პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო იარაღი ამოიღო - დაკავებულია 14 პირი

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიცეცხლსასროლი იარაღი
ცეცხლსასროლი იარაღი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2023
გამოწერა
НовостиTelegram
დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლო პერიოდში თბილისსა და რეგიონებში უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ჯამში 14 პირია დაკავებული, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
სამართალდამცველებმა 14 პირიდან 7 პირი თბილისში დააკავეს, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, პისტოლეტები, მჭიდები, ე.წ. „გეკოს" ტიპის შაშხანა და ვაზნები.
რაც შეეხება რეგიონებს, სამეგრელო–ზემო სვანეთის, კახეთის, იმერეთისა და გურიის პოლიციის თანამშრომლემა სხვადასხვა დროს ასევე 7 პირი დააკავეს, ნივთმტკიცებად კი ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, მჭიდები, ვაზნები, გადაჭრილი სანადირო თოფები და ხელყუმბარა.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0