https://sputnik-georgia.com/20230829/marcvleulis-garigeba-281749597.html
ერდოღანი და პუტინი მარცვლეულის გარიგების ახალ ფორმულაზე იმსჯელებენ
ერდოღანი და პუტინი მარცვლეულის გარიგების ახალ ფორმულაზე იმსჯელებენ
Sputnik საქართველო
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა სოჭში მოლაპარაკებებზე, რომელიც 4 სექტემბერს გაიმართება, შესაძლოა თურქეთის მიერ შემუშავებულ... 29.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-29T13:42+0400
2023-08-29T13:42+0400
2023-08-29T17:37+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
მარცვლეულის გარიგება
პოლიტიკა
რუსეთი
თურქეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271835317_0:94:3072:1822_1920x0_80_0_0_d8be0d4f21ce3642961428eb6da90af8.jpg
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა სოჭში მოლაპარაკებებზე, რომელიც 4 სექტემბერს გაიმართება, შესაძლოა თურქეთის მიერ შემუშავებულ ახალ ფორმულაზე იმსჯელონ „მარცვლეულის გარიგებასთან“ დაკავშირებით, წერს გაზეთი Hürriyet.გაზეთის ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი, „რომელსაც უკრაინის პულსზე ეჭირა ხელი, იგივე მეთოდს გამოიყენებს რუსეთშიც“, ანუ მოისმენს რუსეთის ხელისუფლების აზრს „მარცვლეულის გარიგებასთან“ დაკავშირებით, რის შემდეგაც უკვე გაეროსთან გამართავს მოლაპარაკებებს.მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინისა და ერდოღანის შეხვედრა მალე გაიმართება. როგორც სააგენტო „რია ნოვოსტი" წერდა თურქეთის ლიდერის ადმინისტრაციაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით, ერდოღანი რუსეთს ინდოეთში G20-ის სამიტამდე ეწვევა. რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან, რომელსაც 2022 წლის 22 ივლისს მოაწერეს ხელი რუსეთის, თურქეთის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებმა, მიმდინარე წლის 17 ივლისს გავიდა. აღნიშნული ინიციატივა უკრაინული მარცვლეულის, სურსათისა და სასუქის შავი ზღვის გავლით ექსპორტს გულისხმობს.ხელშეკრულებიდან გასვლის მიზეზად კრემლმა შეთანხმების მეორე ნაწილის, რუსეთი-გაეროს მემორანდუმის შეუსრულებლობა დაასახელა, რომელიც რუსული სურსათისა და სასუქების ექსპორტის განბლოკვას, „როსსელხოზბანკის“ SWIFT-თან ხელახლა დაკავშირებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სათადარიგო ნაწილებისა და სერვისების მიწოდების განახლებას, ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის მუშაობის აღდგენასა და რიგ სხვა ღონისძიებებს ითვალისწინებდა.რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთი განიხილავს გარიგებაში დაბრუნების შესაძლებლობას, თუ მასში მონაწილეობის ყველა პრინციპი განხორციელდება.წყარო: Hürriyet
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271835317_204:0:2935:2048_1920x0_80_0_0_117ae98de11d4302d2c431e293282a2f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, მარცვლეულის გარიგება, პოლიტიკა, რუსეთი, თურქეთი
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, მარცვლეულის გარიგება, პოლიტიკა, რუსეთი, თურქეთი
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა სოჭში მოლაპარაკებებზე, რომელიც 4 სექტემბერს გაიმართება, შესაძლოა თურქეთის მიერ შემუშავებულ ახალ ფორმულაზე იმსჯელონ „მარცვლეულის გარიგებასთან“ დაკავშირებით, წერს გაზეთი Hürriyet.
გაზეთის ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი, „რომელსაც უკრაინის პულსზე ეჭირა ხელი, იგივე მეთოდს გამოიყენებს რუსეთშიც“, ანუ მოისმენს რუსეთის ხელისუფლების აზრს „მარცვლეულის გარიგებასთან“ დაკავშირებით, რის შემდეგაც უკვე გაეროსთან გამართავს მოლაპარაკებებს.
„ამ კონტაქტების შემდეგ შემუშავებული ახალი ფორმულა, სავარაუდოდ, სოჭში განიხილება პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრაზე", — წერს Hürriyet.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინისა და ერდოღანის შეხვედრა მალე გაიმართება. როგორც სააგენტო „რია ნოვოსტი" წერდა თურქეთის ლიდერის ადმინისტრაციაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით, ერდოღანი რუსეთს ინდოეთში G20-ის სამიტამდე ეწვევა.
რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან, რომელსაც 2022 წლის 22 ივლისს მოაწერეს ხელი რუსეთის, თურქეთის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებმა, მიმდინარე წლის 17 ივლისს გავიდა. აღნიშნული ინიციატივა უკრაინული მარცვლეულის, სურსათისა და სასუქის შავი ზღვის გავლით ექსპორტს გულისხმობს.
ხელშეკრულებიდან გასვლის მიზეზად კრემლმა შეთანხმების მეორე ნაწილის, რუსეთი-გაეროს მემორანდუმის შეუსრულებლობა დაასახელა, რომელიც რუსული სურსათისა და სასუქების ექსპორტის განბლოკვას, „როსსელხოზბანკის“ SWIFT-თან ხელახლა დაკავშირებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სათადარიგო ნაწილებისა და სერვისების მიწოდების განახლებას, ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის მუშაობის აღდგენასა და რიგ სხვა ღონისძიებებს ითვალისწინებდა.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთი განიხილავს გარიგებაში დაბრუნების შესაძლებლობას, თუ მასში მონაწილეობის ყველა პრინციპი განხორციელდება.