https://sputnik-georgia.com/20230830/sazrvris-caketva-belarustan-281780873.html
ოთხი ქვეყანა ბელარუსთან საზღვრის ჩაკეტვას გეგმავს: დასახელდა კრიტერიუმები
ოთხი ქვეყანა ბელარუსთან საზღვრის ჩაკეტვას გეგმავს: დასახელდა კრიტერიუმები
Sputnik საქართველო
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ვარშავაში შეხვედრა გამართეს, რომელზეც ბელარუსთან... 30.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-30T09:41+0400
2023-08-30T09:41+0400
2023-08-30T14:26+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
ბალტიისპირეთი
ბელარუსი
პოლონეთი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/16/252646254_0:321:3070:2048_1920x0_80_0_0_ee3c1cd70b87e27ed23f5c9b612e9856.jpg
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ვარშავაში შეხვედრა გამართეს, რომელზეც ბელარუსთან საზღვრების სრულად დახურვის შესაძლებლობა განიხილეს.თათბირის მონაწილე მხარეებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება, რომელიც პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი Twitter).როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უკვე თითქმის ორი წელია, რაც ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი „არალეგალური მიგრაციის უპრეცედენტო ზეწოლას" ეჯახებიან, რომელიც ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის მიერაა პროვოცირებული და დღემდე მხარდაჭერილი.დოკუმენტის თანახმად, პოლონეთი, ლიეტუვა და ლატვია ბელარუსთან საზღვრებს ჩაკეტავენ, თუ იქ შეიარაღებული ინციდენტი ან არალეგალი მიგრანტების მხრიდან საზღვრების ძალით გარღვევის მცდელობა მოხდება.ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრ აგნე ბილოტაიტეს თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ „ერთობლივად, მტკიცედ და კოორდინირებულად იმოქმედებენ“ მსგავსი შემთხვევების დროს.პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე არსებული ექვსი გამშვები პუნქტიდან ამჟამად მხოლოდ ერთი მუშაობს. ლიეტუვა-ბელარუსის საზღვარზე ახლახან ექვსიდან ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტი დაიხურა, უახლოეს პერიოდში კი კიდევ ორის დახურვა იგეგმება. რაც შეეხება ლატვია-ბელარუსის საზღვარს, იქ მხოლოდ ორი გამშვები პუნქტია.
ბალტიისპირეთი
ბელარუსი
პოლონეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/16/252646254_339:0:3070:2048_1920x0_80_0_0_d7e85d7aa6c273d7a05b3ccd23c79e63.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ბალტიისპირეთი, ბელარუსი , პოლონეთი , პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ბალტიისპირეთი, ბელარუსი , პოლონეთი , პოლიტიკა
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ვარშავაში შეხვედრა გამართეს, რომელზეც ბელარუსთან საზღვრების სრულად დახურვის შესაძლებლობა განიხილეს.
თათბირის მონაწილე მხარეებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება, რომელიც პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი Twitter).
„მოვუწოდებთ ბელარუსის რეჟიმს, გაიყვანოს ჯგუფი „ვაგნერი" ბელარუსის ტერიტორიიდან, ასევე ყველა არალეგალი მიგრანტი საზღვრისპირა ტერიტორიებიდან და დააბრუნოს ისინი თავიანთ ქვეყნებში", — ნათქვამია დოკუმენტში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უკვე თითქმის ორი წელია, რაც ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი „არალეგალური მიგრაციის უპრეცედენტო ზეწოლას" ეჯახებიან, რომელიც ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის მიერაა პროვოცირებული და დღემდე მხარდაჭერილი.
დოკუმენტის თანახმად, პოლონეთი, ლიეტუვა და ლატვია ბელარუსთან საზღვრებს ჩაკეტავენ, თუ იქ შეიარაღებული ინციდენტი ან არალეგალი მიგრანტების მხრიდან საზღვრების ძალით გარღვევის მცდელობა მოხდება.
ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრ აგნე ბილოტაიტეს თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ „ერთობლივად, მტკიცედ და კოორდინირებულად იმოქმედებენ“ მსგავსი შემთხვევების დროს.
პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე არსებული ექვსი გამშვები პუნქტიდან ამჟამად მხოლოდ ერთი მუშაობს. ლიეტუვა-ბელარუსის საზღვარზე ახლახან ექვსიდან ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტი დაიხურა, უახლოეს პერიოდში კი კიდევ ორის დახურვა იგეგმება. რაც შეეხება ლატვია-ბელარუსის საზღვარს, იქ მხოლოდ ორი გამშვები პუნქტია.