https://sputnik-georgia.com/20230828/qvatacvenisgan-damcavi-badis-damontajeba--4-mln-larze-meti-dajdeba-281739578.html
ქვათაცვენისგან დამცავი ბადის დამონტაჟება 4 მლნ ლარზე მეტი დაჯდება
ქვათაცვენისგან დამცავი ბადის დამონტაჟება 4 მლნ ლარზე მეტი დაჯდება
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე დამცავი ბადე, რომელიც ფერდზე რამდენიმე წლის წინ გაკეთდა, უსაფრთხოებას ვეღარ უზრუნველყოფს, ამიტომ მისი განახლების გადაწყვეტილება... 28.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-28T18:58+0400
2023-08-28T18:58+0400
2023-08-28T21:58+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
ახალი ამბები
ტრანსპორტი საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
საქართველო
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24744/93/247449359_0:52:3000:1740_1920x0_80_0_0_70e634414c863ef1d210eab310dc9fb5.jpg
თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ფერდობის გაწმენდისა და ქვათაცვენისგან დამცავი ბადის მოწყობის სამუშაოები გრძელდება. პროექტის ღირებულება 4.424 ათასი ლარია, იუწყება მედიაპლატფორმა BM.ge საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე დაყრდნობით.ქვათაცვენა ამირეჯიბის გზატკეცილის მოსაზღვრე კლდოვანი ფერდიდან 14 აგვისტოს მოხდა. მერიაში განაცხადეს, რომ სამუშაოების პირველი ეტაპის ჩატარების წყალობით საშიშროება აღმოიფხვრა, მაგრამ აუცილებელია დამცავი ბადების შეცვლა. სამუშაოების ჩატარების გამო ამჟამად გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, ქვათაცვენის რისკი ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზეა.ბოლო პერიოდში ქვათაცვენის პროცესი გააქტიურდა, გაიზარდა ჩამოშლილი ქვების ზომები. დიდი ზომის ლოდებმა დაარღვიეს წლების წინ მოწყობილი ბადის მთლიანობა და ბადე ვეღარ უზრუნველყოფს ტერიტორიის უსაფრთხოებას, აღნიშნეს სააგენტოში.„მოვლა-პატრონობის ნაწილში მიმდინარეობს ჩამოშლილი მასის გატანა, მაგრამ სახეზეა ქვათაცვენის ინტენსივობის მატება“, – აღნიშნულია განცხადებაში.ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე სამუშაოები გრძელდება – საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია>>სააგენტოს ინფორმაციით, საჭიროა დაუყოვნებლივ დაიწყოს კლდის ამ მონაკვეთის დეტალური კვლევა და პარალელურად ამ მონაცემებზე დაყრდნობით მოეწყოს ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადე ჩაანკერების პრინციპით.დაგეგმილი სამუშაოების გამო 26 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით 06:00-დან 12:00 საათამდე ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე – ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24744/93/247449359_305:0:2694:1792_1920x0_80_0_0_4bda385e3d657efdea86e0f1692a7989.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები, ტრანსპორტი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, საქართველო
თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები, ტრანსპორტი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, საქართველო
ქვათაცვენისგან დამცავი ბადის დამონტაჟება 4 მლნ ლარზე მეტი დაჯდება
18:58 28.08.2023 (განახლებულია: 21:58 28.08.2023) ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე დამცავი ბადე, რომელიც ფერდზე რამდენიმე წლის წინ გაკეთდა, უსაფრთხოებას ვეღარ უზრუნველყოფს, ამიტომ მისი განახლების გადაწყვეტილება მიიღეს.
თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ფერდობის გაწმენდისა და ქვათაცვენისგან დამცავი ბადის მოწყობის სამუშაოები გრძელდება. პროექტის ღირებულება 4.424 ათასი ლარია, იუწყება მედიაპლატფორმა BM.ge საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე დაყრდნობით.
ქვათაცვენა ამირეჯიბის გზატკეცილის მოსაზღვრე კლდოვანი ფერდიდან 14 აგვისტოს მოხდა. მერიაში განაცხადეს, რომ სამუშაოების პირველი ეტაპის ჩატარების წყალობით საშიშროება აღმოიფხვრა, მაგრამ აუცილებელია დამცავი ბადების შეცვლა. სამუშაოების ჩატარების გამო ამჟამად გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს
ინფორმაციით, ქვათაცვენის რისკი ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზეა.
„ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საავტომობილო სავალ ნაწილს გასწვრივ ესაზღვრება კლდე, რომელსაც აქვს პრობლემური მონაკვეთები ქვათაცვენის თვალსაზრისით. წლების წინ კლდის რამდენიმე მონაკვეთში მოწყობილი იქნა ქვათაცვენისგან დამცავი ბადეები ფარდის პრინციპით და რეგულარულად ხდება კლდის ძირში ჩამოცვენილი მასისგან გაწმენდა და დაკვირვება“, – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
ბოლო პერიოდში ქვათაცვენის პროცესი გააქტიურდა, გაიზარდა ჩამოშლილი ქვების ზომები. დიდი ზომის ლოდებმა დაარღვიეს წლების წინ მოწყობილი ბადის მთლიანობა და ბადე ვეღარ უზრუნველყოფს ტერიტორიის უსაფრთხოებას, აღნიშნეს სააგენტოში.
„მოვლა-პატრონობის ნაწილში მიმდინარეობს ჩამოშლილი მასის გატანა, მაგრამ სახეზეა ქვათაცვენის ინტენსივობის მატება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სააგენტოს ინფორმაციით, საჭიროა დაუყოვნებლივ დაიწყოს კლდის ამ მონაკვეთის დეტალური კვლევა და პარალელურად ამ მონაცემებზე დაყრდნობით მოეწყოს ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადე ჩაანკერების პრინციპით.
დაგეგმილი სამუშაოების გამო 26 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით 06:00-დან 12:00 საათამდე ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე – ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია.