შოვში, სტიქიის ზონაში სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

© Roads Department of Georgia
  - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2023
გამოწერა
50 წლის სამხედრო, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსი ინსტრუქტორი, 1973 წელს დაბადებული თემურ ხარჩილავა შოვში, სტიქიური უბედურების ზონაში სამაშველო სამუშაოების შესრულების დროს დაიღუპა, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. მაშველებმა პირველივე დღეებში სტიქიის ზონიდან 210 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. ბოლო მონაცემებით, ნაპოვნია 31 ადამიანის ცხედარი, აქედან 29 იდენტიფიცირებულია. მაშველები კიდევ ორ ადამიანს, არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვან ბავშვებს ეძებენ.

„2023 წლის 29 აგვისტოს სასწავლო ცენტრი „სორტას" მე-2 სასწავლო კურსის ინსტრუქტორი ონის მუნიციპალიტეტში, შოვში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და მიმდინარე სამაშველო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა", – ნათქვამია თავდაცვის უწყების განცხადებაში.

სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს თემურ ხარჩილავას გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს, აღნიშნულია განცხადებაში.
ყველა ახალი ამბავი
0