ტელეფონმა გასცა - დაკავებული ქურდულ სამყაროსთან კავშირში ამხილეს

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2023
გამოწერა
ახალი ბრალდება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებისთვის დაკავებულს ციხეში წარუდგინეს.
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. კახეთის პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოღებული მობილური ტელეფონის წყალობით დაკავებულის ქურდულ სამყაროსთან კავშირის დადგენა შეძლო, აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიების ინფორმაციით, ტელეფონი რევოლვერთან და 5 ვაზნასთან ერთად სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი მოქალაქის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით იყო დაკავებული.
უწყების ცნობით, მობილური ტელეფონის საშუალებითაც გამოიკვეთა, რომ ბრალდებული კავშირში იყო ქურდული სამყაროს წევრებთან და მათი საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით დანაშაულებრივ საქმიანობას ახორციელებდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკავშირდებოდა საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“, აქტიურად მონაწილეობდა პირადი კონფლიქტებისა თუ ფინანსური დავების „ქურდული წესით“ გადაწყვეტაში.
კიდევ ერთი ბრალდება „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით მამაკაცს ციხეში წარედგინა.
წყარო - შსს
ყველა ახალი ამბავი
0