სააფთიაქო ნარკომანია: აღიკვეთა ფსიქოტროპული პრეპარატებით ვაჭრობა

© photo: Sputnik / Stringerაფთიაქი
აფთიაქი - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2023
გამოწერა
სისხლისსამართლებრივი დევნა 33 ადამიანის მიმართ დაიწყო.
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მასშტაბით ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაყიდვაში 18 ადამიანი ამხილეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ აფთიაქებს არ ჰქონდათ ამგვარი საქმიანობისთვის აუცილებელი შესაბამისი ნებართვები. ისინი ფსიქოტროპულ მედიკამენტებსა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ წამლებს რეცეპტის გარეშე ყიდდნენ.
კანონდარღვევით აფთიაქების მუშაობა გამოვლინდა თბილისში, სამეგრელოს, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დიდი რაოდენობით ფსიქოტროპული პრეპარატები, მათი რეალიზაციიდან მიღებული ფული, ასევე ინფორმაციისა და დოკუმენტაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა.
რეფერენტული ფასების მქონე წამლების ჩამონათვალი გაიზარდა>>
ამ ეტაპზე სისხლისსამართლებრივი დევნა განხორციელებულია 33 პირის მიმართ. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.
2014 წლის 1 სექტემბრიდან აკრძალულია ურეცეპტოდ საძილე და სედატიური პრეპარატების (გარდა მცენარეულისა), ანტიდეპრესანტების, კორტიკოსტეროიდების, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებისა და იმუნომოდულატორების, ანტიმიკრობული (სისტემური გამოყენებისთვის), პარკინსონის დაავადების საწინააღმდეგო, არითმიისა და ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო, დიაბეტისა და სხვა დაავადებების სამკურნალო წამლების გაყიდვა.
ყველა ახალი ამბავი
0