მაჭარაშვილი: შარლ მიშელის განცხადება საქართველოში ევროსკეპტიციზმს უწყობს ხელს

© AFP 2024 / Georgia's President Press serviceШарль Мишель на международной конференции в Грузии
Шарль Мишель на международной конференции в Грузии - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2023
გამოწერა
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საქართველოს სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
თბილისი, 29 აგვისტო – Sputnik. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადება ევროკავშირის 2030 წლისთვის გაფართოების შესახებ ევროსკეპტიციზმს უწყობს ხელს, რადგან საუბარია გრძელვადიან პერსპექტივაზე, განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სლოვენიაში, ბლედის სტრატეგიული ფორუმზე განაცხადა, რომ ევროკავშირი 2030 წლისთვის უნდა იყოს მზად გაფართოებისთვის. მისი თქმით, ახალი წევრების ინტეგრაცია მარტივი პროცესი არ იქნება და არაერთ რეფორმას მოითხოვს.
„შარლ მიშელის განცხადებაში იკითხება, რომ საქართველო მიიღებს სტატუსს და ეს პოზიტიურია, თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროა მოცემულობა, როცა ასეთ გრძელვადიან პერსპექტივას ასახელებ. ეს უწყობს ხელს სწორედ ევროსკეპტიციზმს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, „ასოცირებულ ტრიოში“ საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით ყოველთვის მოწინავე პოზიციებზე იყო.
„ასოცირების „ტრიოში“ საქართველო მათივე - ევროკავშირის შეფასებებით, ყოველთვის იყო და არის მოწინავე პოზიციაზე და როცა ამბობ, რომ ერთი წლის წინ მიეცი მოლდოვასა და უკრაინას სტატუსი და საქართველოც მიიღებს, მაგრამ ასახელებ გრძელვადიან პერსპექტივას, ეს ხელს უწყობს ევროსკეპტიციზმს“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
დეპუტატის თქმით, მიშელის განცხადება რადიკალურმა ოპოზიციამ განსხვავებულად მიიღო. მისი თქმით, როგორც კი ბრიუსელიდან ევროინტეგრაციის თემაზე ოდნავ დამაიმედებელი განცხადება ისმის, რადიკალურ ოპოზიციას პოლიტიკური კრუნჩხვები ემართება.
საჭირო იყო მეტი კონკრეტიკა - მმართველი პარტიის ლიდერი შარლ მიშელის განცხადებაზე >
„მიშელის განცხადებას რადიკალური ოპოზიცია სხვადასხვანაირად შეხვდა. რადიკალური ოპოზიცია იყენებს ევროკავშირის ლიდერების განცხადებებს, თითქოს ევროკავშირმა უნდა უკარნახოს აქ საზოგადოებას, ვინ უნდა აირჩიონ, ეს არის ამათი ფანტაზიის ნაყოფი, რომელიც ღამე ესიზმრებათ და მერე ბრიფინგებზე ყვებიან“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
საქართველო სტატუსის მოლოდინში
ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
პაპუაშვილი: ევროკავშირმა საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან თანაბარ დონეზე უნდა დააყენოს>>>
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. შეზღუდულ პროგრესს მიაღწია კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0