https://sputnik-georgia.com/20230823/glukozis-monitoringis-sistemebis-misarebad-diabetiani-bavsvebis-registracia-daiwyo-281588578.html
გლუკოზის მონიტორინგის სისტემების მისაღებად დიაბეტის მქონე ბავშვების რეგისტრაცია დაიწყო
გლუკოზის მონიტორინგის სისტემების მისაღებად დიაბეტის მქონე ბავშვების რეგისტრაცია დაიწყო
Sputnik საქართველო
გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგი ძალზე მნიშვნელოვანია დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის, რადგან ამას მათი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. 23.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-23T19:07+0400
2023-08-23T19:07+0400
2023-08-23T22:14+0400
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262037748_0:0:3241:1824_1920x0_80_0_0_801864c4b2be04d2b73196d2bc452d8b.jpg
თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის განახლებული სისტემებისა და სენსორების (CGM) უფასოდ მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო, ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში. ჯანდაცვის სამინისტრო პაციენტებს CGM-ის გამოსაყენებლად სმარტფონებსაც გადასცემს. მათი მიღება შეუძლიათ სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120.000-ს, ასევე ოჯახებს, სადაც შაქრიანი დიაბეტით დაავადებულია 18 წლამდე ასაკის ორი ან მეტი ბენეფიციარი. პირველი ტიპის დიაბეტის მქონე ბავშვებს Medtronic-ის უახლესი, მე-4 თაობის მოწყობილობა გადაეცემა. CGM სისტემა სისხლში გლუკოზის დონეს ყოველ 5 წუთში ზომავს და პაციენტის მობილურ პროგრამაში ასახავს. საშიში მაჩვენებლის წარმოქმნის შემთხვევაში სისტემა განგაშის სიგნალს რთავს, რაც პაციენტისთვის დახმარების დროულად აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა. Medtronic CGM სისტემებს ყველა ასაკის პაციენტებისთვის აწარმოებს. ეს სისტემა წამიერად ასახავს და დიდი ხნის განმავლობაში ინახავს მონაცემებს გლუკოზის დონის შესახებ. რაც შეეხება Guardian 4-ს, ის შესწავლილია და დამტკიცებულია 7 წელს ზემოთ ასაკის პაციენტებისთვის. კომპანიის სპეციალისტებს მოწყობილობის 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის გამოყენებაზე რეკომენდაციები ჯერ არ გაუციათ, შესაბამისად, ის გამოყენებული იქნება 7-18 წლის პირებისთვის. რომელი იშვიათი დაავადებების მკურნალობას აფინანსებს ჯანდაცვის უწყება - ჩამონათვალი>>შვიდ წლამდე ბავშვებისთვის გრძელდება Guardian 3-ის მოწყობილობის გაცემა. ჯანდაცვის სამინისტრო განაგრძობს მუშაობას კომპანიის ექსპერტებთან პაციენტების ასაკის შემცირებასთან დაკავშირებით და გასცემს მოწყობილობას, როგორც კი მწარმოებელი კომპანიისგან ნებართვას მიიღებს. გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემის მისაღებად მსურველებმა ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოების ოფისებში უნდა გაიარონ რეგისტრაცია. ჯანდაცვის სამინისტრომ და მომწოდებელმა კომპანიამ ბავშვთა 30 ენდოკრინოლოგსა და მედდას მთელ ქვეყანაში უკვე მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია სისტემის შესახებ. თავის მხრივ, მომზადებული პერსონალი შეასწავლის ბენეფიციარსა და მის მეურვეს, როგორ გამოიყენონ კომპლექტი და დამოუკიდებლად დაიმაგრონ გადამცემი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262037748_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_ae21384c51f0726cc80bb5cc2f69bd7b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
გლუკოზის მონიტორინგის სისტემების მისაღებად დიაბეტის მქონე ბავშვების რეგისტრაცია დაიწყო
19:07 23.08.2023 (განახლებულია: 22:14 23.08.2023) გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგი ძალზე მნიშვნელოვანია დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის, რადგან ამას მათი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.
თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის განახლებული სისტემებისა და სენსორების (CGM) უფასოდ მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო, ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.
გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგი CGM – დიაბეტის ეფექტური მართვისთვის განკუთვნილი ტექნოლოგიაა, რომელიც გლუკოზის დონის ცვლილებებს სადღეღამისო რეჟიმში აკონტროლებს. ასეთი მოწყობილობა ძალზე მნიშვნელოვანია დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის, რადგან მათთვის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. საქართველოში CGM 1,3 ათასზე მეტ ბავშვს სჭირდება.
ჯანდაცვის სამინისტრო პაციენტებს CGM-ის გამოსაყენებლად სმარტფონებსაც გადასცემს. მათი მიღება შეუძლიათ სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120.000-ს, ასევე ოჯახებს, სადაც შაქრიანი დიაბეტით დაავადებულია 18 წლამდე ასაკის ორი ან მეტი ბენეფიციარი.
პირველი ტიპის დიაბეტის მქონე ბავშვებს Medtronic-ის უახლესი, მე-4 თაობის მოწყობილობა გადაეცემა. CGM სისტემა სისხლში გლუკოზის დონეს ყოველ 5 წუთში ზომავს და პაციენტის მობილურ პროგრამაში ასახავს. საშიში მაჩვენებლის წარმოქმნის შემთხვევაში სისტემა განგაშის სიგნალს რთავს, რაც პაციენტისთვის დახმარების დროულად აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა.
Medtronic CGM სისტემებს ყველა ასაკის პაციენტებისთვის აწარმოებს. ეს სისტემა წამიერად ასახავს და დიდი ხნის განმავლობაში ინახავს მონაცემებს გლუკოზის დონის შესახებ.
რაც შეეხება Guardian 4-ს, ის შესწავლილია და დამტკიცებულია 7 წელს ზემოთ ასაკის პაციენტებისთვის. კომპანიის სპეციალისტებს მოწყობილობის 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის გამოყენებაზე რეკომენდაციები ჯერ არ გაუციათ, შესაბამისად, ის გამოყენებული იქნება 7-18 წლის პირებისთვის.
შვიდ წლამდე ბავშვებისთვის გრძელდება Guardian 3-ის მოწყობილობის გაცემა. ჯანდაცვის სამინისტრო განაგრძობს მუშაობას კომპანიის ექსპერტებთან პაციენტების ასაკის შემცირებასთან დაკავშირებით და გასცემს მოწყობილობას, როგორც კი მწარმოებელი კომპანიისგან ნებართვას მიიღებს.
გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემის მისაღებად მსურველებმა ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოების ოფისებში უნდა გაიარონ რეგისტრაცია.
ჯანდაცვის სამინისტრომ და მომწოდებელმა კომპანიამ ბავშვთა 30 ენდოკრინოლოგსა და მედდას მთელ ქვეყანაში უკვე მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია სისტემის შესახებ.
თავის მხრივ, მომზადებული პერსონალი შეასწავლის ბენეფიციარსა და მის მეურვეს, როგორ გამოიყენონ კომპლექტი და დამოუკიდებლად დაიმაგრონ გადამცემი.