რას ვჭამთ: „ნიკორა ტრეიდი" სალმონელას აღმოჩენის შესახებ

© photo: Sputnik / Ilya Moskovets / გადასვლა მედიაბანკშიკლინიკა
კლინიკა - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2023
გამოწერა
„ნიკორა ტრეიდის" მზა კერძების წარმოებას საწარმოო პროცესი ორი ადამიანის სალმონელოზით დაინფიცირების შემდეგ დაუხურეს.
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. „ნიკორა ტრეიდის" მზა კერძების წარმოების საწარმოო პროცესის დახურვის მიზეზი კომპანია „ჯეო დისტრიბუციის" ქათმის ფილე „გრაკო" გახდა, ნათქვამია კომპანია „ნიკორა ტრეიდის" განცხადებაში.
„ნიკორა ტრეიდის" მზა კერძების წარმოება მას შემდეგ დახურეს, რაც ორ ადამიანს სალმონელოზი აღმოაჩნდა. ორივე პაციენტმა მაღაზიაში ნაყიდი „კიევური კატლეტი" მიიღო.
როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მათ მიმართეს ინფორმაციით, რომ რამდენიმე ადამიანი მოიწამლა, რომლებმაც „კიევური კატლეტი" ჭამეს. ინფორმაციის მიღებისთანავე კომპანიამ სააგენტოს ყველა მითითება შეასრულა და განაგრძობს მასთან თანამშრომლობას.

„მათთან აქტიური თანამშრომლობით გამოვავლინეთ, სად იყო მიზეზი და მივაკვლიეთ ქათმის ფილე „გრაკოს", რომელიც გამოიყენებოდა კატლეტის წარმოებაში, ხოლო ამ უკანასკნელით გვამარაგებდა კომპანია „ჯეო დისტრიბუცია". რა თქმა უნდა, ვაცნობეთ აღნიშნულ კომპანიას მომხდარის შესახებ და უმალვე მოვხსენით ის კონკრეტული პარტია მოხმარებიდან", – ნათქვამია განცხადებაში.

„ნიკორა ტრეიდში" აღნიშნეს, რომ კომპანია ამ პროდუქტით მათი ქსელის მხოლოდ რამდენიმე მაღაზიას ამარაგებდა და, შესაბამისად, პრობლემის მასშტაბი და შემთხვევა ბევრი არ არის.
„ვწუხვართ აღნიშნული ფაქტის გამო და ამ ეტაპზეც აქტიურად ვთანამშრომლობთ სააგენტოსთან ყველა მათი რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულების მიზნით", – აღნიშნულია განცხადებაში.
„ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძებში სალმონელა აღმოჩნდა>>
შემოწმების შედეგად ამოღებულია და შესაბამისი წესების დაცვით განადგურებულია პათოგენით დაბინძურებული 20 კგ ქათმის ფილე, 100 კგ სხვადასხვა სახეობის სურსათი და 22 კგ „კიევური კატლეტის" ფარში, სადაც გამოყენებული იყო აღნიშნული ქათმის ფილე.
ახლა სააგენტოს თანამშრომლები იმპორტირებულ ხორცს სხვა წერტილებშიც ამოწმებენ, სადაც ქათმის ფილე აღნიშნულმა მიმწოდებელმა შეიტანა.
ყველა ახალი ამბავი
0