https://sputnik-georgia.com/20230831/saakasvilis-droindeli-xelwera-kobaxize-ukrainasi-qartvelis-mkvlelobaze-281834489.html
სააკაშვილის დროინდელი ხელწერა: ირაკლი კობახიძე უკრაინაში ქართველის მკვლელობაზე
სააკაშვილის დროინდელი ხელწერა: ირაკლი კობახიძე უკრაინაში ქართველის მკვლელობაზე
Sputnik საქართველო
39 წლის ჯუმბერ სილაგავა პოლიციელმა დნეპრში სამი ტყვიის გასროლით მოკლა. 31.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-31T17:28+0400
2023-08-31T17:28+0400
2023-08-31T20:24+0400
შემთხვევები
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
უკრაინა
ქართული ოცნება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/1f/281833650_0:100:1920:1180_1920x0_80_0_0_59ce5ff15e51a37a0d6d67d96943e8ef.jpg
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ქართველი ჯუმბერ სილაგავას მკვლელობა უკრაინაში გვახსენებს იმას, რაც ხდებოდა საქართველოში 2004-2012 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სილაგავა პოლიციელმა ზურგში გასროლით ცოლ-შვილის თანდასწრებით მოკლა. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც სილაგავა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გააჩერეს, მან წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სილაგავა ნასვამი იყო. პოლიციელი უფლებამოსილების გადაჭარბების ბრალდებით დააკავეს, ხოლო დნეპრის მერმა ბორის ფილატოვმა განაცხადა, რომ ის სამართალდამცველის მოქმედებას სრულად უჭერს მხარს. მისი თქმით, არც ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა და არც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა არ ამართლებს ადამიანის მკვლელობას, განსაკუთრებით მაშინ, როცა მკვლელობა ბავშვებისა და მეუღლის თვალწინ ხდება. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში "ნაცმოძრაობის" დაბრუნების შემთხვევაში ისინი ქვეყანაში გაიმეორებენ იმავეს, რასაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 9 წლის განმავლობაში აკეთებდნენ. როგორც პარტიის ლიდერმა აღნიშნა, ეს არასდროს მოხდება. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა უკრაინის ხელისუფლება პოლიციელის მიერ ქართველის მკვლელობის გამო მკაცრად გააკრიტიკეს. საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრმა დავით ქართველიშვილმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, სილაგავას ოჯახს ლტოლვილის სტატუსი მიანიჭოს და დაეხმაროს, რადგან მათ მომხდარის ამსახველი ვიდეოს გავრცელებისთვის შეიძლება ფიზიკურად გაუსწორდნენ.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/1f/281833650_107:0:1814:1280_1920x0_80_0_0_858bca020dcf0f2033758a7b3536f3e5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, უკრაინა , ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ირაკლი კობახიძე
შემთხვევები, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, უკრაინა , ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ირაკლი კობახიძე
სააკაშვილის დროინდელი ხელწერა: ირაკლი კობახიძე უკრაინაში ქართველის მკვლელობაზე
17:28 31.08.2023 (განახლებულია: 20:24 31.08.2023) 39 წლის ჯუმბერ სილაგავა პოლიციელმა დნეპრში სამი ტყვიის გასროლით მოკლა.
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ქართველი ჯუმბერ სილაგავას მკვლელობა უკრაინაში გვახსენებს იმას, რაც ხდებოდა საქართველოში 2004-2012 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სილაგავა პოლიციელმა ზურგში გასროლით ცოლ-შვილის თანდასწრებით მოკლა. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც სილაგავა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გააჩერეს, მან წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სილაგავა ნასვამი იყო. პოლიციელი უფლებამოსილების გადაჭარბების ბრალდებით დააკავეს, ხოლო დნეპრის მერმა ბორის ფილატოვმა განაცხადა, რომ ის სამართალდამცველის მოქმედებას სრულად უჭერს მხარს.
„ვხედავთ იმავე ხელწერას, რაც იყო საქართველოში 2004-2012 წლებში. ეს არ არის მარტო ქუჩაში ადამიანების მკვლელობა, ეს არის იგივე ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების გადაფორმება, ადამიანების მკვლელობა... ხელწერა არის იგივე, რაც არის ძალიან სამწუხარო", – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, არც ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა და არც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა არ ამართლებს ადამიანის მკვლელობას, განსაკუთრებით მაშინ, როცა მკვლელობა ბავშვებისა და მეუღლის თვალწინ ხდება.
„ეს არის ამაზრზენი დანაშაული და ამასაც კი ამართლებდნენ ქართველი ე.წ. ლიბერალები, ქართველი ნაციონალები... რაც უფრო მალე გათავისუფლდება უკრაინა სააკაშვილებისგან და ადეიშვილებისგან, მით უფრო უკეთ წარიმართება პროცესები ამ ქვეყანაში", – განაცხადა კობახიძემ.
მან აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში "ნაცმოძრაობის" დაბრუნების შემთხვევაში ისინი ქვეყანაში გაიმეორებენ იმავეს, რასაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 9 წლის განმავლობაში აკეთებდნენ.
„საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო, რომ თეორიულად ისინი რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ზუსტად იმავეს გაიმეორებენ, რასაც აკეთებდნენ 2004-2012 წლებში. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ კოლექტიური სააკაშვილ-ადეიშვილები არასდროს დაბრუნდნენ ხელისუფლებაში", – განაცხადა კობახიძემ.
როგორც პარტიის ლიდერმა აღნიშნა, ეს არასდროს მოხდება.
„რა თქმა უნდა, ეს არასდროს მოხდება, ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებლები და, პირველ რიგში, ის ხელწერა არ უნდა დაბრუნდეს საქართველოში, რომელიც ასე მძიმედ დაგვამახსოვრდა 2004-2012 წლებიდან", – განაცხადა კობახიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა უკრაინის ხელისუფლება პოლიციელის მიერ ქართველის მკვლელობის გამო მკაცრად გააკრიტიკეს. საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრმა დავით ქართველიშვილმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, სილაგავას ოჯახს ლტოლვილის სტატუსი მიანიჭოს და დაეხმაროს, რადგან მათ მომხდარის ამსახველი ვიდეოს გავრცელებისთვის შეიძლება ფიზიკურად გაუსწორდნენ.