მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

შპიონაჟის საფრთხე: მინისტრსა და მის დელეგაციას ტელეფონებს გაუნადგურებენ

© photo: Sputnik / Evgeny Byatov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2023
გამოწერა
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ჩინეთში ვიზიტით მყოფი ბრიტანელი ჩინოვნიკების ერთჯერად ტელეფონებს, რომლებიც მათ სპეციალურად დაურიგდათ, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გაანადგურებენ, ხოლო მათ კომპიუტერებს საფუძვლიანად გაწმენდენ, იუწყება გამოცემა Daily Mail.
როგორც გამოცემა წერს, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ და მისი დელეგაციის წევრებმა გამგზავრებამდე რამდენიმე კვირიანი სწავლება გაიარეს ჩინეთში მოქცევის წესებთან დაკავშირებით.

„უსაფრთხოების ექსპერტების აზრით, ეს ვიზიტი, დიდი ალბათობით, ბრიტანეთის უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებისა და ღირებული ინფორმაციის მიღების შესანიშნავ შესაძლებლობად განიხილება. როგორც ვაითჰოლის წყარო ამბობს, ბრიტანელი ჩინოსნები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ სასტუმროს ნომრებში ფარულ აუდიო- და ვიდეოკამერებს დაუყენებენ“, — წერს Daily Mail.

გარდა ამისა, დელეგაციის წევრები ასევე გააფრთხილეს კლასიკური „შპიონური ტრიუკის“ თაობაზეც, რაც „გლამურული ქალების“ მხრიდან ცდუნებას, შემდეგ კი გაძარცვასა და შანტაჟს გულისხმობს.
აღინიშნება, რომ კლევერლის თანმხლებ ყველა პირს კატეგორიულად აეკრძალა საკუთარი სმარტფონებისა და ნოუთბუქების ჩინეთში წაღება. მათ ერთჯერადი ტელეფონები დაურიგდათ, რომლებიც ბრიტანეთში დაბრუნების შემდეგ განადგურდება. გარდა ამისა, გაიწმინდება ყველა კომპიუტერის მყარი დისკი, რომლებიც დელეგაციის წევრებს აქვთ წაღებული პეკინში.
გავრცელებული ინფორმაციით, ყველა ეს რეკომენდაცია ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა ცენტრმა გასცა.
მანამდე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი ჩინეთს ოფიციალური ვიზიტით 30 აგვისტოს ეწვევა. ეს იქნება ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი ჩინეთში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.
წყარო: Daily Mail
ყველა ახალი ამბავი
0