https://sputnik-georgia.com/20230823/----------281592212.html
„საქართველოსადმი ნდობა იზრდება“ - ექსპერტი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლების შესახებ
„საქართველოსადმი ნდობა იზრდება“ - ექსპერტი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლების შესახებ
Sputnik საქართველო
საქართველოსთან საქმიანი და პარტნიორული ურთიერთობები უცხოურ ინვესტორებს მზარდი ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს, მიაჩნია არჩვაძეს. 23.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-23T19:27+0400
2023-08-23T19:27+0400
2023-08-23T22:23+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
პრეს-ცენტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/10/249726961_0:0:3067:1725_1920x0_80_0_0_8b29423eb2d6b784ed5c29b54fcdab89.jpg
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. რეგიონში არსებული კრიზისის მიუხედავად, უცხოელი ინვესტორების ნდობა და ინტერესი საქართველოსადმი მხოლოდ იზრდება, განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ (სოსო) არჩვაძემ.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ დაზუსტებული მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2021 წლის განახლებულ მონაცემებთან შედარებით 67,5%-ით გაიზარდა და 2,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.ექსპერტის თქმით, ინვესტიციების ზრდა აჩვენებს, რომ ისინი კმაყოფილი არიან საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატით და საქართველოსთან საქმიანი პარტნიორული ურთიერთობები მათ მზარდი ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.რამდენ ფულს რიცხავენ მიგრანტები საქართველოში - ახალი სტატისტიკა >>„და ეს აისახება არა მარტო უცხოური ინვესტიციების მოცულობაზე, არამედ მაკროეკონომიკური ზრდის, მშპ-ის მაჩვენებლებზეც. ბოლო მონაცემები გამოქვეყნდა ივნისის თვეში, (მშპ-ის ზრდა) იყო 7,7%. სადღაც 30 აგვისტოს იქნება ახალი მაჩვენებლები და, ვფიქრობ, ისინი წინა მაჩვენებლებისგან დიდად განსხვავებული არ იქნება“, – განაცხადა მან.არჩვაძე აღნიშნავს, რომ თუ შევადარებთ ინვესტიციების ხარისხობრივ მაჩვენებელს, მაშინ საქართველო მნიშვნელოვნად უსწრებს მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს, რაც მიუთითებს ქვეყნის ღრმა და სტაბილურ ჩართულობაზე მსოფლიო ეკონომიკურ პროცესებში.„2022 წელს მიღწეული იქნა ისტორიული მაქსიმუმი უცხოური ინვესტიციების კუთხით – 2 მილიარდ დოლარზე მეტი. მთელ მსოფლიოში გლობალური მასშტაბით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა საშუალოდ 12%-ით, ჩვენ კი 2021 წელთან შედარებით 1,7-ჯერ გავზარდეთ. ხოლო 2020 წელთან შედარებით – 3,5-ჯერ“, – განაცხადა არჩვაძემ.ინვესტიციებზე საუბრისას ექსპერტმა ასევე ორი გარემოება გამოყო. პირველი ის არის, რომ ინვესტიციები არა მხოლოდ უცხოურია, არამედ ადგილობრივიც.მეორეც, როგორც არჩვაძემ განაცხადა, საინვესტიციო დატვირთვა გააჩნია უცხოეთიდან ფულადი ტრანზაქციების გაზრდილ მოცულობასაც. მისი თქმით, 90-იან წლებში ფულადი გზავნილები ძირითადად გამიზნული იყო მიმდინარე საჭირო ხარჯების დასაფარად (სასურსათო კალათის შევსება, კვება).საქართველოში 2022 წელს განხორციელებული უცხოური ინვესტიციების მოცულობა დაზუსტდა >>ამჟამად კი, ექსპერტის თქმით, ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოიყენება საინვესტიციო ფაქტორად – საცხოვრებელი ფართის მშენებლობა-რემონტისთვის, ბიზნესის დასაწყებად, იხარჯება ბავშვების განათლებაზე ადგილობრივ თუ უცხოურ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2023 წლის იანვარი–ივლისში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 27,5%-ით გაიზარდა და 2.668,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.ფულადი გზავნილებით რუსეთი ლიდერობს – 2023 წლის იანვარი–ივლისში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 1.122,1 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 44,8%-ია.ოფიციალური მონაცემებით, ინვესტიციების ზრდა უკავშირდება კომპანიების სააქციო კაპიტალის და რეინვესტიციების ზრდას.საქართველოს მოქალაქეები საკუთარი საპენსიო აქტივების ინვესტირებას შეძლებენ >>ეკონომიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რეინვესტიციის დიდი მოცულობა გახდა – იგი 78,5%-ით გაიზარდა და 1,4 მლრდ დოლარი შეადგინა. 2021 წელს რეინვესტიციის მოცულობა 772 მლნ დოლარი იყო.რეინვესტიციების დიდი მოცულობის ძირითად მიზეზად ასახელებენ საგადასახადო სისტემის ე.წ. ესტონურ მოდელს, რომელიც ქვეყანაში 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. სიახლის მიხედვით, გადასახადებისგან თავისუფლდება საწარმოთა მოგების ის ნაწილი, რომელიც წარმოების განვითარებისკენაა მიმართული. მოქმედი საგადასახადო კოდექსის თანახმად, მოგების გადასახადის განაკვეთი 15%-ს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/10/249726961_232:0:2961:2047_1920x0_80_0_0_440d5513bbe59aad8caf458fbc7f5baf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, პრეს-ცენტრი
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, პრეს-ცენტრი
„საქართველოსადმი ნდობა იზრდება“ - ექსპერტი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლების შესახებ
19:27 23.08.2023 (განახლებულია: 22:23 23.08.2023) საქართველოსთან საქმიანი და პარტნიორული ურთიერთობები უცხოურ ინვესტორებს მზარდი ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს, მიაჩნია არჩვაძეს.
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. რეგიონში არსებული კრიზისის მიუხედავად, უცხოელი ინვესტორების ნდობა და ინტერესი საქართველოსადმი მხოლოდ იზრდება, განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ (სოსო) არჩვაძემ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ დაზუსტებული მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2021 წლის განახლებულ მონაცემებთან შედარებით 67,5%-ით გაიზარდა და 2,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.
„რეგიონში არსებული კრიზისის ფონზე საქართველოს მიმართ ნდობა იზრდება. ეს მეტყველებს იმაზე, რომ უცხოური საქმიანი წრეები და ინვესტორები განიხილავენ საქართველოს, როგორც ფინანსური საინვესტიციო სახსრების დაბანდების ობიექტს, და როგორც საშუალო, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში საკუთარ ეკონომიკურ სარგებელს საქართველოს უკავშირებენ“, – განაცხადა არჩვაძემ.
ექსპერტის თქმით, ინვესტიციების ზრდა აჩვენებს, რომ ისინი კმაყოფილი არიან საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატით და საქართველოსთან საქმიანი პარტნიორული ურთიერთობები მათ მზარდი ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.
„და ეს აისახება არა მარტო უცხოური ინვესტიციების მოცულობაზე, არამედ მაკროეკონომიკური ზრდის, მშპ-ის მაჩვენებლებზეც. ბოლო მონაცემები გამოქვეყნდა ივნისის თვეში, (მშპ-ის ზრდა) იყო 7,7%. სადღაც 30 აგვისტოს იქნება ახალი მაჩვენებლები და, ვფიქრობ, ისინი წინა მაჩვენებლებისგან დიდად განსხვავებული არ იქნება“, – განაცხადა მან.
არჩვაძე აღნიშნავს, რომ თუ შევადარებთ ინვესტიციების ხარისხობრივ მაჩვენებელს, მაშინ საქართველო მნიშვნელოვნად უსწრებს მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს, რაც მიუთითებს ქვეყნის ღრმა და სტაბილურ ჩართულობაზე მსოფლიო ეკონომიკურ პროცესებში.
„2022 წელს მიღწეული იქნა ისტორიული მაქსიმუმი უცხოური ინვესტიციების კუთხით – 2 მილიარდ დოლარზე მეტი. მთელ მსოფლიოში გლობალური მასშტაბით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა საშუალოდ 12%-ით, ჩვენ კი 2021 წელთან შედარებით 1,7-ჯერ გავზარდეთ. ხოლო 2020 წელთან შედარებით – 3,5-ჯერ“, – განაცხადა არჩვაძემ.
ინვესტიციებზე საუბრისას ექსპერტმა ასევე ორი გარემოება გამოყო. პირველი ის არის, რომ ინვესტიციები არა მხოლოდ უცხოურია, არამედ ადგილობრივიც.
„შიდა ინვესტიციების, რეინვესტირების მოცულობა რამდენჯერმე აღემატება უცხოურ ინვესტიციებს, ანუ ჩვენი განვითარება ეფუძნება არა მხოლოდ უცხოურ წყაროებს, არამედ შიდა რეზერვებსაც", – განაცხადა მან.
მეორეც, როგორც არჩვაძემ განაცხადა, საინვესტიციო დატვირთვა გააჩნია უცხოეთიდან ფულადი ტრანზაქციების გაზრდილ მოცულობასაც. მისი თქმით, 90-იან წლებში ფულადი გზავნილები ძირითადად გამიზნული იყო მიმდინარე საჭირო ხარჯების დასაფარად (სასურსათო კალათის შევსება, კვება).
ამჟამად კი, ექსპერტის თქმით, ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოიყენება საინვესტიციო ფაქტორად – საცხოვრებელი ფართის მშენებლობა-რემონტისთვის, ბიზნესის დასაწყებად, იხარჯება ბავშვების განათლებაზე ადგილობრივ თუ უცხოურ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2023 წლის იანვარი–ივლისში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 27,5%-ით გაიზარდა და 2.668,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ფულადი გზავნილებით რუსეთი ლიდერობს – 2023 წლის იანვარი–ივლისში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 1.122,1 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 44,8%-ია.
ოფიციალური მონაცემებით, ინვესტიციების ზრდა უკავშირდება კომპანიების სააქციო კაპიტალის და რეინვესტიციების ზრდას.
ეკონომიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რეინვესტიციის დიდი მოცულობა გახდა – იგი 78,5%-ით გაიზარდა და 1,4 მლრდ დოლარი შეადგინა. 2021 წელს რეინვესტიციის მოცულობა 772 მლნ დოლარი იყო.
რეინვესტიციების დიდი მოცულობის ძირითად მიზეზად ასახელებენ საგადასახადო სისტემის ე.წ. ესტონურ მოდელს, რომელიც ქვეყანაში 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. სიახლის მიხედვით, გადასახადებისგან თავისუფლდება საწარმოთა მოგების ის ნაწილი, რომელიც წარმოების განვითარებისკენაა მიმართული. მოქმედი საგადასახადო კოდექსის თანახმად, მოგების გადასახადის განაკვეთი 15%-ს შეადგენს.