https://sputnik-georgia.com/20230901/-------281866050.html
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცველები ძალადობრივ დანაშაულში ამხილა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცველები ძალადობრივ დანაშაულში ამხილა
Sputnik საქართველო
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის აგვისტოში თბილისსა და აჭარაში ჩატარებული გამოძიების შედეგად ოთხი... 01.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-01T18:50+0400
2023-09-01T18:50+0400
2023-09-01T21:58+0400
საქართველო
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის აგვისტოში თბილისსა და აჭარაში ჩატარებული გამოძიების შედეგად ოთხი სამართალდამცველი ძალადობრივ დანაშაულში ამხილა.სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დანაშაულში მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელიც 2023 წლის 8 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტში ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას ცეცხლსასროლი იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოქალაქეს.საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ პირს ბრალდება მუქარისთვის წარუდგინა.უწყების მიერ დანაშაულში მხილებულია შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც მეუღლეს სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა. მამაკაცი მეუღლეს მათი შვილის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.აღნიშნული პირი ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.გავრცელებული ინფორმაციით, ასევე დაკავებულია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელმაც მიმდინარე წლის ივლისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გორში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოქალაქეს.სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დანაშაულში მხილებულია აგრეთვე შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი, რომელმაც გასული წლის ნოემბერში ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო შემდგომში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. საქართველოს პროკურატურამ სამართალდამცველს ძალადობისა და მუქარისთვის ბრალდება წარუდგინა.სპეციალური საგამოძიებო სამსახური მისი მანდატის ფარგლებში ინტენსიურად აგრძელებს არასათანადო მოპყრობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სხვა ძალადობრივი დანაშაულების გამოძიებას, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის აგვისტოში თბილისსა და აჭარაში ჩატარებული გამოძიების შედეგად ოთხი სამართალდამცველი ძალადობრივ დანაშაულში ამხილა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დანაშაულში მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელიც 2023 წლის 8 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტში ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას ცეცხლსასროლი იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოქალაქეს.
საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ პირს ბრალდება მუქარისთვის წარუდგინა.
უწყების მიერ დანაშაულში მხილებულია შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც მეუღლეს სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა. მამაკაცი მეუღლეს მათი შვილის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
აღნიშნული პირი ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გავრცელებული ინფორმაციით, ასევე დაკავებულია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელმაც მიმდინარე წლის ივლისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გორში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოქალაქეს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დანაშაულში მხილებულია აგრეთვე შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი, რომელმაც გასული წლის ნოემბერში ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო შემდგომში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
საქართველოს პროკურატურამ სამართალდამცველს ძალადობისა და მუქარისთვის ბრალდება წარუდგინა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური მისი მანდატის ფარგლებში ინტენსიურად აგრძელებს არასათანადო მოპყრობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სხვა ძალადობრივი დანაშაულების გამოძიებას, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.