ჩინეთში კუნგ-ფუს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 22 მედალი მოიპოვა

© Georgian National Wushu Federationსაქართველოს ნაკრები
საქართველოს ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2023
გამოწერა
НовостиTelegram
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. ჩინეთში გამართულ კუნგ-ფუს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს უშუს ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და 22 მედალი მოიპოვა, იუწყება უშუს ეროვნული ფედერაცია.
საქართველოს ნაკრებმა მოიგო სამი ოქროს, ექვსი ვერცხლისა და 13 ბრინჯაოს მედალი. კერძოდ:
გიორგი გერმანოზაშვილი - 1 ოქრო და 1 ვერცხლი;
სოფიკო აფხაზავა - 1 ოქრო და 1 ბრინჯაო;
მაკა გაბესკირია - 1 ოქრო და 1 ვერცხლი;
დავით გულისაშვილი - 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო;
ლაშა სუმბულაშვილი - 3 ბრინჯაო;
ნინო ჩიხლაძე - 2 ბრინჯაო;
მარიამ არზიანი - 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო;
საბა ედილაშვილი - 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო;
რაულ მამედოვი - 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო;
გიორგი ონიანი - 2 ბრინჯაო
ნიკოლოზი ნუცუბიძე - 1 ბრინჯაო.
კუნგ-ფუს რიგით მეცხრე მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც ჩინეთის ქალაქ ემეიშანში გაიმართა, 53 ქვეყნის 800-ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.
ყველა ახალი ამბავი
0