https://sputnik-georgia.com/20230806/---------280977703.html
ცესკომ შუალედური არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები აირჩია
ცესკომ შუალედური არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები აირჩია
Sputnik საქართველო
ცესკოს წევრებმა სამ საოლქო საარჩევნო კომისიაში ცხრა დროებითი წევრი სახელობითი კენჭისყრით აირჩიეს. 06.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-06T15:08+0400
2023-08-06T15:08+0400
2023-08-06T15:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
ცესკო
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260129770_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_ab1857b027eb21cce061a74251c7cd9a.jpg
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გუშინ, 5 ივლისს, გამართულ სხდომაზე საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები აირჩია. საქართველოში 2023 წლის 1 ოქტომბერს შუალედური არჩევნები გაიმართება.1 ოქტომბერს ქვეყნის მოქალაქეები აირჩევენ გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატს და გურჯაანის მერს. გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და გურჯაანის მერმა ზურაბ უტიაშვილმა თანამდებობები ვადაზე ადრე დატოვეს.საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრების არჩევის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართა. ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო დაკვირვებოდა სხდომას ცესკოს ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში პირდაპირი ტრანსლაციის საშუალებით.ცესკოს წევრებმა სამ საოლქო საარჩევნო კომისიაში ცხრა დროებითი წევრი სახელობითი კენჭისყრით აირჩიეს. ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო იყო კონკურსანტებთან გასაუბრებაც.არჩევამდე, საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრობის კანდიდატებმა გასაუბრება ცესკოს წევრებთან ლაივ რეჟიმში გაიარეს.რაც შეეხება ცესკოს მიერ გუშინ არჩეულ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებით წევრებს, არჩეული ცხრა პირიდან, ბოლოს გამართულ ექვს საერთო არჩევნებზე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში მუშაობის გამოცდილება აქვს შვიდ პირს, მათ შორის საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ თანამდებობაზე ერთს. ცესკოს საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა მიღებული აქვს სამ პირს.პირველი ოქტომბრის არჩევნებისათვის №12 გურჯაანის, №30 კასპისა და №32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში სულ 13 განაცხადი შემოვიდა (8 ქალი და 5 კაცი). გასაუბრებაში მონაწილეობა მიიღო 11 კონკურსანტმა, ლაივ რეჟიმში გასაუბრება მხოლოდ იმ პირებთან წარიმართა, ვინც აღნიშნულზე თანხმობა განაცხადა.ცესკოს ცნობით, გუშინდელი სხდომა რაჭაში ტრაგიკულად გარდაცვლილთა პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო, ცესკოს წევრებმა და დამსწრეებმა პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. ბოლო მონაცემებით, შოვში 18 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.1 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევმებისთვის 133 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და ხმების დათვლის ელექტრონული აპარატების გამოყენებით არჩევნები 103 საარჩევნო უბანზე ჩატარდება და მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 85,3% მიიღებს.დანარჩენ უბნებზე კი კენჭისყრა „ძველი“ წესებით ჩატარდება, თუმცა შემდეგ საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260129770_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_5ab83ad82033f74c28122278eacca300.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ცესკო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, ცესკო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ცესკომ შუალედური არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები აირჩია
ცესკოს წევრებმა სამ საოლქო საარჩევნო კომისიაში ცხრა დროებითი წევრი სახელობითი კენჭისყრით აირჩიეს.
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გუშინ, 5 ივლისს, გამართულ სხდომაზე საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები აირჩია. საქართველოში 2023 წლის 1 ოქტომბერს შუალედური არჩევნები გაიმართება.
1 ოქტომბერს ქვეყნის მოქალაქეები აირჩევენ გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატს და გურჯაანის მერს. გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და გურჯაანის მერმა ზურაბ უტიაშვილმა თანამდებობები ვადაზე ადრე დატოვეს.
საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრების არჩევის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართა. ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო დაკვირვებოდა სხდომას ცესკოს ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში პირდაპირი ტრანსლაციის საშუალებით.
ცესკოს წევრებმა სამ საოლქო საარჩევნო კომისიაში ცხრა დროებითი წევრი სახელობითი კენჭისყრით აირჩიეს. ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო იყო კონკურსანტებთან გასაუბრებაც.
არჩევამდე, საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრობის კანდიდატებმა გასაუბრება ცესკოს წევრებთან ლაივ რეჟიმში გაიარეს.
რაც შეეხება ცესკოს მიერ გუშინ არჩეულ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებით წევრებს, არჩეული ცხრა პირიდან, ბოლოს გამართულ ექვს საერთო არჩევნებზე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში მუშაობის გამოცდილება აქვს შვიდ პირს, მათ შორის საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ თანამდებობაზე ერთს. ცესკოს საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა მიღებული აქვს სამ პირს.
პირველი ოქტომბრის არჩევნებისათვის №12 გურჯაანის, №30 კასპისა და №32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში სულ 13 განაცხადი შემოვიდა (8 ქალი და 5 კაცი). გასაუბრებაში მონაწილეობა მიიღო 11 კონკურსანტმა, ლაივ რეჟიმში გასაუბრება მხოლოდ იმ პირებთან წარიმართა, ვინც აღნიშნულზე თანხმობა განაცხადა.
ცესკოს ცნობით, გუშინდელი სხდომა რაჭაში ტრაგიკულად გარდაცვლილთა პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო, ცესკოს წევრებმა და დამსწრეებმა პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. ბოლო მონაცემებით, შოვში 18 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.
„საარჩევნო ადმინისტრაციისა და პირადად ჩემი სახელით, მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო იმ ტრაგედიის გამო, რომელიც 2 დღის წინ დატრიალდა, ასევე, გარდაცვლილთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გამო. სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებსა და სრულიად საქართველოს“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა სხდომის გახსნისას.
1 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევმებისთვის 133 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და ხმების დათვლის ელექტრონული აპარატების გამოყენებით არჩევნები 103 საარჩევნო უბანზე ჩატარდება და მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 85,3% მიიღებს.
დანარჩენ უბნებზე კი კენჭისყრა „ძველი“ წესებით ჩატარდება, თუმცა შემდეგ საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.