თურქეთმა საქართველოს საზღვარზე განახლებული საბაჟო გამშვები პუნქტი გახსნა

© Ministry of Finance of Georgiaსაბაჟო-გამშვები პუნქტი „თურქგოზუ“
საბაჟო-გამშვები პუნქტი „თურქგოზუ“  - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2023
გამოწერა
საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს საბაჟო-გამშვები პუნქტების ინფრასტრუქტურის განვითარება და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა წარმოადგენს, განაცხადა მინისტრის მოადგილემ
თბილისი, 3 სექტემბერი - Sputnik. საქართველო-თურქეთის საზღვარზე, „ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის მოსაზღვრე მხარეს განახლებული საბაჟო-გამშვები პუნქტი „თურქგოზუ“ გაიხსნა, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თურქული მხარის მიწვევით ღონისძიებას დაესწრო საქართველოს დელეგაცია, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ხელმძღვანელობით.
„ამ მიმართულებით საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია. როგორც თქვენთვის ცნობილია, „სარფის“, „თურგოზუ-ვალესა“ და „კარწახის-ჩილდირ-აკტაშის“ სახმელეთო საბაჟო გამშვები პუნქტები წარმოადგენენ სამაგალითო გამშვებ პუნქტებს რეგიონში. ასევე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ორ ქვეყანას შორის გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის შესახებ შეთანხმება“, – განაცხადა ფინანსთა კაკაურიძემ.
ქართული დელეგაციის წევრებმა თურქ კოლეგებთან ერთად დაათვალიერეს განახლებული ინფრასტრუქტურა და გაეცნენ საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
გიორგი კაკაურიძის თქმით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს საბაჟო-გამშვები პუნქტების ინფრასტრუქტურის განვითარება, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა და საბაჟო პროცედურების ეფექტურად წარმართვა წარმოადგენს.
მისი თქმით, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკისთვის, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო დერეფანში მყოფი ქვეყნებისთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მიმზიდველი და კონკურენტული სატრანზიტო დერეფნის განვითარებას, რისთვისაც მნიშვნელოვანია საბაჟო სფეროში განვითარების ერთიანი პრინციპების ჩამოყალიბება.
როგორც შემოსავლების სამსახურში აღნიშნავენ, გაზრდილი საერთაშორისო ტვირთნაკადის პირობებში, საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალე“ ყოველდღიურად ატარებს 150 მსუბუქ ავტომანქანას, 600-მდე საზღვრის მკვეთ პირს და 300-ზე მეტ სატვირთო სატრანსპორტო საშუალებას.
თურქეთის მხრიდან განახლებული საბაჟო ინფრასტრუქტურის გახსნის შემდეგ მოსალოდნელია აღნიშნულ მონაცემთა გაორმაგება.
ყველა ახალი ამბავი
0