სტამბულის აეროპორტმა რეკორდი დაამყარა

© photo: Sputnik / Maksim Blinov / გადასვლა მედიაბანკშისტამბულის საერთაშორისო აეროპორტი
სტამბულის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2023
გამოწერა
სტამბულის ახალი საერთაშორისო აეროპორტი 2019 წლის აპრილში შევიდა ექსპლუატაციაში.
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. სტამბულის საერთაშორისო აეროპორტი კვლავ ევროპის ყველაზე დატვირთულ საჰაერო პორტად დასახელდა, განაცხადა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულქადირ ურალოღლუმ, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“.

„ევროპის საჰაერო მიმოსვლის ოპერატორი Eurocontrol-ის ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის 21–27 აგვისტოს თურქეთის უდიდესი საჰაერო პორტიდან საშუალოდ 1.511 რეისი სრულდებოდა დღე-ღამეში“, – დაწერა ურალოღლუმ სოციალური ქსელის თავის გვერდზე.

მინისტრის თქმით, კორონავირუსის პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, სტამბულის აეროპორტმა რეისების რიცხვი 118%-ით გაზარდა.
სტამბულის ახალი საერთაშორისო აეროპორტი 2019 წლის აპრილში შევიდა ექსპლუატაციაში. ქალაქის აზიურ ნაწილში ასევე ფუნქციონირებს საბიჰა გიოქჩენის სახელობის აეროპორტი.
ყველა ახალი ამბავი
0