https://sputnik-georgia.com/20230904/-----------281916515.html
მოქმედებს თუ არა რუსეთიდან და უკრაინიდან მიგრაცია საქართველოში აივ-შემთხვევების ზრდაზე
მოქმედებს თუ არა რუსეთიდან და უკრაინიდან მიგრაცია საქართველოში აივ-შემთხვევების ზრდაზე
Sputnik საქართველო
თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში აივ-ინფიცირებულთა სავარაუდო რაოდენობა 8,5 ათას ადამიანს შეადგენს. 04.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-04T12:56+0400
2023-09-04T12:56+0400
2023-09-04T17:44+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22930/74/229307494_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_612771935e4857bcfb98ef2c87a84c3b.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საშიშროება იმისა, რომ მიგრაციული პროცესების გააქტიურება, განსაკუთრებით რუსეთიდან და უკრაინიდან, ზრდის საქართველოში აივ/შიდსის ეპიდემიის გამწვავების რისკებს, უსაფუძვლო არ არის, დაწერა სოციალურ ქსელში ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრს ბოლო 20 თვის განმავლობაში 226-მა აივ-ინფიცირებულმა უცხოელმა მიმართა, მათ შორის რუსეთის 96-მა და უკრაინის 81-მა მოქალაქემ.ამასთან დაკავშირებით ინფექციურმა საავადმყოფომ 11 აგვისტოს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოში რუსი და უკრაინელი მოქალაქეების მიგრაციის დაწყებისთანავე გაძლიერდა აივ-ინფექციაზე ეპიდზედამხედველობა. ცერცვაძის თქმით, საქართველოში აივ-ინფიცირებულთა სავარაუდო რაოდენობა შეადგენს 8,5 ათას ადამიანს და არა 10 ათასზე მეტს, როგორც ამას ზოგიერთი ექსპერტი აცხადებს.„სავარაუდოდ, ეს რიცხვი (10.170) მათ შიდსის ცენტრის მორიგი პრეს-რელიზიდან აიღეს (რომელსაც რეგულარულად ვაქვეყნებთ) და იგი ასახავს არა დღეისათვის საქართველოში მცხოვრებ აივ-ინფიცირებულთა რაოდენობას, არამედ ქვეყანაში აივ/შიდსის ეპიდემიის დაწყებიდან (1989 წ) დღემდე შიდსის ცენტრში ოფიციალურად რეგისტრირებულ ინფიცირებულ პირთა რაოდენობას, რომელთა რიცხვში შედიან გარდაცვლილები და ქვეყნიდან წასულებიც", – აღნიშნა ცერცვაძემ.რამდენი აივ-ინფიცირებული გამოვლინდა საქართველოში 2023 წელს>>>2023 წლის პირველი 8 თვის (იანვარი-აგვისტო) განმავლობაში გამოვლენილი აივ/შიდსით ინფიცირებულთა რაოდენობა (393) პრაქტიკულად არ განსხვავდება 2022 წლის ანალოგიური პერიოდში გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობისგან (394).„მიგვაჩნია, რომ არსებული ვითარების სპეციფიკიდან გამომდინარე, როდესაც გაიზარდა მიგრაცია აივ-ინფექციის მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან, კარგი იქნება, თუ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები გამონახავენ სამართლებრივ ფორმას, რათა ზოგიერთი ტიპის მიგრანტებისთვის საჭირო გახდეს აივ-სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, ან აივ-ტესტის ჩატარების შეთავაზება“, – განაცხადა ცერცვაძემ.როგორც მთავარმა ინფექციონისტმა აღნიშნა, დადებითი აივ-სტატუსი ქვეყანაში შემოსვლისთვის დაბრკოლება არ გახდება. მიგრანტებს უბრალოდ შესთავაზებენ პრევენციულ და სამკურნალო პროგრამებში ჩართვას.ინფექციონისტმა მოსახლეობას, განსაკუთრებით, ახალგაზრდობას მოუწოდა, ზედმიწევნით დაიცვან აივ-უსაფრთხოების წესები და რეკომენდაციები, კერძოდ: თავი აარიდონ შემთხვევით დაუცველ სქესობრივ კონტაქტებს და არ დაუშვან არასტერილური სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22930/74/229307494_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_6a42ddc17ae356cd1af5f079c870ceed.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
მოქმედებს თუ არა რუსეთიდან და უკრაინიდან მიგრაცია საქართველოში აივ-შემთხვევების ზრდაზე
12:56 04.09.2023 (განახლებულია: 17:44 04.09.2023) თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში აივ-ინფიცირებულთა სავარაუდო რაოდენობა 8,5 ათას ადამიანს შეადგენს.
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საშიშროება იმისა, რომ მიგრაციული პროცესების გააქტიურება, განსაკუთრებით რუსეთიდან და უკრაინიდან, ზრდის საქართველოში აივ/შიდსის ეპიდემიის გამწვავების რისკებს, უსაფუძვლო არ არის, დაწერა სოციალურ ქსელში ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრს ბოლო 20 თვის განმავლობაში 226-მა აივ-ინფიცირებულმა უცხოელმა მიმართა, მათ შორის რუსეთის 96-მა და უკრაინის 81-მა მოქალაქემ.
„ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში გამოითქმება შეშფოთება, რომ მიგრაციის პროცესების გააქტიურება, განსაკუთრებით რუსეთიდან და უკრაინიდან, ზრდის ქვეყანაში აივ/შიდსის ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკებს, რაც საფუძველს მოკლებული არ არის, თუ გავითვალისწინებთ ამ ქვეყნებში აივ/შიდსის მაღალ პრევალენტობას და, განსაკუთრებით, ახალი შემთხვევების ზრდას", – დაწერა ცერცვაძემ.
ამასთან დაკავშირებით ინფექციურმა საავადმყოფომ 11 აგვისტოს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოში რუსი და უკრაინელი მოქალაქეების მიგრაციის დაწყებისთანავე გაძლიერდა აივ-ინფექციაზე ეპიდზედამხედველობა.
ცერცვაძის თქმით, საქართველოში აივ-ინფიცირებულთა სავარაუდო რაოდენობა შეადგენს 8,5 ათას ადამიანს და არა 10 ათასზე მეტს, როგორც ამას ზოგიერთი ექსპერტი აცხადებს.
„სავარაუდოდ, ეს რიცხვი (10.170) მათ შიდსის ცენტრის მორიგი პრეს-რელიზიდან აიღეს (რომელსაც რეგულარულად ვაქვეყნებთ) და იგი ასახავს არა დღეისათვის საქართველოში მცხოვრებ აივ-ინფიცირებულთა რაოდენობას, არამედ ქვეყანაში აივ/შიდსის ეპიდემიის დაწყებიდან (1989 წ) დღემდე შიდსის ცენტრში ოფიციალურად რეგისტრირებულ ინფიცირებულ პირთა რაოდენობას, რომელთა რიცხვში შედიან გარდაცვლილები და ქვეყნიდან წასულებიც", – აღნიშნა ცერცვაძემ.
2023 წლის პირველი 8 თვის (იანვარი-აგვისტო) განმავლობაში გამოვლენილი აივ/შიდსით ინფიცირებულთა რაოდენობა (393) პრაქტიკულად არ განსხვავდება 2022 წლის ანალოგიური პერიოდში გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობისგან (394).
„მიგვაჩნია, რომ არსებული ვითარების სპეციფიკიდან გამომდინარე, როდესაც გაიზარდა მიგრაცია აივ-ინფექციის მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან, კარგი იქნება, თუ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები გამონახავენ სამართლებრივ ფორმას, რათა ზოგიერთი ტიპის მიგრანტებისთვის საჭირო გახდეს აივ-სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, ან აივ-ტესტის ჩატარების შეთავაზება“, – განაცხადა ცერცვაძემ.
როგორც მთავარმა ინფექციონისტმა აღნიშნა, დადებითი აივ-სტატუსი ქვეყანაში შემოსვლისთვის დაბრკოლება არ გახდება. მიგრანტებს უბრალოდ შესთავაზებენ პრევენციულ და სამკურნალო პროგრამებში ჩართვას.
„საეჭვო კონტაქტის ან კლინიკური გამოვლინების მცირედი ეჭვის შემთხვევაშიც კი ტესტირებისა და კონსულტაციისთვის უნდა მიმართოთ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს ან ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს", – დასძინა ცერცვაძემ.
ინფექციონისტმა მოსახლეობას, განსაკუთრებით, ახალგაზრდობას მოუწოდა, ზედმიწევნით დაიცვან აივ-უსაფრთხოების წესები და რეკომენდაციები, კერძოდ: თავი აარიდონ შემთხვევით დაუცველ სქესობრივ კონტაქტებს და არ დაუშვან არასტერილური სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენება.