https://sputnik-georgia.com/20230831/------24----281828925.html
ხანძრის გაჩენის მაღალი რისკის მქონე ტერიტორიებზე 24-საათიანი მონიტორინგი ხორციელდება
ხანძრის გაჩენის მაღალი რისკის მქონე ტერიტორიებზე 24-საათიანი მონიტორინგი ხორციელდება
ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა. 31.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-31T14:13+0400
2023-08-31T14:13+0400
2023-08-31T17:50+0400
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/02/252196824_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_c10e6dc947f514068bb64b074bdcf406.jpg
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინსპექტორები ხანძრის გაჩენის მაღალი რისკის მქონე ტერიტორიებზე 24-საათიან მონიტორინგს ახორციელებენ, ნათქვამია სააგენტოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი მის მოადგილე თომა დეკანოიძესთან ერთად ბორჯომი–ხარაგაულის დაცულ ტერიტორიაზე რეინჯერების მუშაობას ადგილზე გაეცნო. რეინჯერები პატრულირებენ იმ ტერიტორიებზე, სადაც მნიშვნელოვანია დაუყოვნებელი რეაგირება ხანძრის გავრცელების პრევენციისთვის. პატრულირების განმავლობაში დაფიქსირდა სამი მცირე ხანძრის კერა. პატრულირების დროს რეინჯერები ვიზიტორებს ცხელ პერიოდში მოგზაურობის დროს გასათვალისწინებელ რეკომენდაციებს და ბუნებაში ქცევის წესებს აცნობენ. ხანძრების პრევენციის მიზნით სააგენტო ახორციელებს სხვადასხვა ტერიტორიის აღჭურვას ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარით. რეინჯერებს გავლილი აქვთ სპეციალური გადამზადება.ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრების პრევენციისთვის ახალი ტექნოლოგიები დაინერგება>>> ყოველ ზაფხულს დაცული ტერიტორიების სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, ტყის ხანძრების თავიდან ასაცილებლად გამოიჩინონ სიფრთხილე და დაიცვან ტყეში ქცევის წესები. ტყის დანარჩენ ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევაში. ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ტერიტორიის თივისგან, ხმელი ბალახისგან, ფოთლებისგან, ფიჩხისგან გაწმენდას. მაღალი ტემპერატურის გამო ზაფხული განსაკუთრებით საშიში პერიოდია ხანძრების გასაჩენად. ეროვნული სატყეო სააგენტო ყოველწლიურად ათავსებს საინფორმაციო- გამაფრთხილებელ ნიშნებს ზონებში, რომლებიც ხანძრის თვალსაზრისით საშიშია. სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა, რამაც, შესაძლოა, სავალალო შედეგები გამოიწვიოს. საქართველოში ბოლო დიდი ხანძარი 2022 წლის აგვისტოში ბორჯომის ხეობაში გაჩნდა. მაშინ 180 ჰექტარზე მეტი ტერიტორია განადგურდა. ცეცხლის ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციის პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს ძალები, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი და თურქეთის 3 სპეციალური სახანძრო თვითმფრინავი, მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ტექნიკა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/02/252196824_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_70ba2381660ce3e0208d567cddc4c5f1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
ხანძრის გაჩენის მაღალი რისკის მქონე ტერიტორიებზე 24-საათიანი მონიტორინგი ხორციელდება
14:13 31.08.2023 (განახლებულია: 17:50 31.08.2023) ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა.
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინსპექტორები ხანძრის გაჩენის მაღალი რისკის მქონე ტერიტორიებზე 24-საათიან მონიტორინგს ახორციელებენ, ნათქვამია სააგენტოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი მის მოადგილე თომა დეკანოიძესთან ერთად ბორჯომი–ხარაგაულის დაცულ ტერიტორიაზე რეინჯერების მუშაობას ადგილზე გაეცნო.
რეინჯერები პატრულირებენ იმ ტერიტორიებზე, სადაც მნიშვნელოვანია დაუყოვნებელი რეაგირება ხანძრის გავრცელების პრევენციისთვის. პატრულირების განმავლობაში დაფიქსირდა სამი მცირე ხანძრის კერა.
პატრულირების დროს რეინჯერები ვიზიტორებს ცხელ პერიოდში მოგზაურობის დროს გასათვალისწინებელ რეკომენდაციებს და ბუნებაში ქცევის წესებს აცნობენ. ხანძრების პრევენციის მიზნით სააგენტო ახორციელებს სხვადასხვა ტერიტორიის აღჭურვას ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარით. რეინჯერებს გავლილი აქვთ სპეციალური გადამზადება.
ყოველ ზაფხულს დაცული ტერიტორიების სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, ტყის ხანძრების თავიდან ასაცილებლად გამოიჩინონ სიფრთხილე და დაიცვან ტყეში ქცევის წესები.
სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვოვან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში.
ტყის დანარჩენ ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევაში. ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ტერიტორიის თივისგან, ხმელი ბალახისგან, ფოთლებისგან, ფიჩხისგან გაწმენდას.
მაღალი ტემპერატურის გამო ზაფხული განსაკუთრებით საშიში პერიოდია ხანძრების გასაჩენად. ეროვნული სატყეო სააგენტო ყოველწლიურად ათავსებს საინფორმაციო- გამაფრთხილებელ ნიშნებს ზონებში, რომლებიც ხანძრის თვალსაზრისით საშიშია.
სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა, რამაც, შესაძლოა, სავალალო შედეგები გამოიწვიოს.
საქართველოში ბოლო დიდი ხანძარი 2022 წლის აგვისტოში ბორჯომის ხეობაში გაჩნდა. მაშინ 180 ჰექტარზე მეტი ტერიტორია განადგურდა. ცეცხლის ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციის პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს ძალები, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი და თურქეთის 3 სპეციალური სახანძრო თვითმფრინავი, მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ტექნიკა.