მეცნიერებმა დაადგინეს 5 მარტივი საოჯახო საქმე, რომლებიც ყველა სახის კიბოს რისკს ამცირებს

© photo: Sputnik / Konstantin Mikhalchevski  / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2023
გამოწერა
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ახალი კვლევა ადასტურებს, რომ მარტივი საოჯახო საქმეების ინტენსიური შესრულება სულ რამდენიმე წუთის განმავლობაში საკმარისია იმისთვის, რომ ყველა სახის კიბოს რისკი შემცირდეს.
სიდნეის (ავსტრალია) უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევა გამოქვეყნებულია ჟურნალში JAMA Oncology.
გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრალიელი სწავლულები შვიდი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ 22 ათასი ადამიანის ფიზიკურ აქტივობას, რომლებიც არც სპორტს მისდევდნენ და არც ვარჯიშობდნენ.
კვლევის ყველა მონაწილე ატარებდა სპეციალურ მოწყობილობას, რომელიც მათ ფიზიკურ აქტივობაზე რეაგირებდა და მაჩვენებლებს აფიქსირებდა.
ექიმი - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2023
იყავით ყურადღებით: დასახელდა კიბოს ადრეული ნიშნები
დაკვირვების პარალელურად მკვლევარები აანალიზებდნენ ყველა ჩანაწერს მონაწილეების ჯანმრთელობის შესახებ, რათა კვლევის პროცესში კიბოთი დაავადებული პაციენტების შესახებ ყველა მონაცემი მიეღოთ.
როგორც აღინიშნება, ექსპერიმენტის დროს ონკოლოგიური დაავადება 2356 მონაწილეს გამოუვლინდა. დაავადებულთა საშუალო ასაკი 62 წელი იყო.
კვლევამ და ანალიზმა დაადასტურა, რომ:
დღეში სულ 3,5 წუთიანი ინტენსიური ცვალებადი ფიზიკური აქტივობაა (VILPA) საკმარისი იმისთვის, რომ კიბოს განვითარების რისკი 18%-ით შემცირდეს.
ხოლო თუ სახლის საქმეების კეთებას, მაგალითად, მტვერსასრუტით დალაგებას დღეში 4,5 წუთს მოახმართ, ამით კიბოს რისკი 32%-ით შემცირდება.
როგორც მეცნიერები ამბობენ, მტვერსასრუტით დალაგების გარდა, კიბოს განვითარებას ხელს უშლის ისეთი საოჯახო საქმეები, როგორებიცაა: იატაკის მოხეხვა, ფანჯრების წმენდა, აბაზანის დალაგება და ბაღში (ბოსტანში) მუშაობა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს კვლევა მხოლოდ შეგროვებულ მონაცემებს წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ჯერ არ არის დამტკიცებული. თუმცა, არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომ ინტენსიურ ფიზიკურ აქტივობასა და კიბოს განვითარების რისკის შემცირებას შორის „მტკიცე კავშირი" არსებობს.
ახლა ავსტრალიელი მეცნიერები აღნიშნული კავშირის შესწავლას გეგმავენ სპეციალური კვლევების ფარგლებში.
წყარო: Express
ყველა ახალი ამბავი
0