https://sputnik-georgia.com/20230830/--1---281784313.html
ანტიკორუფციული ბიურო 1 სექტემბრიდან ამოქმედდება
ანტიკორუფციული ბიურო 1 სექტემბრიდან ამოქმედდება
Sputnik საქართველო
ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და უწყებათშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. 30.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-30T11:43+0400
2023-08-30T11:43+0400
2023-08-30T16:23+0400
საქართველო
პოლიტიკა
ანტიკორუფციული ბიურო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0f/269461943_0:0:3193:1796_1920x0_80_0_0_f8e1816e0d44c648b0ebc64c217ee4b6.jpg
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ახალი უწყება – ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც პოლიტიკური პარტიებისა და ჩინოვნიკების ფინანსების კონტროლს განახორციელებს, 1 სექტემბრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას.ბიუროს ძირითადი ამოცანა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობაა. იგი ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას. ბიურო ასევე კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას.ახალ უწყებაში გადმოვა ფუნქციების ნაწილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, თუმცა ჩინოვნიკებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებს ის არ გამოიძიებს – ეს ფუნქცია კვლავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დარჩება.ანტიკორუფციულ ბიუროს რაჟდენ კუპრაშვილი უხელმძღვანელებს>>>ახალ უწყებას რაჟდენ კუპრაშვილი უხელმძღვანელებს. აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე კუპრაშვილი იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პოზიციას იკავებდა. სხვადასხვა დროს იყო „შავი ზღვის საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატის” დირექტორი, ასევე „კუპრაშვილი და ადვოკატების“ დირექტორი. ქვეყანაში ანტიკორუფციული ბიუროს მუშაობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით ასევე შეიქმნა უწყებათშორისი ანტიკორუფციული საბჭო, რომელიც შეიმუშავებს წინადადებებს ანტიკორუფციული სტრატეგიის შესაქმნელად და მისი განხორციელების გეგმას, ასევე გასცემს რეკომენდაციებს ანტიკორუფციული ბიუროსთვის.ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და უწყებათშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე.კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება ერთ-ერთია იმ 12 რეკომენდაციას შორის, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0f/269461943_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_51ec6a4a4452087c01a1d434d3ca1c98.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, ანტიკორუფციული ბიურო, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, ანტიკორუფციული ბიურო, ახალი ამბები
ანტიკორუფციული ბიურო 1 სექტემბრიდან ამოქმედდება
11:43 30.08.2023 (განახლებულია: 16:23 30.08.2023) ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და უწყებათშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე.
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ახალი უწყება – ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც პოლიტიკური პარტიებისა და ჩინოვნიკების ფინანსების კონტროლს განახორციელებს, 1 სექტემბრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას.
ბიუროს ძირითადი ამოცანა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობაა. იგი ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას.
ბიურო ასევე კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას.
ახალ უწყებაში გადმოვა ფუნქციების ნაწილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, თუმცა ჩინოვნიკებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებს ის არ გამოიძიებს – ეს ფუნქცია კვლავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დარჩება.
ახალ უწყებას რაჟდენ კუპრაშვილი უხელმძღვანელებს. აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე კუპრაშვილი იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პოზიციას იკავებდა. სხვადასხვა დროს იყო „შავი ზღვის საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატის” დირექტორი, ასევე „კუპრაშვილი და ადვოკატების“ დირექტორი.
ქვეყანაში ანტიკორუფციული ბიუროს მუშაობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით ასევე შეიქმნა უწყებათშორისი ანტიკორუფციული საბჭო, რომელიც შეიმუშავებს წინადადებებს ანტიკორუფციული სტრატეგიის შესაქმნელად და მისი განხორციელების გეგმას, ასევე გასცემს რეკომენდაციებს ანტიკორუფციული ბიუროსთვის.
ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და უწყებათშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე.
კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება ერთ-ერთია იმ 12 რეკომენდაციას შორის, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად.