https://sputnik-georgia.com/20230830/britanetis-parlamentma-cineti-qveynis-safrtxed-ariara-281781186.html
ბრიტანეთის პარლამენტმა ჩინეთი ქვეყნისთვის საფრთხედ აღიარა
ბრიტანეთის პარლამენტმა ჩინეთი ქვეყნისთვის საფრთხედ აღიარა
Sputnik საქართველო
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ჩინეთი საფრთხეს უქმნის დიდ ბრიტანეთსა და ლონდონის ინტერესებს ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების რეგიონში, ხოლო ჩინეთის პოლიტიკა... 30.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-30T11:22+0400
2023-08-30T11:22+0400
2023-08-30T15:17+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
დიდი ბრიტანეთი
ჩინეთი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/18/271602063_0:720:2048:1872_1920x0_80_0_0_bc30c578e8575a1eeb629e65e7bbfd20.jpg
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ჩინეთი საფრთხეს უქმნის დიდ ბრიტანეთსა და ლონდონის ინტერესებს ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების რეგიონში, ხოლო ჩინეთის პოლიტიკა ბრიტანეთის მიმართ „გაზრდილი აგრესიით" ხასიათდება, ნათქვამია ბრიტანეთის თემთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშში.გარდა ამისა, დოკუმენტი რეკომენდაციას აძლევს ლონდონს, განავითაროს „შეკავების დიპლომატია", გააძლიეროს მოკავშირეებთან ერთად თავდაცვაზე ორიენტირებული პოლიტიკა, მათ შორის ტაივანის დაცვისთვის.მანამდე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი ჩინეთს ოფიციალური ვიზიტით 30 აგვისტოს ეწვევა. ეს იქნება ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი ჩინეთში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.
დიდი ბრიტანეთი
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/18/271602063_0:528:2048:2064_1920x0_80_0_0_626974d7dc83bfd6a0257451c1d556d3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, დიდი ბრიტანეთი , ჩინეთი, პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, დიდი ბრიტანეთი , ჩინეთი, პოლიტიკა
ბრიტანეთის პარლამენტმა ჩინეთი ქვეყნისთვის საფრთხედ აღიარა
11:22 30.08.2023 (განახლებულია: 15:17 30.08.2023) თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ჩინეთი საფრთხეს უქმნის დიდ ბრიტანეთსა და ლონდონის ინტერესებს ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების რეგიონში, ხოლო ჩინეთის პოლიტიკა ბრიტანეთის მიმართ „გაზრდილი აგრესიით" ხასიათდება, ნათქვამია ბრიტანეთის თემთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშში.
„კომიტეტი ჩინეთის კომუნისტური პარტიის საქმიანობას გაერთიანებული სამეფოსა და მისი ინტერესებისთვის საფრთხედ აღიარებს. გაზრდილი სიჯიუტე დამახასიათებელია ერებს შორის კონკურენციისთვის, თუმცა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ქმედებები დიდი ბრიტანეთის მიმართ ამჟამად გაზრდილი აგრესიით გამოირჩევა", — ნათქვამია ანგარიშში.
გარდა ამისა, დოკუმენტი რეკომენდაციას აძლევს ლონდონს, განავითაროს „შეკავების დიპლომატია", გააძლიეროს მოკავშირეებთან ერთად თავდაცვაზე ორიენტირებული პოლიტიკა, მათ შორის ტაივანის დაცვისთვის.
„დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უნდა განსაზღვროს მნიშვნელოვანი ქმედებები და წითელი ხაზები, რომლებიც საშუალებას მისცემს მას, ჩამოაყალიბოს და გაატაროს შეკავების დიპლომატიის ეფექტური პოლიტიკა, რათა ხელი შეუწყოს ტაივანის ხალხის თვითგამორკვევის უფლების დაცვას", — წერია დოკუმენტში.
მანამდე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი ჩინეთს ოფიციალური ვიზიტით 30 აგვისტოს ეწვევა. ეს იქნება ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი ჩინეთში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.