922457_269:383:2003:1359_1920x0_80_0_0_a2edf27358b911e71a544594d0d7a5a2.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება, ასევე ტურიზმის, კულტურისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები იყო პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილსა და მის ისრაელელ კოლეგა ამირ ოჰანას შორის გამართულ შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემები. ქსენეთის სპიკერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 3 სექტემბერს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რიგი მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ორშაბათს ამირ ოჰანა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ მიიღო, რის შემდეგაც მხარეებმა მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.პარლამენტის თავმჯდომარე მიესალმა ბოლო პერიოდში ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების მზარდ დინამიკას და განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის ნაყოფიერი ვიზიტები ისრაელში.მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე, ასევე ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურისა და უსაფრთხოების მიმართულებებით.პაპუაშვილის თქმით, საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირები მტკიცეა, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფების დონეზე. ისრაელთან მეგობრობის ჯგუფმა დაახლოებით ერთი თვის წინ განახორციელა ვიზიტი ისრაელში და არაერთი ნაყოფიერი შეხვედრა გამართა ისრაელის მხარესთან, დასძინა სპიკერმა.მისი თქმით, ისრაელელ კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებს.თავის მხრივ, ამირ ოჰანამ ქართველ კოლეგასთან შეხვედრას წარმატებული უწოდა, რომელზეც განიხილეს „საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული კარგი ურთიერთობები და პარლამენტების ძალისხმევით ამ ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების გზები“.ამასთან, ოჰანამ ისაუბრა მეგობრობის ჯგუფების წარმატებულ მუშაობაზე და დასძინა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია ის ინსტრუმენტები, რომლებიც აძლიერებს ურთიერთობებს ქვეყნებსა და ხალხებს შორის და კონტაქტები ახალ დონეზე აჰყავს.როგორც ქსენეთის თავმჯდომარემ აღნიშნა, იგი საქართველოს პირველად ეწვია და მოხიბლულია ქართული სტუმართმოყვარეობით.ამირ ოჰანამ საქართველოში ოფიციალური ვიზიტი ქართველ შინდლერად წოდებული სერგო მეტრეველის შთამომავლებისთვის საპატიო სიგელების გადაცემით დაიწყო. ღონისძიება კვირას დავით ბააზოვის სახელობის ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში გაიმართა.სერგო მეტრეველმა მეორე მსოფლიო ომის დროს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ებრაელების სიცოცხლე გადაარჩინა. ის არის ერთადერთი ქართველი, რომელსაც, ისრაელის „იად ვაშემის“ კომისიისა და მუზეუმის გადაწყვეტილებით, მიენიჭა „მსოფლიოს ხალხთა მართალი შვილების“ ტიტული.საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ოჰანა შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძესთან.5 სექტემბერს კი ქნესეთის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომას დაესწრება.საქართველომ და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დაამყარეს. ქვეყნები აწარმოებენ მუდმივ პოლიტიკურ დიალოგს, თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტურიზმის სფეროებში. 2022 წელს საქართველოსა და ისრაელს შორის სავაჭრო ბრუნვამ 37,5 მლნ დოლარი შეადგინა.
საქართველო
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/04/281922457_330:201:1874:1359_1920x0_80_0_0_a04e063124dbfbc0a6e197316c8660b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ისრაელი , პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
საქართველო, ისრაელი , პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
საქართველოსა და ისრაელის პარლამენტების თავმჯდომარეებმა თბილისში შეხვედრა გამართეს
14:44 04.09.2023 (განახლებულია: 19:21 04.09.2023) საქართველომ და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დაამყარეს.
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება, ასევე ტურიზმის, კულტურისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები იყო პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილსა და მის ისრაელელ კოლეგა ამირ ოჰანას შორის გამართულ შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემები.
ქსენეთის სპიკერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 3 სექტემბერს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რიგი მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ორშაბათს ამირ ოჰანა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ მიიღო, რის შემდეგაც მხარეებმა მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
„ქართველ და ებრაელ ხალხს 26-საუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებთ და სწორედ ეს მტკიცე კავშირები ქმნის მყარ საფუძველს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის ნაყოფიერი და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობის განვითარებისთვის. ვაფასებთ ამ ვიზიტსა და ინტენსიურ კომუნიკაციას, რომელიც ამჟამინდელ რთულ, გამოწვევებით სავსე გეოპოლიტიკურ ვითარებაში შედგა", – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე მიესალმა ბოლო პერიოდში ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების მზარდ დინამიკას და განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის ნაყოფიერი ვიზიტები ისრაელში.
„ბატონი ოჰანას ვიზიტი ამ პოზიტიური დინამიკის გაგრძელებაა და მჯერა, რომ ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე, ასევე ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურისა და უსაფრთხოების მიმართულებებით.
პაპუაშვილის თქმით, საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირები მტკიცეა, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფების დონეზე. ისრაელთან მეგობრობის ჯგუფმა დაახლოებით ერთი თვის წინ განახორციელა ვიზიტი ისრაელში და არაერთი ნაყოფიერი შეხვედრა გამართა ისრაელის მხარესთან, დასძინა სპიკერმა.
„მზად ვართ ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ 2024 წელს დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების თაობაზე, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას შექმნის ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობებში", – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ისრაელელ კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებს.
„ჩვენ ისრაელსა და, ზოგადად, ახლო აღმოსავლეთის რეგიონს სტაბილურობასა და მშვიდობას ვუსურვებთ. მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგას ჩამობრძანებისთვის, ასევე თანამშრომლობისა და მეგობრობის გაღრმავების მზადყოფნისთვის“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
თავის მხრივ, ამირ ოჰანამ ქართველ კოლეგასთან შეხვედრას წარმატებული უწოდა, რომელზეც განიხილეს „საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული კარგი ურთიერთობები და პარლამენტების ძალისხმევით ამ ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების გზები“.
„ჩვენ ისტორიული კავშირები და კონტაქტები გვაკავშირებს. ერთი თვის წინ იყო ჩვენი ქვეყნების პრემიერებს შორის შეხვედრა და დღეს ჩვენ, პარლამენტების თავმჯდომარეები ვაგრძელებთ თანამშრომლობას ჩვენი ქვეყნებისა და მოქალაქეების სამომავლო კეთილდღეობისთვის", – განაცხადა ოჰანამ.
ამასთან, ოჰანამ ისაუბრა მეგობრობის ჯგუფების წარმატებულ მუშაობაზე და დასძინა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია ის ინსტრუმენტები, რომლებიც აძლიერებს ურთიერთობებს ქვეყნებსა და ხალხებს შორის და კონტაქტები ახალ დონეზე აჰყავს.
„ჩვენი არაჩვეულებრივი კონტაქტები უსაფრთხოების სფეროში გადაარჩენს ბევრ სიცოცხლეს, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ტერორიზმის წინააღმდეგ", – განაცხადა ოჰანამ.
როგორც ქსენეთის თავმჯდომარემ აღნიშნა, იგი საქართველოს პირველად ეწვია და მოხიბლულია ქართული სტუმართმოყვარეობით.
„ის შეხვედრები, რაც დაგეგმილი გვაქვს, მათ შორის პრემიერთან, დემონსტრირებას ახდენს არა მხოლოდ ჩვენი ურთიერთობების სიღრმეების, არამედ მისი მრავალფეროვნების... მოუთმენლად ველოდები ჩემი კოლეგა შალვა პაპუაშვილის ისრაელში ჩამოსვლას“, – განაცხადა ოჰანამ.
ამირ ოჰანამ საქართველოში ოფიციალური ვიზიტი ქართველ შინდლერად წოდებული სერგო მეტრეველის შთამომავლებისთვის საპატიო სიგელების გადაცემით დაიწყო. ღონისძიება კვირას დავით ბააზოვის სახელობის ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში გაიმართა.
სერგო მეტრეველმა მეორე მსოფლიო ომის დროს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ებრაელების სიცოცხლე გადაარჩინა. ის არის ერთადერთი ქართველი, რომელსაც, ისრაელის „იად ვაშემის“ კომისიისა და მუზეუმის გადაწყვეტილებით, მიენიჭა „მსოფლიოს ხალხთა მართალი შვილების“ ტიტული.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ოჰანა შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძესთან.
5 სექტემბერს კი ქნესეთის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომას დაესწრება.
საქართველომ და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დაამყარეს. ქვეყნები აწარმოებენ მუდმივ პოლიტიკურ დიალოგს, თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტურიზმის სფეროებში. 2022 წელს საქართველოსა და ისრაელს შორის სავაჭრო ბრუნვამ 37,5 მლნ დოლარი შეადგინა.