https://sputnik-georgia.com/20230830/pirvelad-saqartvelosi-maswavleblis-erovnuli-dre-daarsda-281810170.html
პირველად საქართველოში მასწავლებლის ეროვნული დღე დაარსდა
პირველად საქართველოში მასწავლებლის ეროვნული დღე დაარსდა
Sputnik საქართველო
სამინისტროში აღნიშნეს, რომ აქტიურად იზრუნებენ ქვეყანაში მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ასამაღლებლად. 30.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-30T20:18+0400
2023-08-30T20:18+0400
2023-08-30T21:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23472/35/234723573_0:0:1000:563_1920x0_80_0_0_503d9885c4c6bdc18e5a2d40e5e0bc6a.jpg
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში მასწავლებლის ეროვნული დღე დაწესდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვრის ინიციატივით, იუწყება სამინისტროს პრეს-სამსახური.მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს აღინიშნება – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს.ამ თარიღთან დაკავშირებით ყოველწლიურად საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10.000 ლარის ოდენობით.ინიციატივის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეიკრიბება იმ მასწავლებელთა ისტორიები, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მოსწავლეების, სასკოლო საზოგადოებისა თუ თემის განვითარებაში.ამის შემდეგ სპეციალურად დაკომპლექტებული კომისია, რომელშიც გაერთიანებული იქნებიან ცნობილი სახეები სხვადასხვა სფეროდან, გამოავლენს წლის საუკეთესო მასწავლებლებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23472/35/234723573_111:0:1000:667_1920x0_80_0_0_0397dd7fe80051b5433d6708b8757c66.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება
პირველად საქართველოში მასწავლებლის ეროვნული დღე დაარსდა
20:18 30.08.2023 (განახლებულია: 21:45 30.08.2023) სამინისტროში აღნიშნეს, რომ აქტიურად იზრუნებენ ქვეყანაში მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ასამაღლებლად.
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში მასწავლებლის ეროვნული დღე დაწესდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვრის ინიციატივით, იუწყება სამინისტროს პრეს-სამსახური.
მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს აღინიშნება – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს.
ამ თარიღთან დაკავშირებით ყოველწლიურად საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10.000 ლარის ოდენობით.
უწყებაში აღნიშნეს, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად აგრძელებს სხვადასხვა კუთხით მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაზე ზრუნვას და მათთვის როგორც სოციალური, ასევე სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიების შეთავაზებას.
ინიციატივის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეიკრიბება იმ მასწავლებელთა ისტორიები, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მოსწავლეების, სასკოლო საზოგადოებისა თუ თემის განვითარებაში.
ამის შემდეგ სპეციალურად დაკომპლექტებული კომისია, რომელშიც გაერთიანებული იქნებიან ცნობილი სახეები სხვადასხვა სფეროდან, გამოავლენს წლის საუკეთესო მასწავლებლებს.