https://sputnik-georgia.com/20230622/----------278849291.html
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრების პრევენციისთვის ახალი ტექნოლოგიები დაინერგება
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრების პრევენციისთვის ახალი ტექნოლოგიები დაინერგება
Sputnik საქართველო
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს ბუნებრივ პარკად ითვლება. 22.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-22T17:50+0400
2023-06-22T17:50+0400
2023-06-22T21:52+0400
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/17/269696313_0:158:3077:1889_1920x0_80_0_0_d2f56b731f033c3120b707f0e3acac1c.jpg
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრების პრევენციის მიზნით ახალი ტექნოლოგიები დაინერგება, ნათქვამია საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებაში.შესაბამისი მემორანდუმი დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრს შორის გაფორმდა.მემორანდუმის თანახმად, ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიაზე სპეციალური ანძა და კამერები დამონტაჟდება. გარდა ამისა, შემუშავდება პროგრამული უზრუნველყოფა, რაც ადმინისტრაციას წინასწარი შეტყობინების სახით მიაწვდის ინფორმაციას ხანძრის გაჩენის საფრთხის შესახებ.სააგენტო აქტიურად მუშაობს დაცულ ტერიტორიებზე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით როგორც უნიკალური ბუნების მეტად ეფექტიანად დაცვის, ისე რეინჯერთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით.საქართველოში ბოლო დიდი ხანძარი 2022 წლის აგვისტოში ბორჯომის ხეობაში გაჩნდა. მაშინ 180 ჰექტარზე მეტი ტერიტორია განადგურდა. ცეცხლის ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციის პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს ძალები, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი და თურქეთის 3 სპეციალური სახანძრო თვითმფრინავი, მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ტექნიკა.ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა ვიზიტორებისთვის. ის ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს ბუნებრივ პარკად ითვლება. მისი ფართობი დაახლოებით 105 ათასი ჰექტარია და ის მოიცავს ექვს მუნიციპალიტეტს – ბორჯომი, ხარაგაული, ხაშური, ახალციხე, აბასთუმანი და ბაღდათი.პარკი 1995 წელს დაარსდა და საქართველოში პირველ ეროვნულ პარკად ითვლება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/17/269696313_174:0:2903:2047_1920x0_80_0_0_d6432205079414d115d9c9753a855d9f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრების პრევენციისთვის ახალი ტექნოლოგიები დაინერგება
17:50 22.06.2023 (განახლებულია: 21:52 22.06.2023) ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს ბუნებრივ პარკად ითვლება.
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრების პრევენციის მიზნით ახალი ტექნოლოგიები დაინერგება, ნათქვამია საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებაში.
შესაბამისი მემორანდუმი დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრს შორის გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად, ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიაზე სპეციალური ანძა და კამერები დამონტაჟდება. გარდა ამისა, შემუშავდება პროგრამული უზრუნველყოფა, რაც ადმინისტრაციას წინასწარი შეტყობინების სახით მიაწვდის ინფორმაციას ხანძრის გაჩენის საფრთხის შესახებ.
სააგენტო აქტიურად მუშაობს დაცულ ტერიტორიებზე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით როგორც უნიკალური ბუნების მეტად ეფექტიანად დაცვის, ისე რეინჯერთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით.
საქართველოში ბოლო დიდი ხანძარი 2022 წლის აგვისტოში ბორჯომის ხეობაში გაჩნდა. მაშინ 180 ჰექტარზე მეტი ტერიტორია განადგურდა. ცეცხლის ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციის პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს ძალები, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი და თურქეთის 3 სპეციალური სახანძრო თვითმფრინავი, მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ტექნიკა.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა ვიზიტორებისთვის. ის ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს ბუნებრივ პარკად ითვლება. მისი ფართობი დაახლოებით 105 ათასი ჰექტარია და ის მოიცავს ექვს მუნიციპალიტეტს – ბორჯომი, ხარაგაული, ხაშური, ახალციხე, აბასთუმანი და ბაღდათი.
პარკი 1995 წელს დაარსდა და საქართველოში პირველ ეროვნულ პარკად ითვლება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.