„უმნიშვნელოვანესი თარიღი" - საქართველოს ხელისუფლებამ მოქალაქეებს კონსტიტუციის დღე მიულოცა

© courtesy of Giorgi Margvelashviliსაქართველოს კონსტიტუცია
საქართველოს კონსტიტუცია - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2023
გამოწერა
НовостиTelegram
საქართველოს კონსტიტუცია დიდი ისტორიითა და კულტურით განსაზღვრულ ფასეულობებს ეფუძნება, აღნიშნეს მთავრობაში.
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღე ქართული ისტორიის ახალი ეტაპის – ძლიერი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის დაწყების დღეა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის მისალოც წერილში.
ქვეყნის უზენაესი კანონის მიღების დღიდან 28 წელი გავიდა. დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის მთავარი კანონი 1995 წლის 24 აგვისტოს მიიღო. დოკუმენტში მას შემდეგ მრავალი ცვლილება შევიდა.

„გილოცავთ კონსტიტუციის დღეს! 24 აგვისტო ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. დღევანდელ დღეს, 1995 წელს დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებით სათავე დაუდო ჩვენი ისტორიის ახალ ეტაპს – სამოქალაქო ერთიანობაზე, კანონის უზენაესობაზე, თავისუფლების, დემოკრატიის, მშვიდობისა და განვითარების იდეალებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობას", – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუცია ეფუძნება ფასეულობებს, რომლებიც დიდ ისტორიასა და კულტურას ასახავს. ამავე დროს ის ასახავს ახალ მიზნებსა და ამოცანებს ქვეყნის წინსვლისთვის თანამედროვე ეპოქაში.

„ეს დღე ერთიანობის მომენტია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს საერთო გადაწყვეტილებას ნათელი მომავლის – ერთიანი, მშვიდობიანი, ძლიერი, განვითარებული საქართველოს ასაშენებლად", – აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში.

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია 1921 წლის 21 თებერვალს მიიღეს. ეს ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში ერთ-ერთი მთავარი თარიღია.
საქართველოს კონსტიტუციაში შესწორებათა უმრავლესობა შევიდა 2004-2012 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას, მათ შორის პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირების და პარლამენტის როლის გაძლიერების კუთხით.
2012 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ მიღებულ იქნა კონსტიტუციის განახლებული რედაქცია, რომლის თანახმად საქართველო გადავიდა საპარლამენტო მოდელზე, ხოლო პრეზიდენტი შეზღუდული უფლებამოსილების მქონე სიმბოლურ ფიგურად იქცა.
ყველა ახალი ამბავი
0