თხილის ფასი - ოპოზიციის პროტესტის მიზეზი და ხელისუფლების პასუხი

© photo: Sputnik / Stringerთხილი
თხილი - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2023
გამოწერა
ხელისუფლება აცხადებს, რომ თხილზე შემცირებული ფასი პროდუქციის დაბალი ხარისხით არის განპირობებული.
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. თხილის ფასი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე შელაპარაკების მიზეზი გახდა – ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თათია ნიკოლაიშვილმა სხდომაზე თხილით სავსე პარკი მიიტანა და ხელისუფლება დაადანაშაულა პროდუქტის დაბალ ფასში, რომელიც ამჟამად კილოგრამზე ორ ლარს არ აღემატება.
ამ დღეებში სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ განაცხადა, რომ საქართველოში თხილის ფასი გაიზრდება მისი ხარისხის მატებასთან ერთად, ამჟამად კი მხოლოდ ნაადრევად ჩამოყრილი და ასე შეგროვებული მოსავალი ბარდება, რაც გავლენას ახდენს მის ხარისხსა და ფასზე.

„დღეს საკრებულოს სხდომაზე წამოვწიე ეს საკითხი. სულ 16 საკითხი იყო და არცერთი არ შეხებია რეალური ადამიანების პრობლემებს, უფრო მეტიც, ჩვენ ვნახეთ, რომ ერთადერთი, რაც მათი პირიდან ამოდის, ეს „ნაცმოძრაობაა", რომლის დროსაც ერთი კილოგრამი თხილის ფასი 11-დან 14 ლარამდე მერყეობდა, ახლა კი 2 ლარამდე დაეცა“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

მისი თქმით, ადამიანების უზარმაზარი შრომა და ხარჯები უბრალოდ წყალშია გადაყრილი.
„ეს სწორედ ის რეალობაა, როცა გაჭირვებული, მშრომელი ხალხის ხარჯზე ერთეულები მდიდრდებიან“, – განაცხადა ნიკოლაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ ოპონენტების განცხადება პროვოკაციად შეაფასა.
„საქართველოს მთავრობამ ფერმერებს სხვადასხვა სახის დახმარება გაუწია, იქნება ეს პრეპარატები თუ ბაღის ინვენტარი, მაგრამ ჩვენ ვერ შევძელით შესაბამისი ხარისხის მიღება და ამიტომ ბაზარი თავად არეგულირებს ფასს. რაც შეეხება ქალბატონ თათიას, ის არის ინტრიგანი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ქეთი ხომერიკმა.
უნდა ველოდოთ თუ არა თხილის ფასის ზრდას საქართველოში?>>
დარგის დახმარება
თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2022 წლის ნოემბერში დაიწყო.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს ან სარგებლობაში აქვს 0,2-დან 3 ჰექტარამდე ფართობზე თხილის ბაღი, სახელმწიფოსგან იღებს სუბსიდიას (აგროქულებს) 1 ჰექტარზე 500 ლარის ოდენობით.
ფინანსური დახმარების მისაღებად მეთხილეებს 2022 წლის 7 ნოემბრიდან 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით უნდა დაერეგისტრირებინათ თავიანთი თხილის პლანტაციები, მოგვიანებით ვადა 17 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდა.
ყველა ახალი ამბავი
0