https://sputnik-georgia.com/20230824/rogor-mimdinareobs-turistuli-sezoni-awarasi-rijvazis-pasuxi-281646230.html
როგორ მიმდინარეობს ტურისტული სეზონი აჭარაში - რიჟვაძის პასუხი
როგორ მიმდინარეობს ტურისტული სეზონი აჭარაში - რიჟვაძის პასუხი
Sputnik საქართველო
აჭარაში ტურისტული ნაკადი 2022 წელთან შედარებით 56%-ით გაიზარდა, 2019 წელთან შედარებით კი ზრდა 24%-ს შეადგენს, განაცხადა რეგიონის მთავრობის მეთაურმა. 24.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-24T22:26+0400
2023-08-24T22:26+0400
2023-08-24T22:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
აჭარის მთავრობა
აჭარა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/04/276417691_0:0:1141:642_1920x0_80_0_0_fbcb3df13f13a0e2798f816c309100f0.jpg
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ბათუმში, ქობულეთსა და მთიან აჭარაში ვიზიტების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის – როგორც ტურიზმის დეპარტამენტის, ისე მთავრობის მიერ დასახული ამოცანების შესაბამისად, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ავტონომიის მთავრობის სხდომაზე.აჭარის მთავრობის ინფორმაციით, რეგიონში ტურისტული სეზონი წარმატებით მიმდინარეობს. საერთაშორისო და ადგილობრივი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2023 წლის ორ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 56,6%-ით გაიზარდა.გარდა ამისა, მისი თქმით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2023 წლის 7 თვის მონაცემით განხორციელდა 1.436 საერთაშორისო ფრენა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 9,7%-ით აღემატება.აჭარაში საზაფხულო ტურისტული სეზონი ოფიციალურად 3-4 ივნისს გაიხსნა. წელს რეგიონში 4 მილიონზე მეტ სტუმარს ელოდებიან.ტურისტულ სიახლეებს შორის, რომლითაც აჭარა ზაფხულის სეზონს ხვდება, არის ზიპლაინი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, კანიონები კაპნისთავში და უჩხოში, სამთო-საველოსიპედე ბილიკი ქედა-შუახევში, ტურისტული ბანაკები და საპიკნიკო ინფრასტრუქტურა ჯვარიმინდორში, ჩირუხსა და კაპნისთავში. გარდა ამისა, გაჩნდა 25 მარკირებული ტურისტული მარშრუტი.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/04/276417691_0:0:857:642_1920x0_80_0_0_c83446571f588ec8750268a893e0af1d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, აჭარის მთავრობა , აჭარა
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, აჭარის მთავრობა , აჭარა
როგორ მიმდინარეობს ტურისტული სეზონი აჭარაში - რიჟვაძის პასუხი
22:26 24.08.2023 (განახლებულია: 22:54 24.08.2023) აჭარაში ტურისტული ნაკადი 2022 წელთან შედარებით 56%-ით გაიზარდა, 2019 წელთან შედარებით კი ზრდა 24%-ს შეადგენს, განაცხადა რეგიონის მთავრობის მეთაურმა.
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ბათუმში, ქობულეთსა და მთიან აჭარაში ვიზიტების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის – როგორც ტურიზმის დეპარტამენტის, ისე მთავრობის მიერ დასახული ამოცანების შესაბამისად, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ავტონომიის მთავრობის სხდომაზე.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, რეგიონში ტურისტული სეზონი წარმატებით მიმდინარეობს. საერთაშორისო და ადგილობრივი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2023 წლის ორ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 56,6%-ით გაიზარდა.
„გასულ წელთან შედარებით, ტურისტული ნაკადები გაზრდილია 56%-ით, 2019 წელთან შედარებით კი ზრდა შეადგენს 24%-ს. ასევე ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ახალი ტურისტული ობიექტები შეიქმნა მაღალმთიან აჭარაში – აჭარის მაღალმთიანეთს ტურისტული დანიშნულების დაახლოებით 45 ახალი ობიექტი შეემატა“, – განაცხადა რიჟვაძემ.
გარდა ამისა, მისი თქმით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2023 წლის 7 თვის მონაცემით განხორციელდა 1.436 საერთაშორისო ფრენა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 9,7%-ით აღემატება.
აჭარაში საზაფხულო ტურისტული სეზონი ოფიციალურად 3-4 ივნისს გაიხსნა. წელს რეგიონში 4 მილიონზე მეტ სტუმარს ელოდებიან.
ტურისტულ სიახლეებს შორის, რომლითაც აჭარა ზაფხულის სეზონს ხვდება, არის ზიპლაინი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, კანიონები კაპნისთავში და უჩხოში, სამთო-საველოსიპედე ბილიკი ქედა-შუახევში, ტურისტული ბანაკები და საპიკნიკო ინფრასტრუქტურა ჯვარიმინდორში, ჩირუხსა და კაპნისთავში. გარდა ამისა, გაჩნდა 25 მარკირებული ტურისტული მარშრუტი.