https://sputnik-georgia.com/20230826/rogor-unda-ganvkargot-sapensio-danazogi-instruqcia-281682303.html
როგორ უნდა განვკარგოთ საპენსიო დანაზოგი - ინსტრუქცია
როგორ უნდა განვკარგოთ საპენსიო დანაზოგი - ინსტრუქცია
Sputnik საქართველო
ამ დრომდე საპენსიო დანაზოგები განთავსებული იყო საბანკო დეპოზიტებსა და სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში. 26.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-26T11:00+0400
2023-08-26T11:00+0400
2023-08-26T11:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
საპენსიო სააგენტო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/88/234438825_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_2e80f5a9b1b432c6a2b1263e8955cfaa.jpg
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. იმისათვის, რომ აირჩიონ სად განახორციელონ დანაზოგის ინვესტირება, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ საპენსიო სააგენტოს ან იუსტიციის სახლს.6 აგვისტოდან ამოქმედდა ცვლილებები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში და 6 სექტემბრამდე სისტემის მონაწილეებმა უნდა აირჩიონ, სად განახორციელონ დანაზოგის ინვესტირება.იმისათვის, რომ მიიღონ გადაწყვეტილება თავიანთი თანხების ინვესტირებაზე, მოქალაქეებს აქვთ ორი ვარიანტი - გააკეთონ ეს ონლაინ-რეჟიმში თავიანთ კაბინეტში საპენსიო სააგენტოს ვებსაიტზე (პირადობის მოწმობის წამკითხველის არსებობის შემთხვევაში ელექტრონული ხელმოწერისთვის), ან იუსტიციის სახლში და საპენსიო სააგენტოში, პირადი ვიზიტისას.ვადები იწურება: საქართველოში საპენსიო დანაზოგების პორტფელის შეცვლის მსურველი ჯერ ცოტაა >>ამავდროულად, ისინი შეძლებენ დაბალი, საშუალო და მაღალი რისკის მქონე ან შერეული პორტფელის არჩევას.ამ პორტფელებს შორის მთავარი განსხვავება მდგომარეობს აქტივების განაწილებაში, რაც თავის მხრივ გრძელვადიან პერსპექტივაში განსხვავებულ შემოსავალს უკავშირდება.ამავდროულად, არცერთი პორტფელი არ ითვალისწინებს დანაზოგის დაკარგვას და განსხვავდება მხოლოდ საპენსიო აქტივების ზრდის ტემპით. ამასთან, საპენსიო სქემაში ჩართულ მონაწილეებს უფლება აქვთ წელიწადში ერთხელ შეცვალონ საინვესტიციო კატეგორიები.ამ დრომდე საპენსიო დანაზოგები განთავსებული იყო საბანკო დეპოზიტებსა და სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში.საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში საპენსიო აქტივების ღირებულება, 30 ივნისის მდგომარეობით, 3,63 მილიარდი დოლარია.ბოლო მონაცემებით, დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეთა რაოდენობა 1,4 მილიონზე მეტი ადამიანია. დღეისათვის დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის დაახლოებით 4,1 ათასმა პირმა, მათზე გაცემული თანხა კი თითქმის 11,7 მლნ ლარს შეადგენს.დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.საქართველოს მოქალაქეები საკუთარი საპენსიო აქტივების ინვესტირებას შეძლებენ >>შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/88/234438825_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_4f07e8118e9bfb5bca344f4ec1fc9474.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საპენსიო სააგენტო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საპენსიო სააგენტო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
როგორ უნდა განვკარგოთ საპენსიო დანაზოგი - ინსტრუქცია
ამ დრომდე საპენსიო დანაზოგები განთავსებული იყო საბანკო დეპოზიტებსა და სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში.
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. იმისათვის, რომ აირჩიონ სად განახორციელონ დანაზოგის ინვესტირება, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ საპენსიო სააგენტოს ან იუსტიციის სახლს.
6 აგვისტოდან ამოქმედდა ცვლილებები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში და 6 სექტემბრამდე სისტემის მონაწილეებმა უნდა აირჩიონ, სად განახორციელონ დანაზოგის ინვესტირება.
იმისათვის, რომ მიიღონ გადაწყვეტილება თავიანთი თანხების ინვესტირებაზე, მოქალაქეებს აქვთ ორი ვარიანტი - გააკეთონ ეს ონლაინ-რეჟიმში თავიანთ კაბინეტში საპენსიო სააგენტოს ვებსაიტზე (პირადობის მოწმობის წამკითხველის არსებობის შემთხვევაში ელექტრონული ხელმოწერისთვის), ან იუსტიციის სახლში და საპენსიო სააგენტოში, პირადი ვიზიტისას.
ამავდროულად, ისინი შეძლებენ დაბალი, საშუალო და მაღალი რისკის მქონე ან შერეული პორტფელის არჩევას.
ამ პორტფელებს შორის მთავარი განსხვავება მდგომარეობს აქტივების განაწილებაში, რაც თავის მხრივ გრძელვადიან პერსპექტივაში განსხვავებულ შემოსავალს უკავშირდება.
ამავდროულად, არცერთი პორტფელი არ ითვალისწინებს დანაზოგის დაკარგვას და განსხვავდება მხოლოდ საპენსიო აქტივების ზრდის ტემპით. ამასთან, საპენსიო სქემაში ჩართულ მონაწილეებს უფლება აქვთ წელიწადში ერთხელ შეცვალონ საინვესტიციო კატეგორიები.
ამ დრომდე საპენსიო დანაზოგები განთავსებული იყო საბანკო დეპოზიტებსა და სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში.
საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში საპენსიო აქტივების ღირებულება, 30 ივნისის მდგომარეობით, 3,63 მილიარდი დოლარია.
ბოლო მონაცემებით, დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეთა რაოდენობა 1,4 მილიონზე მეტი ადამიანია. დღეისათვის დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის დაახლოებით 4,1 ათასმა პირმა, მათზე გაცემული თანხა კი თითქმის 11,7 მლნ ლარს შეადგენს.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.
24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.