https://sputnik-georgia.com/20230822/kibos-adreuli-nisnebi-enaze-281558569.html
იყავით ყურადღებით: დასახელდა კიბოს ადრეული ნიშნები
იყავით ყურადღებით: დასახელდა კიბოს ადრეული ნიშნები
Sputnik საქართველო
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. კიბოს უჯრედები სხეულის ნებისმიერ ნაწილში შეიძლება განვითარდეს, მათ შორის პირის ღრუშიც, წერს გამოცემა Express ბრიტანელ... 22.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-22T16:32+0400
2023-08-22T16:32+0400
2023-08-22T20:20+0400
ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/16/281558389_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_0f02ddd8c4cdc611b09a26d1ef647584.jpg
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. კიბოს უჯრედები სხეულის ნებისმიერ ნაწილში შეიძლება განვითარდეს, მათ შორის პირის ღრუშიც, წერს გამოცემა Express ბრიტანელ სპეციალისტებზე დაყრდნობით.Cancer Research UK-ს ექსპერტები განმარტავენ, რა ნიშნები შეიძლება მეტყველებდეს პირში კანცეროგენული დაავადების ჩამოყალიბებაზე.მათი თქმით, ავთვისებიანი წარმონაქმნები შეიძლება განვითარდეს ენაზე ან მის ქვეშ. ენის კიბოს განვითარების ძირითად ფაქტორად მიიჩნევა თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლის სმა, ასევე ადამიანის პაპილომავირუსით (HPV infection) ინფიცირება.ბრიტანელი სპეციალისტების რეკომენდაციით, აუცილებელია ადამიანმა დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს, თუ ენაზე შენიშნა:გარდა ამისა, პირის ღრუში კიბოს განვითარებაზე შეიძლება მიანიშნებდეს:ამასთან ექიმები წერენ, რომ თამბაქოს მოწევაზე პირის ღრუს კანცეროდაავადებების რისკის 60% მოდის, ალკოჰოლზე − 30 პროცენტი, დანარჩენი კი ადამიანის პაპილომავირუსით (HPV) ინფიცირებაზე.სპეციალისტების განმარტებით, HPV-ს შეუძლია გამოიწვიოს ისეთი ცვლილებები პირის ღრუსა და ყელში, რომლებიც შემდგომში კიბოდ გარდაიქმნება.ამასთან აღინიშნება, რომ ვირუსი „ძალიან გავრცელებულია“ და ის, როგორც წესი, არ აყენებს ზიანს. არსებობს ვირუსის ასობით შტამი, რომელთაგან მხოლოდ 13 იწვევს კიბოს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/16/281558389_384:0:2688:1728_1920x0_80_0_0_f0e785411ebdaed24ba472b3971e539a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ექიმის რჩევები, სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები, სასარგებლო რჩევები
იყავით ყურადღებით: დასახელდა კიბოს ადრეული ნიშნები
16:32 22.08.2023 (განახლებულია: 20:20 22.08.2023) თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. კიბოს უჯრედები სხეულის ნებისმიერ ნაწილში შეიძლება განვითარდეს, მათ შორის პირის ღრუშიც, წერს გამოცემა
Express ბრიტანელ სპეციალისტებზე დაყრდნობით.
Cancer Research UK-ს ექსპერტები განმარტავენ, რა ნიშნები შეიძლება მეტყველებდეს პირში კანცეროგენული დაავადების ჩამოყალიბებაზე.
მათი თქმით, ავთვისებიანი წარმონაქმნები შეიძლება განვითარდეს ენაზე ან მის ქვეშ. ენის კიბოს განვითარების ძირითად ფაქტორად მიიჩნევა თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლის სმა, ასევე ადამიანის პაპილომავირუსით (HPV infection) ინფიცირება.
ბრიტანელი სპეციალისტების რეკომენდაციით, აუცილებელია ადამიანმა დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს, თუ ენაზე შენიშნა:
წითელი ან თეთრი ლაქა, რომელიც არ ქრება;
წყლული ან ბურთულა, რომელიც არ ქრება;
უმიზეზო სისხლდენა, რომელიც არ უკავშირდება ენაზე კბენას ან სხვა რომელიმე მექანიკურ ტრავმას.
გარდა ამისა, პირის ღრუში კიბოს განვითარებაზე შეიძლება მიანიშნებდეს:
ყელის გამუდმებული ტკივილი;
პირის გამუდმებული დაბუჟება;
ამასთან ექიმები წერენ, რომ თამბაქოს მოწევაზე პირის ღრუს კანცეროდაავადებების რისკის 60% მოდის, ალკოჰოლზე − 30 პროცენტი, დანარჩენი კი ადამიანის პაპილომავირუსით (HPV) ინფიცირებაზე.
სპეციალისტების განმარტებით, HPV-ს შეუძლია გამოიწვიოს ისეთი ცვლილებები პირის ღრუსა და ყელში, რომლებიც შემდგომში კიბოდ გარდაიქმნება.
„HPV-ს გაჩენა პირში შესაძლოა უკავშირდებოდეს გარკვეულ სექსუალურ ქცევებს, ისეთებს, როგორიცაა ორალური სექსი, ასევე მრავალრიცხოვან სექსუალურ პარტნიორებს“, − განაცხადეს Cancer Research UK-ში.
ამასთან აღინიშნება, რომ ვირუსი „ძალიან გავრცელებულია“ და ის, როგორც წესი, არ აყენებს ზიანს. არსებობს ვირუსის ასობით შტამი, რომელთაგან მხოლოდ 13 იწვევს კიბოს.