აჭარაში ხიხანის ციხე ტურისტებისთვის ხელმისაწვდომი გახდება

© Ajara Tourism Departmentხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის მშენებლობა მთავრდება
ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის მშენებლობა მთავრდება - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2023
გამოწერა
НовостиTelegram
ზღვის დონიდან 2.236 მეტრზე მდებარე ხიხანის ციხე-სიმაგრე ტურისტებისთვის ერთ-ერთი ძნელად მისასვლელი ადგილია.
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. აჭარაში ხიხანის ციხეზე ასასვლელი ტურისტული ბილიკის მშენებლობა მთავრდება, ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კლდეზე აგებული ხიხანის ციხე მთიანი აჭარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორპოსტია. ის XI-XIII საუკუნეებითაა დათარიღებული და მდიდარი ისტორიული წარსული აქვს. თავის დროზე მას სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა – იქიდან აკონტროლებდნენ სავაჭრო გზას. ციხე უნიკალურია როგორც თავისი ადგილმდებარეობითა და იერსახით, ისე ლანდშაფტით.
© Ajara Tourism Departmentხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის მშენებლობა მთავრდება
В Аджарии завершается обустройство туртропинки, ведущей к крепости Хихани - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2023
ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის მშენებლობა მთავრდება
ზღვის დონიდან 2.236 მეტრზე მდებარე ხიხანის ციხე ერთ-ერთი ყველაზე რთულად მისასვლელი ციხე-სიმაგრეა აჭარაში. ციხეზე ასვლა შესაძლებელია მხოლოდ ციცაბო მთაზე გაკვალული ბილიკით, რომელიც გარკვეულ მონაკვეთებში სახიფათოა და მისი დალაშქვრა განსაკუთრებულ ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ხიხანის ციხის დალაშქვრის გამარტივების მიზნით ტურისტული ბილიკის კეთილმოწყობა განახორციელა, რაც ტურისტებისთვის ციხეზე ასვლას უსაფრთხოსა და მიმზიდველს გახდის.
© Ajara Tourism Departmentხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის მშენებლობა მთავრდება
В Аджарии завершается обустройство туртропинки, ведущей к крепости Хихани - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2023
ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის მშენებლობა მთავრდება
ერთკილომეტრიან საფეხმავლო ბილიკზე უკვე დამონტაჟდა გარემოსთან ადაპტირებული კიბეები მოაჯირებით, მოსასვენებელი ადგილები, საქანელა და ფანჩატური. ტურისტებს ახალი ბილიკით სარგებლობა სექტემბერის მეორე ნახევრიდან შეუძლიათ.
მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო წელს ციხის დალაშქვრა შეზღუდული იყო, თუმცა მომავალში ხიხანის ციხე განახლებული ბილიკით ალპური მარშრუტების ერთ-ერთი მთავარი დანიშნულების ადგილი გახდება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას ხიხაძირის ხეობაში.
ყველა ახალი ამბავი
0