https://sputnik-georgia.com/20230824/awarasi-pedagogebi-inovaciuri-proeqtebis-danergvistvis-saxelfaso-danamats-miireben-281630944.html
აჭარაში პედაგოგები ინოვაციური პროექტების დანერგვისთვის სახელფასო დანამატს მიიღებენ
აჭარაში პედაგოგები ინოვაციური პროექტების დანერგვისთვის სახელფასო დანამატს მიიღებენ
Sputnik საქართველო
აჭარის მთავრობის სხდომაზე მიიღეს მასწავლებელთა წახალისების გადაწყვეტილება, რისთვისაც 300 ათასი ლარი გამოიყოფა. 24.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-24T18:58+0400
2023-08-24T18:58+0400
2023-08-24T21:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
განათლება საქართველოში
აჭარა
საქართველოს რეგიონები
აჭარის მთავრობა
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/18/281629018_91:547:1806:1512_1920x0_80_0_0_0a5dd686d0a6454ecd2bbbb387d4e0be.jpg
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ყველა მასწავლებელი, რომელიც დაგეგმავს და დანერგავს ახალ ინოვაციურ პროექტებს აჭარის საჯარო სკოლებში, 500 ლარიან სახელფასო დანამატს მიიღებს, განაცხადა აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.ახალი სასწავლო წლის განახლებასთან დაკავშირებით თორნიკე რიჟვაძემ განათლების სამინისტროს, მუნიციპალიტეტის მერებს და შესაბამის სამსახურებს დაავალა, როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე საორგანიზაციო ნაწილში გაატარონ შესაბამისი სამობილიზაციო სამუშაოები.აჭარის მთავრობის სხდომაზე მიიღეს მასწავლებელთა წახალისების გადაწყვეტილება, რისთვისაც 300 ათასი ლარი გამოიყოფა. ეს თანხები დაიხარჯება იმ პედაგოგების სახელფასო დანამატებზე, რომლებიც სკოლებში ინოვაციურ პროექტებს დანერგავენ. ისინი ასევე საერთაშორისო პროექტებში ჩართვას შეძლებენ.აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გამოთქვა იმედი, რომ აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს სწავლების ეფექტიანობის გაზრდას და აამაღლებს პედაგოგთა მოტივაციას, რაც მომავალი თაობების განათლების ხარისხზე აისახება.აჭარის მთავრობის ინფორმაციით, რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს სკოლების სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია, ასევე ახალი სკოლების მშენებლობა. 2023 წლის ბიუჯეტში საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე გამოყოფილი თანხა 25 მლნ ლარიდან 33 მლნ ლარამდე გაიზარდა. წელს განხორციელდება 90-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/18/281629018_592:617:1786:1512_1920x0_80_0_0_1877796363b14667f692562dd4ae1576.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , აჭარა , საქართველოს რეგიონები, აჭარის მთავრობა , საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , აჭარა , საქართველოს რეგიონები, აჭარის მთავრობა , საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
აჭარაში პედაგოგები ინოვაციური პროექტების დანერგვისთვის სახელფასო დანამატს მიიღებენ
18:58 24.08.2023 (განახლებულია: 21:54 24.08.2023) აჭარის მთავრობის სხდომაზე მიიღეს მასწავლებელთა წახალისების გადაწყვეტილება, რისთვისაც 300 ათასი ლარი გამოიყოფა.
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ყველა მასწავლებელი, რომელიც დაგეგმავს და დანერგავს ახალ ინოვაციურ პროექტებს აჭარის საჯარო სკოლებში, 500 ლარიან სახელფასო დანამატს მიიღებს, განაცხადა აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.
ახალი სასწავლო წლის განახლებასთან დაკავშირებით თორნიკე რიჟვაძემ განათლების სამინისტროს, მუნიციპალიტეტის მერებს და შესაბამის სამსახურებს დაავალა, როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე საორგანიზაციო ნაწილში გაატარონ შესაბამისი სამობილიზაციო სამუშაოები.
აჭარის მთავრობის სხდომაზე მიიღეს მასწავლებელთა წახალისების გადაწყვეტილება, რისთვისაც 300 ათასი ლარი გამოიყოფა. ეს თანხები დაიხარჯება იმ პედაგოგების სახელფასო დანამატებზე, რომლებიც სკოლებში ინოვაციურ პროექტებს დანერგავენ. ისინი ასევე საერთაშორისო პროექტებში ჩართვას შეძლებენ.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მასწავლებელთა მხარდაჭერის კუთხით შეიქმნას ცალკე ფონდი, რომლის საწყისი ოდენობა შეადგენს 300 ათას ლარს. იმედი მაქვს, ეს დაეხმარება სასწავლო პროცესის ეფექტიანობას, მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას“, – განაცხადა რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გამოთქვა იმედი, რომ აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს სწავლების ეფექტიანობის გაზრდას და აამაღლებს პედაგოგთა მოტივაციას, რაც მომავალი თაობების განათლების ხარისხზე აისახება.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს სკოლების სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია, ასევე ახალი სკოლების მშენებლობა. 2023 წლის ბიუჯეტში საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე გამოყოფილი თანხა 25 მლნ ლარიდან 33 მლნ ლარამდე გაიზარდა. წელს განხორციელდება 90-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია.