https://sputnik-georgia.com/20230803/---------280842607.html
ოპოზიცია პანიკაშია - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვაშაძის ინიციატივაზე
ოპოზიცია პანიკაშია - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვაშაძის ინიციატივაზე
Sputnik საქართველო
პარტიებმა „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნებისთვის გაერთიანება გადაწყვიტეს და კოალიცია „გამარჯვების პლატფორმა“ შექმნეს. 03.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-03T17:53+0400
2023-08-03T17:53+0400
2023-08-03T21:31+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280840460_0:110:2049:1262_1920x0_80_0_0_32532cdfd54853163fcf5cc08d8400f3.jpg
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. ოპოზიცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე სრულ პანიკასა და ისტერიკაშია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა რატი იონათამიშვილმა ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის ინიციატივის კომენტარისას.ოპოზიციური პარტიების „ნაციონალური მოძრაობისა" და „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებმა ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი ვაშაძემ 2024 წლის არჩევნებისთვის კოალიციის შექმნის შესახებ 20 ივლისს განაცხადეს. გუშინ კი ვაშაძემ განაცხადა, რომ „გამარჯვების პლატფორმას" ეყოლება საკუთარი კანდიდატი პრემიერის პოსტზე, ასევე ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტი.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში „ნაცმოძრაობის" ადგილი არ არის - დეპუტატი>>>საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ. რაც შეეხება "სტრატეგია აღმაშენებელს", იმავე გამოკითხვებით მისი რეიტინგი 1-2%-ს შორის მერყეობს.ყველა შემთხვევაში „ნაცმოძრაობასა" და „ქართულ ოცნებას" შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების" სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.რა ხდება „ნაცმოძრაობაში"„ნაციონალურ მოძრაობას" რთული პერიოდი უდგას. პარტიაში ორი ბანაკი ჩამოყალიბდა – ყოფილი ლიდერის ნიკა მელიას ზომიერი პოლიტიკის მომხრეები და რადიკალური მოქმედებების მომხრე ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები.„ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" ფორმალური ლიდერია, რეალურად კი პარტიას კულისებიდან ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი მართავენ.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას" გაკოტრებული, დისკრედიტებული და მარგინალური რადიკალური ძალა უწოდა. „ქართული ოცნების" და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობის" ლიდერად ხაბეიშვილის არჩევით პარტიის დასასრული მოახლოვდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280840460_110:0:1938:1371_1920x0_80_0_0_418d1caa66aa4c6652d4ccb5f7d81ad8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
ოპოზიცია პანიკაშია - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვაშაძის ინიციატივაზე
17:53 03.08.2023 (განახლებულია: 21:31 03.08.2023) პარტიებმა „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნებისთვის გაერთიანება გადაწყვიტეს და კოალიცია „გამარჯვების პლატფორმა“ შექმნეს.
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. ოპოზიცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე სრულ პანიკასა და ისტერიკაშია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა რატი იონათამიშვილმა ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის ინიციატივის კომენტარისას.
ოპოზიციური პარტიების „ნაციონალური მოძრაობისა" და „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებმა ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი ვაშაძემ 2024 წლის არჩევნებისთვის კოალიციის შექმნის შესახებ 20 ივლისს განაცხადეს. გუშინ კი ვაშაძემ განაცხადა, რომ „გამარჯვების პლატფორმას" ეყოლება საკუთარი კანდიდატი პრემიერის პოსტზე, ასევე ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტი.
„არჩევნებამდე ერთი წელია დარჩენილი და ვხედავთ, რომ ეს ხალხი სრულ პანიკაში და ისტერიკაშია. მათ უკვე აღიარეს საკუთარი მარცხი და უპერსპექტივობა. ეს ბუნებრივია, რადგანაც მათ არაფერი აქვთ საერთო დემოკრატიასთან, ისინი პოპულისტი ხალხია, რომელსაც მხოლოდ შურისძიება ამოძრავებს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ. რაც შეეხება "სტრატეგია აღმაშენებელს", იმავე გამოკითხვებით მისი რეიტინგი 1-2%-ს შორის მერყეობს.
ყველა შემთხვევაში „ნაცმოძრაობასა" და „ქართულ ოცნებას" შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების" სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.
„ნაციონალურ მოძრაობას" რთული პერიოდი უდგას. პარტიაში ორი ბანაკი ჩამოყალიბდა – ყოფილი ლიდერის ნიკა მელიას ზომიერი პოლიტიკის მომხრეები და რადიკალური მოქმედებების მომხრე ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები.
„ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" ფორმალური ლიდერია, რეალურად კი პარტიას კულისებიდან ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი მართავენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას" გაკოტრებული, დისკრედიტებული და მარგინალური რადიკალური ძალა უწოდა. „ქართული ოცნების" და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობის" ლიდერად ხაბეიშვილის არჩევით პარტიის დასასრული მოახლოვდა.