https://sputnik-georgia.com/20230901/arcevnebi-2023-ceskom-amomrcevlebs-siebsi-monacemebis-dazustebis-dro-misca-281880234.html
არჩევნები 2023: ცესკომ ამომრჩევლებს სიებში მონაცემების დაზუსტების დრო მისცა
არჩევნები 2023: ცესკომ ამომრჩევლებს სიებში მონაცემების დაზუსტების დრო მისცა
Sputnik საქართველო
ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანა 13 სექტემბრამდე იქნება შესაძლებელი. 01.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-01T23:40+0400
2023-09-01T23:40+0400
2023-09-01T23:41+0400
ცესკო
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260129591_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_d9a05599e93e91bb961001cbf7c5d180.jpg
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. გორის, კასპისა და გურჯაანის მცხოვრებლებს 1 ოქტომბრის არჩევნებამდე საარჩევნო სიებში თავიანთი მონაცემების შემოწმება შეუძლიათ, განაცხადა ცესკოს პრეს–სპიკერმა ნათია იოსელინმა.კასპისა და გორის რაიონებში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებს აირჩევენ, ხოლო გურჯაანში – მერს.როგორც იოსელიანმა განაცხად, არჩევნებისთვის უკვე გახსნილია 133 საარჩევნო უბანი, რომლებმაც უკვე დაიწყეს მზადება კენჭისყრის პროცესის ჩასატარებლად. 103 უბანზე არჩევნები ელექტრონული ფორმით ჩატარდება.ყველა ამომრჩეველი იღებს საინფორმაციო ფურცელს ამომრჩევლის ბარათთან ერთად რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და კენჭისყრის პროცედურების შესახებ ინფორმაციას.ცესკომ შუალედური არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები აირჩია>>ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია 13 სექტემბრამდე. საკუთარი მონაცემების შემოწმება შესაძლებელია ცესკოს ვებ–გვერდზე ან ტელეფონით.გარდა ამისა, ამომრჩეველს შეუძლია მივიდეს საუბნო საარჩევნო კომისიის მისამართზე, სადაც დარეგისტრირებულია, და ადგილზე შეამოწმოს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ხელმისაწვდომი ვერსიის მონაცემები.მაჟორიტარი დეპუტატობის ორი კანდიდატია – მამუკა ტუსკაძე პარტიიდან „სოციალური სამართლიანობისთვის“ და გიორგი სოსიაშვილი მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“.მერის სავარძლისთვის მხოლოდ ერთი კანდიდატი იბრძოლებს – გიორგი მაჭავარიანი „ოცნებიდან“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260129591_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_354d64ca1ae37037f35426325aad85de.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ცესკო, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო
ცესკო, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო
არჩევნები 2023: ცესკომ ამომრჩევლებს სიებში მონაცემების დაზუსტების დრო მისცა
23:40 01.09.2023 (განახლებულია: 23:41 01.09.2023) ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანა 13 სექტემბრამდე იქნება შესაძლებელი.
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. გორის, კასპისა და გურჯაანის მცხოვრებლებს 1 ოქტომბრის არჩევნებამდე საარჩევნო სიებში თავიანთი მონაცემების შემოწმება შეუძლიათ, განაცხადა ცესკოს პრეს–სპიკერმა ნათია იოსელინმა.
კასპისა და გორის რაიონებში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებს აირჩევენ, ხოლო გურჯაანში – მერს.
როგორც იოსელიანმა განაცხად, არჩევნებისთვის უკვე გახსნილია 133 საარჩევნო უბანი, რომლებმაც უკვე დაიწყეს მზადება კენჭისყრის პროცესის ჩასატარებლად. 103 უბანზე არჩევნები ელექტრონული ფორმით ჩატარდება.
ყველა ამომრჩეველი იღებს საინფორმაციო ფურცელს ამომრჩევლის ბარათთან ერთად რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და კენჭისყრის პროცედურების შესახებ ინფორმაციას.
ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია 13 სექტემბრამდე. საკუთარი მონაცემების შემოწმება შესაძლებელია ცესკოს ვებ–გვერდზე ან ტელეფონით.
გარდა ამისა, ამომრჩეველს შეუძლია მივიდეს საუბნო საარჩევნო კომისიის მისამართზე, სადაც დარეგისტრირებულია, და ადგილზე შეამოწმოს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ხელმისაწვდომი ვერსიის მონაცემები.
მაჟორიტარი დეპუტატობის ორი კანდიდატია – მამუკა ტუსკაძე პარტიიდან „სოციალური სამართლიანობისთვის“ და გიორგი სოსიაშვილი მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“.
მერის სავარძლისთვის მხოლოდ ერთი კანდიდატი იბრძოლებს – გიორგი მაჭავარიანი „ოცნებიდან“.