კონკურენციის სააგენტოს ინფორმაცია საზღვაო ტრანსპორტის სფეროში არსებულ ვითარებაზე

© photo: Sputnik / Stringerბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2023
გამოწერა
НовостиTelegram
ერთმა ლოჯისტიკურმა კომპანიამ მეორე კომპანია საზღვაო ხაზით სარგებლობის შესაძლებლობის შეზღუდვაში დაადანაშაულა.
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საზღვაო გადაზიდვების სექტორში წარმოებული მოკვლევა დაასრულა, რომელიც დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სავარაუდო დარღვევის ფაქტს ეხებოდა, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სააგენტომ მოკვლევა კომპანია „ჯნს ჯორჯიას“ წინააღმდეგ MGL GEORGIA-ს საჩივრის საფუძველზე 2022 წელს დაიწყო.
მომჩივანი კომპანიის აზრით, შპს „ჯნს ჯორჯია“, როგორც ჩინეთში დაფუძნებული საზღვაო ხაზის Cosco Shipping Lines-ის ოფიციალური წარმომადგენელი, დომინანტურ მდგომარეობას იყენებდა ბოროტად, რითაც საზღვაო ხაზით სარგებლობის შესაძლებლობას ზღუდავდა.
კინოს ბილეთების ონლაინ-გაყიდვა: ანტიმონოპოლური სამსახური შესაძლო დარღვევებს სწავლობს>>>
დავის საგანი იყო ასევე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი, რაც რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გავრცელებაში გამოიხატებოდა.
მოკვლევის შედეგების მიხედვით, არცერთი მუხლით არ დადასტურდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა, ნათქვამია სააგენტოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება მხარეებს შეუძლიათ თბილისის საქალაქო სასამართლოში.
ამ დროისათვის კონკურენციის ეროვნული სააგენტო მოკვლევის 4 საქმეს სწავლობს – ფარმაციის, სწრაფი კვების, თამბაქოს და ბილეთების ელექტრონული რეალიზაციის ბაზრების მიმართულებით.
მიმდინარე წელს უწყებამ სამი მოკვლევა დაასრულა, სადაც ორ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი დადგინდა, ხოლო ერთ შემთხვევაში დადასტურდა შეთანხმებული ქმედება. ამავე პერიოდში წინასწარი განხილვის შემდეგ სააგენტომ ექვს საჩივარზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ მათი შესწავლა დაუშვებელია.
ყველა ახალი ამბავი
0