https://sputnik-georgia.com/20230828/-----281727072.html
დევნილთა განსახლების პროგრამა აქტიურად ხორციელდება
დევნილთა განსახლების პროგრამა აქტიურად ხორციელდება
2025 წლის ბოლომდე ახალი საცხოვრებლით ჯამში იძულებით გადაადგილებული 13 ათასი ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული. 28.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-28T12:55+0400
2023-08-28T12:55+0400
2023-08-28T16:52+0400
საქართველო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1a/266901975_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_5693a64867bdf4321a6a9af06b08e781.jpg
თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით საქართველოს ხუთ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსები შენდება, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.თბილისსა და ქუთაისში მიმდინარე მასშტაბურ სამშენებლო სამუშაოებს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ზურაბ უტიაშვილი ადგილზე გაეცნო.უტიაშვილის განცხადებით, სამუშაო პროცესები აქტიურ რეჟიმში, სტანდარტების სრული დაცვით ხორციელდება და დათქმულ ვადებში დასრულდება. შესაბამისად, დევნილ ოჯახებს თანამედროვე სტანდარტების, სრულად გარემონტებული ბინები გადაეცემა.უწყების ცნობით, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე შენდება იძულებით გადაადგილებული 2.400 ოჯახისთვის განკუთვნილი 11 კორპუსი, რომელთა მშენებლობაც მაისში დაიწყო.720 ოჯახი შესახლდება ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, სადაც სამი კორპუსის სამშენებლო სამუშაოები ივნისიდან მიმდინარეობს.რუსთავში დევნილი ოჯახებისთვის 800 ბინის მშენებლობა მიმდინარეობს>>>დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით მთავრობამ განსახლების მასშტაბური პროგრამა 2022 წელს დაიწყო.პროექტის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტრო 2025 წლის ბოლომდე საცხოვრებელი ფართით ჯამში 13 ათას ოჯახს დააკმაყოფილებს – 7 ათასზე მეტ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში გარემონტებული ბინები გადაეცემა, ხოლო 6 ათასი ოჯახი „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლდება. პროექტის ბიუჯეტი 900 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემა საქართველოში 1990-იანი წლების შემდეგ დგას. ქვეყანაში დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.ამჟამად საქართველოში დაახლოებით 290 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 92 ათასი ოჯახია. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, მაგრამ ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1a/266901975_348:0:3077:2047_1920x0_80_0_0_601a609444cc00ae413243a1226c5be4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
დევნილთა განსახლების პროგრამა აქტიურად ხორციელდება
12:55 28.08.2023 (განახლებულია: 16:52 28.08.2023) 2025 წლის ბოლომდე ახალი საცხოვრებლით ჯამში იძულებით გადაადგილებული 13 ათასი ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული.
თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით საქართველოს ხუთ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსები შენდება, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისსა და ქუთაისში მიმდინარე მასშტაბურ სამშენებლო სამუშაოებს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ზურაბ უტიაშვილი ადგილზე გაეცნო.
უტიაშვილის განცხადებით, სამუშაო პროცესები აქტიურ რეჟიმში, სტანდარტების სრული დაცვით ხორციელდება და დათქმულ ვადებში დასრულდება. შესაბამისად, დევნილ ოჯახებს თანამედროვე სტანდარტების, სრულად გარემონტებული ბინები გადაეცემა.
უწყების ცნობით, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე შენდება იძულებით გადაადგილებული 2.400 ოჯახისთვის განკუთვნილი 11 კორპუსი, რომელთა მშენებლობაც მაისში დაიწყო.
720 ოჯახი შესახლდება ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, სადაც სამი კორპუსის სამშენებლო სამუშაოები ივნისიდან მიმდინარეობს.
დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით მთავრობამ განსახლების მასშტაბური პროგრამა 2022 წელს დაიწყო.
პროექტის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტრო 2025 წლის ბოლომდე საცხოვრებელი ფართით ჯამში 13 ათას ოჯახს დააკმაყოფილებს – 7 ათასზე მეტ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში გარემონტებული ბინები გადაეცემა, ხოლო 6 ათასი ოჯახი „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლდება. პროექტის ბიუჯეტი 900 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.
იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემა საქართველოში 1990-იანი წლების შემდეგ დგას. ქვეყანაში დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.
ამჟამად საქართველოში დაახლოებით 290 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 92 ათასი ოჯახია. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, მაგრამ ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.