მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მარცვლეულის გარიგების აღდგენაზე მოლაპარაკებების თარიღი ჯერ ისევ უცნობია

© photo: Sputnik / Dmitry Makeev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2023
გამოწერა
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. შავი ზღვის ინიციატივის მარცვლეულის გარიგებაზე თურქეთის, რუსეთისა და გაეროს სავარაუდო მოლაპარაკებების კონკრეტული თარიღები ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული, წერს თურქული გაზეთი Milliyet წყაროზე დაყრდნობით.
წყაროს ცნობით, ანკარას იმედი აქვს, რომ მოლაპარაკებები „უახლოეს მომავალში“ დაიწყება.

„ჯერ კონკრეტული თარიღები არ არსებობს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ უმაღლეს დონეზე დაგეგმილ კონტაქტებს [თურქეთსა და რუსეთს შორის] ამ მოლაპარაკებების უახლოეს მომავალში გამართვა მოჰყვება“, — უთხრა გამოცემას ინფორმირებულმა წყარომ.

რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან, რომელსაც 2022 წლის 22 ივლისს მოაწერეს ხელი რუსეთის, თურქეთის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებმა, მიმდინარე წლის 17 ივლისს გავიდა. აღნიშნული ინიციატივა უკრაინული მარცვლეულის, სურსათისა და სასუქის შავი ზღვის გავლით ექსპორტს გულისხმობს.
  - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2023
მსოფლიო დღეს
„ანკარის მიზნები ღიაა“: თურქეთი საიდუმლო მოლაპარაკებებს უარყოფს
ხელშეკრულებიდან გასვლის მიზეზად კრემლმა შეთანხმების მეორე ნაწილის, რუსეთი-გაეროს მემორანდუმის შეუსრულებლობა დაასახელა, რომელიც რუსული სურსათისა და სასუქების ექსპორტის განბლოკვას, „როსსელხოზბანკის“ SWIFT-თან ხელახლა დაკავშირებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სათადარიგო ნაწილებისა და სერვისების მიწოდების განახლებას, ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის მუშაობის აღდგენასა და რიგ სხვა ღონისძიებებს ითვალისწინებდა.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთი განიხილავს გარიგებაში დაბრუნების შესაძლებლობას, თუ მასში მონაწილეობის ყველა პრინციპი განხორციელდება.
ყველა ახალი ამბავი
0