https://sputnik-georgia.com/20230816/ramden-fuls-ricxaven-migrantebi-saqartvelosi-axali-monacemebi-281264484.html
რამდენ ფულს რიცხავენ მიგრანტები საქართველოში - ახალი სტატისტიკა
რამდენ ფულს რიცხავენ მიგრანტები საქართველოში - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
საქართველოში ფულადი გზავნილებით 2023 წლის პირველ შვიდ თვეში რუსეთი ლიდერობს. 16.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-16T12:19+0400
2023-08-16T12:19+0400
2023-08-16T19:48+0400
საქართველოს ეკონომიკა
სტატისტიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24876/61/248766106_0:330:3054:2048_1920x0_80_0_0_f257f6c2b8bfb95204ec504ff8f14fd8.jpg
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2023 წლის იანვარი–ივლისში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 27,5%-ით გაიზარდა და 2.668,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი. ფულადი გზავნილების მოცულობით 2023 წლის პირველ შვიდ თვეში რუსეთი ლიდერობს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 1.122,1 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 44,8%-ია. ივლისში გზავნილების მოცულობით რუსეთი ლიდერობს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვები 2023 წლის ივლისში 1,6%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 301,1 მლნ დოლარი შეადგინა. ივლისში რუსეთიდან 73,8 მლნ დოლარი გადმოირიცხა – გზავნილების მთლიანი მოცულობის 24,5%, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26,6%-ით ნაკლებია. რამდენი გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთში ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 28,4 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის ივლისთან შედარებით 2,5%-ით მეტია. 2023 წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოდან უცხოეთში 201 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,4%-ით მეტია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24876/61/248766106_0:137:2547:2048_1920x0_80_0_0_85f72f213158a8edf27c7e1970a50f51.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, სტატისტიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს ეკონომიკა, სტატისტიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები, საქართველო
რამდენ ფულს რიცხავენ მიგრანტები საქართველოში - ახალი სტატისტიკა
12:19 16.08.2023 (განახლებულია: 19:48 16.08.2023) საქართველოში ფულადი გზავნილებით 2023 წლის პირველ შვიდ თვეში რუსეთი ლიდერობს.
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2023 წლის იანვარი–ივლისში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 27,5%-ით გაიზარდა და 2.668,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
ფულადი გზავნილების მოცულობით 2023 წლის პირველ შვიდ თვეში რუსეთი ლიდერობს.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა: 2023 წლის იანვარი–ივლისი
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა/ვარდნა % |
რუსეთი | 1.122,1 | 40,7 |
იტალია | 295,2 | 20,9 |
აშშ | 236,8 | 34,5 |
საბერძნეთი | 138,6 | 7,9 |
ისრაელი | 124,6 | 11,3 |
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 1.122,1 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 44,8%-ია.
ივლისში გზავნილების მოცულობით რუსეთი ლიდერობს
ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვები 2023 წლის ივლისში 1,6%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 301,1 მლნ დოლარი შეადგინა.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა საქართველოში – 2023 წლის ივლისი
ქვეყანა | გადმორიცხვის მოცულობა მლნ დოლარი | ზრდა/ვარდნა % |
რუსეთი | 73,8 | -26,6 |
იტალია | 45,3 | 26,1 |
აშშ | 40,0 | 40,1 |
საბერძნეთი | 21,6 | 12,9 |
გერმანია | 20,5 | 40,3 |
ივლისში რუსეთიდან 73,8 მლნ დოლარი გადმოირიცხა – გზავნილების მთლიანი მოცულობის 24,5%, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26,6%-ით ნაკლებია.
რამდენი გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთში
ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 28,4 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის ივლისთან შედარებით 2,5%-ით მეტია.
2023 წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოდან უცხოეთში 201 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,4%-ით მეტია.