ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე სამუშაოები გრძელდება – საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია

© Roads Department by coordination of the Ministry of Regional Development and Infrastructureთბილისი–თიანეთის გზა
თბილისი–თიანეთის გზა - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2023
გამოწერა
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის მოწყობის გამო, 10 სექტემბრის ჩათვლით საავტომობილო მოძრაობა გარკვეული დროით შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ფერდობის გაწმენდისა დაქვათაცვენისგან დამცავი ბადის მოწყობის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. ქვათაცვენა აგვისტოს შუა რიცხვებში ცინცაძისქუჩისკენ გამავალ გვირაბთან არსებული ფერდიდან დაფიქსირდა. როგორც მერიაში მაშინ განაცხადეს, ამმონაკვეთზე მსგავსი ფაქტი პირველად მოხდა.
„მიმდინარე სამუშაოების გამო, 26 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, 06:00-დან 12:00 საათამდე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე - ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება“, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩის გამოყენებით.
ასევე 26 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, 06:00-დან 08:00 საათამდე, მოძრაობა შეიზღუდება თამარაშვილის ქუჩიდან ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.
ქვათაცვენა თბილისში - ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე დამცავი ბადე ეწყობა>>
აღნიშნულ საათებში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ თამარაშვილისა და ცინცაძის ქუჩების, ასევე, ჩოლოყაშვილის გზატკეცილის საშუალებით, აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
უფრო ადრე თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი აბუთიძემ განაცხადა, რომ ფერდზე არსებული დამცავი ბადე თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს, რის გამოც ტერიტორიაზე უსაფრთხოების ბადე ახალი მეთოდით მოეწყობა. სამუშაოების დასრულებას დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება.
ყველა ახალი ამბავი
0