https://sputnik-georgia.com/20230828/--------281723484.html
უნდა ველოდოთ თუ არა თხილის ფასის ზრდას საქართველოში?
უნდა ველოდოთ თუ არა თხილის ფასის ზრდას საქართველოში?
Sputnik საქართველო
თხილის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში 90 ათასზე მეტი ფერმერი იყო ჩართული. 28.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-28T10:28+0400
2023-08-28T10:28+0400
2023-08-28T15:47+0400
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24638/83/246388311_0:25:2500:1431_1920x0_80_0_0_1aa0284b02754c3ba4dc1a6ff129b01b.jpg
თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. საქართველოში თხილის ფასი ხარისხის ზრდასთან ერთად მოიმატებს, ამჟამად ბაზარზე ნაადრევად ჩამოყრილი მოსავლის ჩაბარება ხდება, განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ.გასულ წელს დაახლოებით 115 მლნ დოლარის ღირებულების თხილის ექსპორტი განხორციელდა.სოფლის განვითარების სააგენტო მოსახლეობას ურჩევს, თხილი ჯერ გააშრონ და შემდეგ ჩააბარონ საწარმოებში, რადგან საწარმოებს ძალიან სჭირდებათ ხარისხიანი თხილი.„ჩვენი მოლოდინია, რომ ამ სეზონზე თხილი იქნება რაოდენობრივად მეტი და ხარისხიც იქნება მაღალი, შესაბამისად, ჩვენი ფერმერებისთვის ფასებიც მისაღები გვექნება”, – განაცხადა შალამბერიძემ.მისი თქმით, თხილის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული იყო 90 ათასზე მეტი ფერმერი, რომლებმაც ჰექტარზე 500 ქულა მიიღეს, რაც შემდეგ პესტიციდებისა და სასუქებისთვის აგრომაღაზიებში გაანაღდეს.რა აკლია მეთხილეობას საქართველოში - ექსპერტის მოსაზრება>>>შალამბერიძის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამამ ფერმერებს შესაძლებლობა მისცა, თხილის მოვლისთვის საჭირო ყველა საშუალება უფასოდ მიეღოთ.დარგის ხელშეწყობასაქართველოში 2022 წლის ნოემბერში ამოქმედდა თხილის წარმოების ხელშეწყობის ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს როგორც მცირე, ისე მსხვილი ფერმერული მეურნეობების დახმარებას.მთავრობის გადაწყვეტილებით, ფერმერი, რომელიც ფლობს 0,2-დან 3 ჰექტრამდე ფართობის თხილის პლანტაციას, 1 ჰექტარზე მიიღებს სუბსიდიას 500 ლარის ოდენობით.ფინანსური დახმარების მისაღებად მეთხილე ფერმერებს თხილის ბაღები 2022 წლის 7 ნოემბრიდან 2023 წლის 31 იანვრამდე პერიოდში უნდა დაერეგისტრირებინათ, მოგვიანებით ვადა 17 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24638/83/246388311_258:0:2483:1669_1920x0_80_0_0_db84b5adcf9f3fcb411228f2e6b48e16.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საზოგადოება, ახალი ამბები
უნდა ველოდოთ თუ არა თხილის ფასის ზრდას საქართველოში?
10:28 28.08.2023 (განახლებულია: 15:47 28.08.2023) თხილის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში 90 ათასზე მეტი ფერმერი იყო ჩართული.
თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. საქართველოში თხილის ფასი ხარისხის ზრდასთან ერთად მოიმატებს, ამჟამად ბაზარზე ნაადრევად ჩამოყრილი მოსავლის ჩაბარება ხდება, განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ.
გასულ წელს დაახლოებით 115 მლნ დოლარის ღირებულების თხილის ექსპორტი განხორციელდა.
„დღევანდელი ფასები არ არის საბოლოო, რადგან ჯერ კიდევ მიმდინარეობს კრეფის პროცესი. ის, რა თხილიც მიიტანეს სარეალიზაციოდ, არის ცუდი ხარისხის, ანუ ჩამოყრილი თხილი, რომელიც ადრე ჩამოიყარა. ბუნებრივია, ის ხარისხიანი არ იქნება", – განაცხადა შალამბერიძემ ჟურნალისტებთან.
სოფლის განვითარების სააგენტო მოსახლეობას ურჩევს, თხილი ჯერ გააშრონ და შემდეგ ჩააბარონ საწარმოებში, რადგან საწარმოებს ძალიან სჭირდებათ ხარისხიანი თხილი.
„ჩვენი მოლოდინია, რომ ამ სეზონზე თხილი იქნება რაოდენობრივად მეტი და ხარისხიც იქნება მაღალი, შესაბამისად, ჩვენი ფერმერებისთვის ფასებიც მისაღები გვექნება”, – განაცხადა შალამბერიძემ.
მისი თქმით, თხილის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული იყო 90 ათასზე მეტი ფერმერი, რომლებმაც ჰექტარზე 500 ქულა მიიღეს, რაც შემდეგ პესტიციდებისა და სასუქებისთვის აგრომაღაზიებში გაანაღდეს.
შალამბერიძის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამამ ფერმერებს შესაძლებლობა მისცა, თხილის მოვლისთვის საჭირო ყველა საშუალება უფასოდ მიეღოთ.
საქართველოში 2022 წლის ნოემბერში ამოქმედდა თხილის წარმოების ხელშეწყობის ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს როგორც მცირე, ისე მსხვილი ფერმერული მეურნეობების დახმარებას.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ფერმერი, რომელიც ფლობს 0,2-დან 3 ჰექტრამდე ფართობის თხილის პლანტაციას, 1 ჰექტარზე მიიღებს სუბსიდიას 500 ლარის ოდენობით.
ფინანსური დახმარების მისაღებად მეთხილე ფერმერებს თხილის ბაღები 2022 წლის 7 ნოემბრიდან 2023 წლის 31 იანვრამდე პერიოდში უნდა დაერეგისტრირებინათ, მოგვიანებით ვადა 17 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდა.