https://sputnik-georgia.com/20230901/tbilisis-centrsi-senobis-rekonstruqcia-darrvevebit-mimdinareobda-meria-saqmes-swavlobs-281879563.html
თბილისის ცენტრში შენობის რეკონსტრუქცია დარღვევებით მიმდინარეობდა – მერია საქმეს სწავლობს
თბილისის ცენტრში შენობის რეკონსტრუქცია დარღვევებით მიმდინარეობდა – მერია საქმეს სწავლობს
Sputnik საქართველო
საქმის შესწავლის პროცესში გატარდება შესაბამისი ღონისძიებები, რომელთა შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდება, განაცხადეს დედაქალაქის მერიაში. 01.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-01T22:49+0400
2023-09-01T22:49+0400
2023-09-01T22:49+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/0f/279588478_0:256:2730:1792_1920x0_80_0_0_05e889fd3d3da1528d406b8e3e832557.jpg
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. თბილისის მერიამ დაიწყო მთაწმინდის რაიონში ერთ–ერთი შენობის რეკონსტრუქციის შესახებ საქმის შესწავლა, რომელიც, არსებული მონაცემებით, დარღვევებით მიმდინარეობდა, ნათქვამია მერიის განცხადებაში.საუბარია ლაღიძის ქუჩა N12–ში მდებარე შენობაზე. თბილისის მერიაში აღნიშნეს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დასკვნის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. შეთანხმებული პროექტით, შენარჩუნებული უნდა ყოფილიყო შენობის ფასადური კედელი.შემკვეთმა ამა წლის 2 აგვისტოს მშენებლობის ვადის გაგრძელების თაობაზე არქიტექ ტურის სამსახურს მიმართა. იქიდან გამომდინარე, რომ წარმოდგენილი ფოტომასალა ადასტურებდა, რომ სამუშაოები ჩატარდა დარღვევებით და არ შეესაბამებოდა შეთანხმებულ პროექტს, შემკვეთს სამუშაოების გაგრძელებაზე უარი ეთქვა.სკანდალი ცათამბჯენების ირგვლივ: პროკურატურას კიდევ ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ მიმართა>>პროექტის პირობების დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა თბილისის მუნიციპალიტეტის ინსპექციამ დაიწყო. თბილისის მერია კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა ზომას მიიღებს, იქნება ეს მშენებლობის შეჩერება, ჯარიმა თუ სხვა.საქმის შესწავლის პროცესში გატარდება შესაბამისი ღონისძიებები, რომელთა შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდიან, განაცხადეს მერიაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/0f/279588478_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_15a42fa7b6bcfd0efbfd505ce006a9ba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
თბილისი დღეს, თბილისის მერია, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
თბილისის ცენტრში შენობის რეკონსტრუქცია დარღვევებით მიმდინარეობდა – მერია საქმეს სწავლობს
საქმის შესწავლის პროცესში გატარდება შესაბამისი ღონისძიებები, რომელთა შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდება, განაცხადეს დედაქალაქის მერიაში.
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. თბილისის მერიამ დაიწყო მთაწმინდის რაიონში ერთ–ერთი შენობის რეკონსტრუქციის შესახებ საქმის შესწავლა, რომელიც, არსებული მონაცემებით, დარღვევებით მიმდინარეობდა, ნათქვამია მერიის განცხადებაში.
საუბარია ლაღიძის ქუჩა N12–ში მდებარე შენობაზე. თბილისის მერიაში აღნიშნეს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დასკვნის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. შეთანხმებული პროექტით, შენარჩუნებული უნდა ყოფილიყო შენობის ფასადური კედელი.
შემკვეთმა ამა წლის 2 აგვისტოს მშენებლობის ვადის გაგრძელების თაობაზე არქიტექ ტურის სამსახურს მიმართა. იქიდან გამომდინარე, რომ წარმოდგენილი ფოტომასალა ადასტურებდა, რომ სამუშაოები ჩატარდა დარღვევებით და არ შეესაბამებოდა შეთანხმებულ პროექტს, შემკვეთს სამუშაოების გაგრძელებაზე უარი ეთქვა.
პროექტის პირობების დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა თბილისის მუნიციპალიტეტის ინსპექციამ დაიწყო. თბილისის მერია კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა ზომას მიიღებს, იქნება ეს მშენებლობის შეჩერება, ჯარიმა თუ სხვა.
საქმის შესწავლის პროცესში გატარდება შესაბამისი ღონისძიებები, რომელთა შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდიან, განაცხადეს მერიაში.