გაუცხოებული მშობლიური სახლი და ბისერებით მოქარგული ხატები

© courtesy of Nino Dzamanashviliნინო ძმანაშვილი
ნინო ძმანაშვილი  - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2023
გამოწერა
ნინო ძმანაშვილმა უცხოეთში ხატების ქარგვა დაიწყო და პოეზიას დაუმეგობრდა.
პროფესიით ინჟინერ-ენერგეტიკოსი ნინო ძმანაშვილი 28 წელზე მეტია მოსკოვში ცხოვრობს. საქმიანობის გაგრძელება თავისი პროფესიით უცხო ქვეყანაშიც შეძლო – 23 წლის ასაკში ქარხნის მთავარი ენერგეტიკოსი გახდა. ამბობს, რომ თავიდან ალაზნის ველისა და კავკასიონის გარეშე ცხოვრება ძალიან გაუჭირდა. ემიგრაციაში ყოფნა კი ხელოვნებამ გაუადვილა.
© photo: courtesy of Nino Dzamanashviliნინო ძმანაშვილის ნამუშევარი
ნინო ძმანაშვილის ნამუშევარი  - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2023
ნინო ძმანაშვილის ნამუშევარი
- ქალბატონო ნინო, ბავშვობა სად გაატარეთ და რა გახსენდებათ იმ დროიდან?
- ბავშვობა ყველაზე უდარდელი პერიოდია და ეს არც ჩემთვის ყოფილა გამონაკლისი. ბავშვობის წლები ქიზიყში, წნორში გავატარე. ყველა ქიზიყელს ალბათ დაბადებიდან დაჰყვება თავისუფლების გრძნობა, ეს ხომ უბატონო კუთხეა და ამით ყველა ქიზიყელი ამაყობს. იქაურები ძალიან კეთილი, ამაყი, პირდაპირი და ჯიუტი ხალხია. რაღა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მეც ბავშვობიდან დამყვა. გავიზარდე ძალიან თბილ და სიყვარულით სავსე ატმოსფეროში. ყოველთვის ვცდილობდი მშობლების იმედები არ გამეცრუებინა. დროს უფრო მეტად სახლში ვატარებდი, ვკითხულობდი, მიყვარდა ყვავილები და ულამაზესი ბაღიც მქონდა. კიდევ ვქსოვდი, ვქარგავდი, ვხატავდი, ვწერდი ჩანახატებსა და ლექსებს.
© photo: courtesy of Nino Dzamanashviliნინო ძმანაშვილის ნამუშევარი
ნინო ძმანაშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2023
ნინო ძმანაშვილის ნამუშევარი
- მიუხედავად ამისა, როცა დრო მოვიდა, პრაქტიკული პროფესია აირჩიეთ...
- წნორის პირველი საშუალო სკოლის დამთავრების მერე სწავლა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ენერგეტიკის ფაკულტეტზე განვაგრძე. ჯგუფში ძალიან თბილი მეგობრები მყავდა, რომლებთანაც დღესაც მაქვს ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ელექტროსადგურების კათედრაზე დამტოვეს, განაწილების დროს ბევრი ვიწვალე და სამუშაოდ წნორის მანქანათმშენებელ ქარხანაში წავედი. უკვე 23 წლისა ქარხნის მთავარი ენერგეტიკოსი გავხდი. პროფესიაზე უზომოდ ვიყავი შეყვარებული და საქმეს დიდი სიყვარულით ვემსახურებოდი. დამიჯერეთ, უკან იგივე სიყვარული მიბრუნდებოდა.
© photo: courtesy of Nino Dzamanashviliნინო ძმანაშვილის ნამუშევარი
ნინო ძმანაშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2023
ნინო ძმანაშვილის ნამუშევარი
- სირთულეების გადალახვა თუ გიწევდათ?
- სიძნელეები იყო, რადგან არც გამოცდილება მყოფნიდა და ქარხანაც მოძველებული იყო. ბევრჯერ ჩამიკეტავს კაბინეტის კარი და მიტირია. მაგრამ ხომ იცით, რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებს. ამიტომ მერე მაინც ყველაფერი მომიგვარებია.
© photo: courtesy of Nino Dzamanashviliნინო ძმანაშვილის ნამუშევარი
ნინო ძმანაშვილის ნამუშევარი  - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2023
ნინო ძმანაშვილის ნამუშევარი
- თქვენი პირადი ცხოვრება როგორ წარიმართა?
- იმდენად ვიყავი ჩაფლული ქარხნის საქმიანობაში, რომ პირად ცხოვრებაზე არც ვფიქრობდი, ყველა და ყველაფერი მიყვარდა და ყველაში მხოლოდ ძმასა და მეგობარს ვხედავდი. მახსოვს, როდესაც ჩვენი მთავარი მექანიკოსი სიყვარულში გამომიტყდა და ცოლობა მთხოვა, რაც საბუთები მეჭირა ხელში, მოულოდნელობისგან ყველაფერი დამიცვივდა. მან კი იმდენი მოახერხა, რომ ნელ-ნელა ამ აზრს შემაჩვია და 1992 წელს ოჯახი შევქმენით. ეს ის პერიოდია, როცა საბჭოთა კავშირი სულს ღაფავდა და ეკონომიკაც თან მიჰყვებოდა. ერთ დღესაც ქარხანა დაიკეტა და ორივე უმუშევარი დავრჩით. იმ დროს რვა თვის ფეხმძიმე ვიყავი...
© photo: courtesy of Nino Dzamanashviliნინო ძმანაშვილი
ნინო ძმანაშვილი  - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2023
ნინო ძმანაშვილი
- მოსკოვში როგორ აღმოჩნდით?
- მანამდე კვალიფიკაციის ასამაღლებლად თითქმის ყოველწლიურად ჩავდიოდი მოსკოვში, რადგან ჩვენი ქარხანა რუსეთს ექვემდებარებოდა და სამინისტროც მოსკოვში იყო. რადგან საქართველოში ძალიან რთული ვითარება შეიქმნა, ბევრი ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ წავსულიყავით მოსკოვში, სადაც ბინაც მქონდა. მოსკოვში 1993 წლის 25 სექტემბერს ჩამოვედით. მახსოვს, ქალაქი თოვლით შეგვხვდა, თითქოს პირველი დღიდან გვაგრძნობინა სუსხი, მიგვახვედრა, რომ აქ ადვილი ცხოვრება არ გველოდა. თუმცა რამდენიმე დღეში გამოიდარა და დათბა კიდეც.
© photo: courtesy of Nino Dzamanashviliნინო ძმანაშვილის ნამუშევარი
ნინო ძმანაშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2023
ნინო ძმანაშვილის ნამუშევარი
- ემიგრაციის სირთულეები ალბათ თქვენც შეგეხოთ...
- ემიგრანტობა ყველგან რთულია, სადაც არ უნდა ცხოვრობდე, ჩვენთვის კი ორმაგად რთული. ემიგრანტისთვის ხომ ერთ თბილ სიტყვასაც ოქროს ფასი აქვს. ყოველთვის ვგრძნობ, რომ აქ სხვა ვარ, სულ რაღაც უკმარისობის გრძნობა მაქვს. ვგრძნობ, რომ ეს მიწა ჩემი არ არის და უცხო ჰაერს ვსუნთქავ. 28 წელზე მეტია აქ ვცხოვრობ და მაინც ვერ გავითავისე. ამაზე ბევრი ქართველი იცინის, მაგრამ მე ჩემი ქიზიყი ისევ მეძახის, ჩემი ალაზნის ველი და ბუმბერაზი კავკასიონი მიხმობს.
© photo: courtesy of Nino Dzamanashviliნინო ძმანაშვილი
ნინო ძმანაშვილი  - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2023
ნინო ძმანაშვილი
- ნოსტალგიას რა გიმსუბუქებთ?
- სულიერად ხელოვნება მეხმარება, უქმად არასდროს ვყოფილვარ, ძაფით ჯვარედინი ქარგვით საკმაოდ დიდ ფორმატზე რვა ნახატი შევქმენი, ბისერებით 16 ხატი მოვქარგე. ასევე მოვქსოვე სუფრები. ხანდახან პოეზიით ვეფერები საქართველოს. გამიუცხოვდა სახლი, სადაც აღარც დედა მელოდება და აღარც მამა. მენატრება ყველაფერი, ეზოში დაგდებული ქვაც კი. მენატრება იქ დარჩენილი ბავშვობა, ახლობლები და მეგობრები. მენატრება ჩემი ეზოდან დანახული, ბინდში ჩაწოლილი სიღნაღი, გამთენიისას კავკასიონიდან ამოსული მზის დანახვა...
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0