https://sputnik-georgia.com/20230831/natia-jiqidze-mecarme-mravalshviliani-deda-281831529.html
როცა დედა კერძო მეწარმეა - ჰიგიენის სურნელოვანი საშუალებები პატარებისთვის
როცა დედა კერძო მეწარმეა - ჰიგიენის სურნელოვანი საშუალებები პატარებისთვის
ნათია ჯიქიძისთვის მეწარმის საქმიანობის დაწყების ინსპირაცია შვილები გახდა. 31.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-31T15:52+0400
2023-08-31T15:52+0400
2023-08-31T19:51+0400
ეს საინტერესოა
საინტერესო ადამიანები
ინტერვიუ
საქართველო
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/19/263864736_0:7:1201:682_1920x0_80_0_0_46ff419c46f525c9e37e4206a07ad757.jpg
„მე დედა ვარ და თუ ჩემი საპნები ასეთი ფერადი და ლამაზია, ეს ჩემი შვილების დამსახურებაა“ – გვითხრა ნათია ჯიქიძემ, რომელიც საკუთარ თავზე და არაერთხელ დარწმუნდა იმაში, რომ პატარებს აბაზანაში შესვლა, პირველ რიგში, საპნის გამო არ უყვართ. გადაწყვიტა ეს პრობლემა დამოუკიდებლად მოეგვარებინა. ერთ მშვენიერ დღეს შეუდგა ინტერნეტით საჭირო ინფორმაციის მოძიებას, რაც ამ პრობლემის მოგვარებაში დაეხმარებოდა. თავიდან ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალა შეიძინა. მერე იფიქრა, რომ ამ მასალას პატარებისთვის სასურველი ფორმა და სურნელი ჰქონოდა. სცადა და კარგადაც გამოუვიდა. ამის დასტურია ის ინტერესი, რასაც სოციალურ ქსელებში მისი გვერდის „ცისარტყელას“ მიმართ იჩენენ.- ქალბატონო ნათია, ამ საქმიანობის დაწყების სტიმული რა გახდა?- ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ინტერნეტში ვნახე მასალა, სადაც საპნის დამზადებაზე იყო საუბარი. იმ დღიდან მოყოლებული ამ საქმის საფუძვლიანად სწავლა დავიწყე. როცა დავრწმუნდი, რომ ამ მიმართულებით საბავშვო ხაზი არავის ჰქონდა, ფიქრი დავიწყე.- რა დასკვნამდე მიხვედით?- საკუთარ შვილებზე დაკვირვებით აღმოვაჩინე, რომ ბავშვებში ყველაზე აქტუალური და სასურველი დინოსა და იუნიქორნის ანიმაციური გმირები არიან. ჰოდა, დინოების და იუნიქორნის ფორმის საპნების დამზადება დავიწყე.- გაამართლა ასეთმა მიდგომამ?- დიახ, გაამართლა და ამის დასტურია ის, რომ დღეს ჩვენი პროდუქციით ბევრი სარგებლობს. ბუნებრივია, ჩვენი მომხმარებლები ძირითადად ბავშვები არიან, უფრო სწორედ, მშობლები, რომლებიც პატარების ინტერესს და გემოვნებას ითვალისწინებენ. მოკლედ, მთლიანად ბავშვებზე ვართ ორიენტირებული, ანუ იმაზე, რომ ყველაფერი ისეთი გვქონდეს, რაც მათ მოეწონებათ.- თქვენი პროდუქცია ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოცაა...- დიახ, რასაც ვქმნით, მათი ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა. ფერები, სურნელები, საპნის მასალა, ყველაფერი მაღალი ხარისხის გვაქვს. საპონს, რასაც ვიყენებთ, ყველანაირი ლაბორატორიული გამოკვლევა აქვს გავლილი. ასევე ანალოგიურად სხვადასხვა მასალებს.- თქვენს პროდუქციას სერტიფიკატი მიღებული აქვს?- დიახ, ყველაფერი დატესტილი, სერტიფიცირებული და უსაფრთხოა. ბოლო დროს მშობლები ხშირად გვატყობინებენ, ამ საპნების შეძენის მერე ბავშვები სააბაზანოდან ძლივს გამოგვყავსო. იმედია, ჩვენი საპნები უფრო პოპულარული გახდება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პატარებს ჰიგიენის კულტურას მიაჩვევს.ნინო მამულაშვილი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/19/263864736_0:0:1067:800_1920x0_80_0_0_6cb36c134c317704b33c921d33e65b2c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ეს საინტერესოა, საინტერესო ადამიანები , ინტერვიუ, საქართველო
ეს საინტერესოა, საინტერესო ადამიანები , ინტერვიუ, საქართველო
როცა დედა კერძო მეწარმეა - ჰიგიენის სურნელოვანი საშუალებები პატარებისთვის
15:52 31.08.2023 (განახლებულია: 19:51 31.08.2023) ნათია ჯიქიძისთვის მეწარმის საქმიანობის დაწყების ინსპირაცია შვილები გახდა.
„მე დედა ვარ და თუ ჩემი საპნები ასეთი ფერადი და ლამაზია, ეს ჩემი შვილების დამსახურებაა“ – გვითხრა ნათია ჯიქიძემ, რომელიც საკუთარ თავზე და არაერთხელ დარწმუნდა იმაში, რომ პატარებს აბაზანაში შესვლა, პირველ რიგში, საპნის გამო არ უყვართ. გადაწყვიტა ეს პრობლემა დამოუკიდებლად მოეგვარებინა. ერთ მშვენიერ დღეს შეუდგა ინტერნეტით საჭირო ინფორმაციის მოძიებას, რაც ამ პრობლემის მოგვარებაში დაეხმარებოდა. თავიდან ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალა შეიძინა. მერე იფიქრა, რომ ამ მასალას პატარებისთვის სასურველი ფორმა და სურნელი ჰქონოდა. სცადა და კარგადაც გამოუვიდა. ამის დასტურია ის ინტერესი, რასაც სოციალურ ქსელებში მისი გვერდის „ცისარტყელას“ მიმართ იჩენენ.
- ქალბატონო ნათია, ამ საქმიანობის დაწყების სტიმული რა გახდა?
- ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ინტერნეტში ვნახე მასალა, სადაც საპნის დამზადებაზე იყო საუბარი. იმ დღიდან მოყოლებული ამ საქმის საფუძვლიანად სწავლა დავიწყე. როცა დავრწმუნდი, რომ ამ მიმართულებით საბავშვო ხაზი არავის ჰქონდა, ფიქრი დავიწყე.
- რა დასკვნამდე მიხვედით?
- საკუთარ შვილებზე დაკვირვებით აღმოვაჩინე, რომ ბავშვებში ყველაზე აქტუალური და სასურველი დინოსა და იუნიქორნის ანიმაციური გმირები არიან. ჰოდა, დინოების და იუნიქორნის ფორმის საპნების დამზადება დავიწყე.
- გაამართლა ასეთმა მიდგომამ?
- დიახ, გაამართლა და ამის დასტურია ის, რომ დღეს ჩვენი პროდუქციით ბევრი სარგებლობს. ბუნებრივია, ჩვენი მომხმარებლები ძირითადად ბავშვები არიან, უფრო სწორედ, მშობლები, რომლებიც პატარების ინტერესს და გემოვნებას ითვალისწინებენ. მოკლედ, მთლიანად ბავშვებზე ვართ ორიენტირებული, ანუ იმაზე, რომ ყველაფერი ისეთი გვქონდეს, რაც მათ მოეწონებათ.
- თქვენი პროდუქცია ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოცაა...
- დიახ, რასაც ვქმნით, მათი ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა. ფერები, სურნელები, საპნის მასალა, ყველაფერი მაღალი ხარისხის გვაქვს. საპონს, რასაც ვიყენებთ, ყველანაირი ლაბორატორიული გამოკვლევა აქვს გავლილი. ასევე ანალოგიურად სხვადასხვა მასალებს.
- თქვენს პროდუქციას სერტიფიკატი მიღებული აქვს?
- დიახ, ყველაფერი დატესტილი, სერტიფიცირებული და უსაფრთხოა. ბოლო დროს მშობლები ხშირად გვატყობინებენ, ამ საპნების შეძენის მერე ბავშვები სააბაზანოდან ძლივს გამოგვყავსო. იმედია, ჩვენი საპნები უფრო პოპულარული გახდება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პატარებს ჰიგიენის კულტურას მიაჩვევს.