https://sputnik-georgia.com/20230831/ra-gegmebi-aqvs-mmartvel-partias-nacmozraobastan-dakavsirebit-kobaxizis-ganmarteba-281846957.html
რა გეგმები აქვს მმართველ პარტიას „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებით: კობახიძის განმარტება
რა გეგმები აქვს მმართველ პარტიას „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებით: კობახიძის განმარტება
Sputnik საქართველო
„ნაცმოძრაობის“ დაშლის პროცესი დადებითად აისახება ქართულ პოლიტიკაზე, განაცხადა კობახიძემ 31.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-31T21:06+0400
2023-08-31T21:06+0400
2023-09-01T00:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/1b/281712135_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_adaad8e4bd6af64f03103c8a65100e44.jpg
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ამოცანაა უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განეიტრალება, - ამის შესახებ „ოცნების" ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.ხუთშაბათს „ნაცმოძრაობას“ ერთ-ერთი აქტივისტი გამოაკლდა -თელავის საკრებულოს დეპუტატმა იმედა კევლიშვილმა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დატოვა. კევლიშვილის განმარტებით, მისთვის „ნაციონალური მოძრაობის" წევრობა პრობლემური მას შემდეგ გახდა, რაც პარტიის თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილი აირჩიეს.ამასთან მან აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობის“ დაშლის პროცესი დადებითად აისახება ქართულ პოლიტიკაზე.„ბრძოლები მიმდინარეობს „ნაცმოძრაობის“ შიგნით. ძალიან კარგია, რაც მეტად გაღვივდება ასეთი დაპირისპირებები „ნაცმოძრაობის“ შიგნით, მით მეტად დაიკლებს მისი რეიტინგი“, - განაცხადა კობახიძემ.თელავის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობა" დატოვა >>დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში" მას შემდეგ გამწვავდა, რაც პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ახალი ოფისი გახსნა და მიზეზად პარტიაში შექმნილი მძიმე ვითარება დაასახელა. მელიას მომხრეებმა ხაბეიშვილი წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულეს. მათ არ გამორიცხეს, რომ დღის წესრიგში ხაბეიშვილის თავმჯდომარის პოსტზე ყოფნის ლეგიტიმურობის საკითხი დადგეს.რა ხდება „ნაცმოძრაობაში"„ნაციონალურ მოძრაობას" რთული პერიოდი უდგას. პარტიაში ორი ბანაკი ჩამოყალიბდა – ყოფილი ლიდერის ნიკა მელიას ზომიერი პოლიტიკის მომხრეები და რადიკალური მოქმედებების მომხრე ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები.„ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" ფორმალური ლიდერია, რეალურად კი პარტიას კულისებიდან ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი მართავენ.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას" გაკოტრებული, დისკრედიტებული და მარგინალური რადიკალური ძალა უწოდა. „ქართული ოცნების" და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობის" ლიდერად ხაბეიშვილის არჩევით პარტიის დასასრული მოახლოვდა.ოპოზიციური პარტიების „ნაციონალური მოძრაობისა" და „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებმა ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი ვაშაძემ 2024 წლის არჩევნებისთვის კოალიციის შექმნის შესახებ 20 ივლისს განაცხადეს. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, „გამარჯვების პლატფორმას" ეყოლება საკუთარი კანდიდატი პრემიერის პოსტზე, ასევე ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტი.ოპოზიცია პანიკაშია - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვაშაძის ინიციატივაზე>>>საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ. რაც შეეხება "სტრატეგია აღმაშენებელს", იმავე გამოკითხვებით მისი რეიტინგი 1-2%-ს შორის მერყეობს.ყველა შემთხვევაში „ნაცმოძრაობასა" და „ქართულ ოცნებას" შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების" სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/1b/281712135_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_a10040ad3629a59ab1bf74c5252ce8f6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება
რა გეგმები აქვს მმართველ პარტიას „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებით: კობახიძის განმარტება
21:06 31.08.2023 (განახლებულია: 00:42 01.09.2023) „ნაცმოძრაობის“ დაშლის პროცესი დადებითად აისახება ქართულ პოლიტიკაზე, განაცხადა კობახიძემ
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ამოცანაა უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განეიტრალება, - ამის შესახებ „ოცნების" ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ხუთშაბათს „ნაცმოძრაობას“ ერთ-ერთი აქტივისტი გამოაკლდა -თელავის საკრებულოს დეპუტატმა იმედა კევლიშვილმა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დატოვა. კევლიშვილის განმარტებით, მისთვის „ნაციონალური მოძრაობის" წევრობა პრობლემური მას შემდეგ გახდა, რაც პარტიის თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილი აირჩიეს.
„ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა, ვიტყოდი, ეროვნული ამოცანაა, რომ საბოლოოდ განეიტრალდეს „ნაცმოძრაობა“, როგორც რისკფაქტორი ქართულ პოლიტიკაში. ეს არის რისკფაქტორი ქართული დემოკრატიისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობის“ დაშლის პროცესი დადებითად აისახება ქართულ პოლიტიკაზე.
„ბრძოლები მიმდინარეობს „ნაცმოძრაობის“ შიგნით. ძალიან კარგია, რაც მეტად გაღვივდება ასეთი დაპირისპირებები „ნაცმოძრაობის“ შიგნით, მით მეტად დაიკლებს მისი რეიტინგი“, - განაცხადა კობახიძემ.
დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში" მას შემდეგ გამწვავდა, რაც პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ახალი ოფისი გახსნა და მიზეზად პარტიაში შექმნილი მძიმე ვითარება დაასახელა. მელიას მომხრეებმა ხაბეიშვილი წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულეს. მათ არ გამორიცხეს, რომ დღის წესრიგში ხაბეიშვილის თავმჯდომარის პოსტზე ყოფნის ლეგიტიმურობის საკითხი დადგეს.
„ნაციონალურ მოძრაობას" რთული პერიოდი უდგას. პარტიაში ორი ბანაკი ჩამოყალიბდა – ყოფილი ლიდერის ნიკა მელიას ზომიერი პოლიტიკის მომხრეები და რადიკალური მოქმედებების მომხრე ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები.
„ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" ფორმალური ლიდერია, რეალურად კი პარტიას კულისებიდან ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი მართავენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას" გაკოტრებული, დისკრედიტებული და მარგინალური რადიკალური ძალა უწოდა. „ქართული ოცნების" და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობის" ლიდერად ხაბეიშვილის არჩევით პარტიის დასასრული მოახლოვდა.
ოპოზიციური პარტიების „ნაციონალური მოძრაობისა" და „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებმა ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი ვაშაძემ 2024 წლის არჩევნებისთვის კოალიციის შექმნის შესახებ 20 ივლისს განაცხადეს. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, „გამარჯვების პლატფორმას" ეყოლება საკუთარი კანდიდატი პრემიერის პოსტზე, ასევე ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტი.
საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ. რაც შეეხება "სტრატეგია აღმაშენებელს", იმავე გამოკითხვებით მისი რეიტინგი 1-2%-ს შორის მერყეობს.
ყველა შემთხვევაში „ნაცმოძრაობასა" და „ქართულ ოცნებას" შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების" სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.