https://sputnik-georgia.com/20230802/----------280765032.html
საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში „ნაცმოძრაობის" ადგილი არ არის - დეპუტატი
საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში „ნაცმოძრაობის" ადგილი არ არის - დეპუტატი
Sputnik საქართველო
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის კრიმინალების გაერთიანება, სინდიკატი, რომელიც ქვეყნის განვითარებას ებრძვის, განაცხადა რატი იონათამიშვილმა. 02.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-02T15:51+0400
2023-08-02T15:51+0400
2023-08-02T19:19+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/16/263058975_0:133:1280:853_1920x0_80_0_0_33fa19757028b9161dfbb9a0e8c0034d.jpg
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის დესტრუქციული ძალა, რომელსაც პოლიტიკურ განაჩენს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამოუტანენ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა.პარლამენტში „ნაცმოძრაობის" „დანაშაულებრივი საქმიანობისა" და სასამართლო გარჩევის ინიციატივით „ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი სოზარ სუბარი გამოვიდა. მან მაგალითად მოლდოვა მოიყვანა, სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტია „შორი" (Шор) არაკონსტიტუციურად ცნო.მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“, პროვოკაციების გარდა, საზოგადოებისთვის არაფერი შეუთავაზებია.„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის კრიმინალების გაერთიანება. ეს არის სინდიკატი, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და უსაფრთხოებას ებრძვის", – აღნიშნა იონათამიშვილმა.„ნაცმოძრაობას" საბოლოო ვერდიქტს ხალხი გამოუტანს - ირაკლი კობახიძე>>>საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ.ყველა შემთხვევაში „ნაცმოძრაობასა" და „ქართულ ოცნებას" შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების" სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.რა ხდება „ნაცმოძრაობაში"„ნაციონალურ მოძრაობას" რთული პერიოდი უდგას. პარტიაში ორი ბანაკი ჩამოყალიბდა – ყოფილი ლიდერის ნიკა მელიას ზომიერი პოლიტიკის მომხრეები და რადიკალური მოქმედებების მომხრე ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები.„ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" ფორმალური ლიდერია, რეალურად კი პარტიას კულისებიდან ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი მართავენ.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას" გაკოტრებული, დისკრედიტებული და მარგინალური რადიკალური ძალა უწოდა. „ქართული ოცნების" და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობის" ლიდერად ხაბეიშვილის არჩევით პარტიის დასასრული მოახლოვდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/16/263058975_0:0:1137:853_1920x0_80_0_0_b6370acc8de39cf2d848ea858e5e00ce.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში „ნაცმოძრაობის" ადგილი არ არის - დეპუტატი
15:51 02.08.2023 (განახლებულია: 19:19 02.08.2023) კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის კრიმინალების გაერთიანება, სინდიკატი, რომელიც ქვეყნის განვითარებას ებრძვის, განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის დესტრუქციული ძალა, რომელსაც პოლიტიკურ განაჩენს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამოუტანენ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა.
პარლამენტში „ნაცმოძრაობის" „დანაშაულებრივი საქმიანობისა" და სასამართლო გარჩევის ინიციატივით „ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი სოზარ სუბარი გამოვიდა. მან მაგალითად მოლდოვა მოიყვანა, სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტია „შორი" (Шор) არაკონსტიტუციურად ცნო.
„ვფიქრობ, 2024 წლის არჩევნები იქნება პოლიტიკური ვერდიქტი „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რადგან ასეთი დესტრუქციული და ანტისახელმწიფოებრივი ძალა არ იმსახურებს, რომ პოლიტიკურ სივრცეში იყოს", – განაცხადა იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“, პროვოკაციების გარდა, საზოგადოებისთვის არაფერი შეუთავაზებია.
„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის კრიმინალების გაერთიანება. ეს არის სინდიკატი, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და უსაფრთხოებას ებრძვის", – აღნიშნა იონათამიშვილმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ.
ყველა შემთხვევაში „ნაცმოძრაობასა" და „ქართულ ოცნებას" შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების" სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.
„ნაციონალურ მოძრაობას" რთული პერიოდი უდგას. პარტიაში ორი ბანაკი ჩამოყალიბდა – ყოფილი ლიდერის ნიკა მელიას ზომიერი პოლიტიკის მომხრეები და რადიკალური მოქმედებების მომხრე ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები.
„ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" ფორმალური ლიდერია, რეალურად კი პარტიას კულისებიდან ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი მართავენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას" გაკოტრებული, დისკრედიტებული და მარგინალური რადიკალური ძალა უწოდა. „ქართული ოცნების" და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობის" ლიდერად ხაბეიშვილის არჩევით პარტიის დასასრული მოახლოვდა.